მთავარი ბლოკი პოლიტიკა რეგიონები საზოგადოება

აგეწვათ! როცა შეგეშინდათ “ამორალობის” ლეგიტიმაცია გადაწყვიტეთ…ძუკნებს, ბოზებს, „დავერბოკებულებს“ გეძახიან…

გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს სტატიიდან რომელიც 25 მარტს ვებგვერდ georeg.ge-ზე გამოქვეყნდა.

პროტესტის და კრიტიკის ქარცეცხლშია Facebook-ი გახვეული, ძუკნებს, ბოზებს, „დავერბოკებულებს“ გეძახიან… რით ვერ გაიგეს, რომ არც სექსი გვიკვირს და არც ბოზობა, მაგრამ ხომ გვაქვს უფლება, ბოზები არ გვინდოდეს მთავრობაშიო? 

ეს შენ გეხებაო, გვითხრეს!

შენ, ვინც ბაზრობაზე დგახარ მთელი დღე ლუკმა-პურის საშოვნელად, მეტროს მემანქანეს, ვინც დილის 5 საათიდან გვირაბშიაო, გლეხებს, რომლებიც საგაზაფხულო ხვნა-თესვის მზადებაშიაო… – რანაირად გვეხება ახლა ეს ჩვენ?! – ჩვენ ისე ვიღლებით, ჩვენ ისე მძიმე ცხოვრება გვაქვს – მდიდარი სექსისთვის კი არა, გასამრავლებლად, შვილის ჩასასახადაც არ გვრჩება დრო და ძალ-ღონე…

margvelashviliარა, გენაცვალე,. ეს თქვენ გეხებათ, ვისაც ახლა გაგახსენდათ, რომ სექსი გაქვთ (შეყვარებულებთან კი არა, საყვარლებთან კი არა არამედ „იობრებთან“), როცა პორნო ვიდეო მოგხვდათ ცხვირზე და აგეწვათ, როცა შეგეშინდათ, რომ თქვენს ვიდეოსაც გამოააშკარავებდნენ…

ამიტომ ამორალობის ლეგიტიმაცია გადაწყვიტეთ…

უფრო მეტიც, თუ უზნეობაშია შემჩნეული თანამდებობის პირი, არც ეგაა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა… ჰოდა, მაშინ ყველამ თქვენს ბოზს მამიდას ისე რომ მიხედოთ, ჩვენ არ გვეხებოდეს, არა?

თუ ასე გინდათ, მისცეთ თქვენს ფანტაზიებს გასაქანი, მიეცით, მაგრამ მაშინ თანამდებობაზე რომ არ მოხვიდეთ და არ იჟურნალისტოთ, არა?

არავისთვისაა საიდუმლო, რომ თანამდებობაზე დანიშვნამდე ადამიანს აკვირდებიან, მის ცხოვრების წესს სწავლობენ… და თუ რაიმე ხინჯი უპოვეს პირად ცხოვრებაში, ის თანამდებობაზე ვერ მოხვდება.
ქართველი საზოგადოება გონიერია და რამდენი ცნობილი ბოზიც არ უნდა შეიკრიბოს ერთად, მაინც არ მოხდება ასეთი პირადი ცხოვრების დაკანონება…

რამდენი ბოზი გვყოლია და ცირკის შენობის წინ დამდგარიადამიანების „იმედად“ რატომ ვიყავითო, რატომო?

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიო… ჰო, ეს მართლა ძალიან პირადულია, იმიტომ რომ, ეს იმ დროს მოასწრო, როცა ქმარს ეგონა  ქვეყნის საქმეებს აგვარებს სამინისტროშიო და მე, რიგით ამომრჩეველს, მეგონა კიდევ ქვეყნის საქმეების მოგვარებისგან დაღლილი ოჯახთან  ერთად ისვენებს–თქო…

დასავლეთსა და ამერიკაზე გსურთ საუბარი? კი, ბატონო, დავიწყოთ.

ბილ კლინტონი სასაწაულებრივად გადაურჩა იმპიჩმენტს მონიკას მონთხრობის გამო და ერთ-ერთი ბრალდება, რასაც მას უყენებდნენ – ეს იყო  ტყუილი, ტყუილი ხალხის და ოჯახის წინაშე… და 2000 წელს დემოკრატების კანდიდატის დამარცხება ზუსტად კლინტონის უზნეო ქცევის  პირდაპირპროპორციული გახდა.

ბარაკ ობამას ფავორიტმა კონგრესმენმა ენტონი უინერმა ტვიტერში ტრუსებში გადაღებული ფოტო გაუგზავნა რამდენიმე ქალბატონს და არ აპატია საზოგადოებამ. ამერიკელებისთვის მისაბაძ პერსონად წოდებული სენატორი, რომელიც 11 წელი ნევადას შტატს წარადგენდა ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში – ასევე ოჯახს გარეთ სასიყვარულო ისტორიის გამო ჩამოაცილეს პოლიტიკას. ლარი კრაიგი – 28 წელი პოლიტიკაში, აქედან 18 წელი სენატში გაატარა, 2008 წელს მინეაპოლის აეროპორტის საპირფარეშოში გარყვნილი საქციელის გამო შეიძულა ამერიკელმა ხალხმა, არც აღიარებამ უშველა, არც 28 წლის უზადო რეპუტაციამ, არც ბოდიშის მოხდამ – მისი კარიერა განადგურდა. თავის დროზე ბერლუსკონის განცხადებას „მე ანგელოზი არ ვარ“ – ძალიან თამამი და არაკორექტურლი უწოდეს, ბერლუსკონი ის ადამიანი იყო, ვისაც მართლა ჰქონდა მდიდარი სექსუალური ცხოვრება, ღმერთმა დამიფაროოს, არც თქვენს შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ მას „ანგელოზად არ ყოფნა“ არ აპატია ხალხმა და თქვენ კიდევ გინდათ „მდიდრული სექსის“ ეგიდით გაგვაერთიანოთ…

– ჩამოთვლილთაგან არც ერთს, აი, არც ერთს არ გამოუჩენია სითავხედე, საზოგადოებისთვის ეთქვა, ჩემი ამორალური ქცევის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა შენ გეხებაო, არც ერთს არ დაუსხამს ლაფი ამომრჩევლისთვის და არ უთქვამს, ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხებაო…

გამოდის, იქ იცავენ თუ იცავენ ზნეობრივ კოდექსებს, გენაცვალე, იქ უფრთხილდებიან თუ უფრთხილდებიან ოჯახის ფასეულობებს… დაე, ისინი ძრწოდნენ ჩვენი შიშით, დაე, იმათ უდარაჯონ თავიანთ კარიბჭეს, რადგან მივალთ და გავაბოზებთ, ჩავალთ და დავუკანონებთ ბოზობას – საჭირო და სავალდებულო პირად ცხოვრებად. ჩავუსახლდებით და ვასწავლით, რომ პატიოსანი კაცი ან ქალი უნდა იჯდეს სახლში და უწესო – ხელისუფლებაში…

სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ:

http://georeg.ge/index.php/politika/item/914-2016-03-25-13-51-57

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გოჩა კეკიშვილის ახალი საოცრება.

Zaali Tsinadze

რატომ არ ჰყავს შეყვარებული ბადრი ალხაზაშვილს და როგორ გოგოს ეძებს ის?

Beso Makharashvili

მოსკოვში მოდად ქცეული მათურელის სტილი ქართველ ქალბატონებს

ასტროლოგიური წინასწარმეტყველება მედიის შესახებ დავით ბუტიკაშვილისგან – გადაყვება თუ არა მთავრობა მედია საშუალებებს?

რატომ სთხოვდა სომხეთის ქართველ მეფეს ცოლი მოკვლას და როგორ დაამთავრა მან ცხოვრება ტრაგიკულად.

Zaali Tsinadze

სერგეი მარკედონოვი: “რუსეთს საქართველოსთვის არაფერი აქვს შესათავაზებელი”

Beso Makharashvili

რატომ მოიყვანა ცოლად გალინა ბრეჟნევას ნაცვლად იგორ კიომ ბათუმელი გოგონა

Zaali Tsinadze

ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.

gogi

გეოსტრატეგიული მდებარეობა – საქართველოს ბედისწერა და პოლიტიკური დეჟავუ

Nino Khachidze