გია ჯაჯანიძესაზოგადოება

აგრესიულ ადამიანს განსაკუთრებით უფრთხილდით მაშინ, როცა ის ზოგჯერ მორჩილია და სითბოს გამოხატავს! – გია ჯაჯანიძე

მოერიდეთ აგრესიულ ადამიანს, არ ეცადოთ მის გამოსწორებას, ჩათვლის რომ ებრძვით და დაგაზარალებთ.

აგრესიულ ადამიანს განსაკუთრებით უფრთხილდით მაშინ, როცა ის ზოგჯერ მორჩილია და სითბოს გამოხატავს.

აგრესიული ადამიანი მუდმივად ეჭვებშია და არ ჯერა არავისი.

აგრესიული ადამიანი განიცდის უსიყვარულობას და იმის მაგივრად სიყვარული მოიპოვის, ის უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

აგრესიული ადამიანი ზოგჯერ მხიარული და გულჩვილია, ოღონდ დროებით.

აგრესიულ ადამიანი ძალადობით ხდება ლიდერი, ის მოითხოვს პატივის მიგებას და ქათინაურს. ის განდიდების მანიითაა შეპყრობილი.

ზოგიერთი ადამიანისათვის აგრესია ნორმაა, ის კომფორტშია როცა ყვირის, იგინება და შეურაცყოფას აყენებს ადამაინს.

აგრესიული ადამიანი მუდმივად გადაბრალების რეჟიმშია, მას ეჩვენება რომ ყოველთვის მართალია.

აგრესიულ ადამიანს ეჩვენება, რომ ყველა მას ებრძვის, ყველას შურს მისი და ამის გამო მუდმივ თავდასხმაშია.

აგრესიული ადამიანი საკუთარ თავთანაც თავის მართლებაშია.
მუდმივად უმტკიცებს საკუთარ თავსაც და სხვასაც, რომ ძლიერია და მართალი.

აგრესიულ ადამიანს განსაკუთრებით უფრთხილდით მაშინ, როცა ის ზოგჯერ მორჩილია და სითბოს გამოხატავს. (გავიმეორე)

აგრესიული ადამიანს არასოდეს საიდუმლო არ უთხრა, ის იარაღად გამოიყენებს შენ წინააღმდეგ.

არ ებრძოლოთ აგრესიულ ადამიანს, ერთად ერთი მეთოდი, დააიგნორეთ და განერიდეთ.

როცა აგრესიული ადამიანი მიზანს ვერ აღწევს, ის ზურგს უკან ლანძღავს მოჩვენებით მტერს.

მოიპოვე სიმშვიდე, მოიპოვებ სიყვარულს.

გიორგი ჯაჯანიძე.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *