ეზოთერიკამთავარი ბლოკი

როგორც ლაპარაკობთ ისეც ცხოვრობთ! ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის ნეგატივს ვისაც ვჭორავთ და ასევე პირიქით

"აღმოსავლური სიბრძნე"

 თქვენზე რაც უფრო მეტს ჭორაობენ მით მეტად ივსებით პოზიტიური ენერგიით, ხოლო თქვენ რაც უფრო მეტს ჭორავთ სხვას, მით მეტად იღებთ იმ ადამიანის ყველა ნეგატიურ სიბინძურეს საკუთარ თავზე…

როგორც ლაპარაკობთ ისეც ცხოვრობთ!

ბუდისტურ ფსიქოლოგიაში ნათქვამია, რომ ენერგიის დაკარგვის ძირითად წყაროდ გვევლინება მეტყველება.
სწორედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას, სულიერი და მატერიალური პროგრესის გზაზე.

პირველ შეფასებას ადამიანს ჩვენ ვაძლევთ იმის მიხედვით, თუ როგორ და რაზე საუბრობს ის. მეტყველება განსაზღვრავს ადამიანს.
ადამიანის მეტყველებაზეა დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა.
3 წუთიანი სიძულვილით შეიძლება გაანადგურო 10 წლოვანი მეგობრობა. სიტყვები ძლიერ განსაზღვრავენ ჩვენს კარმას, შეიძლება 10 წელი იყო დაკავებული სულიერი განვითარებით, ქველმოქმედებით, მაგრამ ერთი პიროვნების დამცირებით ყველა დონეზე ყველაფერი დაკარგო და გაინადგურო ცხოვრების დაბალი დონეებიც კი.

როცა ადამიანი ვინმეს აკრიტიკებს, განსჯის, განიკითხავს, აცხადებს პრეტენზიებს, იგინება, მთლიანად იხრჯება მისი სასიცოცხლო ენერგია. სტატისტიკურად ჩხუბების 90% ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიღაცაზე ვილაპარაკეთ ცუდად. ყველაზე მეტად წარმატებულები არიან ადამიანები, რომლებიც სასიამოვნოდ და დადებითად მეტყველებენ და რომლებსაც შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი საუბარი.
ადამიანები, რომლებიც უხეშად საუბრობენ, ყველა იერარქიაში ბოლო ადგილებს იკავებენ.

აღმოსავლეთში ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად არ შეუძლია საკუთარი საუბარი აკონტროლოს, ძალიან პრიმიტიულ ადამიანად ითვლება.
კარმა განისაზღვრება ჩვენი მეტყველებით. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ვინმეს ვაკრიტიკებთ, ჩვენ თავზე ვიღებთ ამ ადამიანის ნეგატიურ კარმას და ხასიათის უარყოფით ხარისხესბ. ასე მოქმედებს კარმის კანონი. ასევე, ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის ხარისხს, ვისაც ვაქებთ, ამიტომ ვედები მოგვიწოდებენ ვისაუბროთ სამაგალითო და დადებით პიროვნებებზე.

დიდი ხანია აღინიშნება, რომ ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის თვისებებს, ვისზეც ვფიქრობთ და ვსაუბრობთ. ამიტომაც აღმოსავლელი ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ წარმატებულ და ჰარმონიულ ადამიანებზე.
მაგრამ რაც მეტია ჩვენში ეგოიზმი და შური, მით ძნელი ხდება სხვაზე დადებითად ფიქრი და ლაპარაკი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არავინ ვაკრიტიკოთ.

აზრი განსაზღვრავს მეტყველებას, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ სხვაზე ცუდად, რაც მეტია ჩვენს თავში უარყოფითი აზრები, მით მეტი უარყოფითი მოედინება ჩვენი ენიდან. ის, ვინც ნათლად აზროვნებს, ნათლადაც მეტყველებს.

,,დაიმორჩილეთ ენა და ყველაზე დიდ ციხესიმაგრეს დაეუფლებით”

www.fact2.ge

თუ თქვენ აკვირდებით, როგორ ბრაზდებით, ბრაზი კლებულობს.
თუ თქვენ აკვირდებით სიყვარულს, სიყვარული იზრდება. თვით დაკვირვება ყველაფერს ცვლის!

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *