მედიცინამთავარი ბლოკისაზოგადოება

ადამიანი რომელიც პირდაპირ ეთერში მაყურებელს ჯანმრთელობის დიაგნოზს უსვავს

ნუმეროლოგი და ბიოენეგრგეტიკოსი ნანა მამაგულაშვილი ყოველ პარასკევ გამოშვებით ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გადაცემაში „თქვენი დრო“ ღებულობს მონაწილეობას და მან უკვე საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიქცია ღია ეთერში დასმული დიაგნოზებით.

ჩვენი ყურადღება ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “თქვენი დრო”ს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიპყრო


– ქალბატონო ნანა თქვენ პარასკევობით ზიხართ ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში და პასუხობთ მაყურებლის კითხვებს რომლებსაც ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზს პირდაპირ უსვავთ?

დიახ. ეს გადაცემა რამდენიმე თვეა განახლებული ფორმატით, განახლებული წამყვანებით გადის ეთერში და ერთ-ერთმა წამყვანმა რომელიც პარასკევ დღეს უძღვება მთხოვა ნუმეროლოგიასა და ბიო ენერგეტიკაზე მესაუბრა, მაგრამ პირველივე გადაცემას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მეორე პარსაკევს ისევ დამპატიჟა.

– რაც შეეხება თქვენს ნიჭს პირდაპირ ეთერში დიაგნოზის დასმას?

ეს ძალიან შემთხვევით მოხდა. მაყურებელს ნუმეროლოგიაზე დასმულ შეკითხვაზე ვპასუხობდი, მაგრამ უცებ მივხვდი რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ამიტომ პირდაპირ ვუთხარი რაც დავინახე. გადაცემის შემდეგ წამყვანს ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელისთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთი მაყურებელი მისი ნაცნობი ყოფილა რომელმაც ჩემი ნათქვამი დიაგნოზი დაადასტურა. უფრო მეტიც, მე ბესოს ვუთხარი, რომ ერთ ერთ მაყურებელს სახლში ვინმე გიორგი ჰყავს და მას უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა. ეს მაყურებელი სწორედ იმ გიორგის და აღმოჩნდა, რომლებიც გადაირივნენ ჩემს ნათქვამზე. ასევე იყო მამაკაცი რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო და პირდაპირ ეთერში ვერ გავბედე ამის თქმა, თუმცა ვუთხარი რომ ფილტვების პრობლემა ჰქონდა რადგან დახურულ სივრციდან გამოხვედით მეთქი და მან დადასტურა, რომ ციხეში ვიჯექიო – ამის გაგონებაზე ბესო დადუმდა და ხმა ვეღარ ამოიღო. კიდევ უამრავი შემთხვევა იყო როცა წამყვანი გაოცებისგან სად  წასულიყო და რა ეთქვა აღარ იცოდა.

– ამის მერე გადაწყვიტეთ ყოველ პარასკევს პირდაპირ ეთერში დაუსვათ ხოლმე დიაგნოზები ადამიანებს?

მე არაფერი გადამიწყვიტავს – უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცოდი თუ ეს შემეძლო და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო დაუსვა ადამიანს დიაგნოზი რომელსაც ვერ ხედავ, ვერ ეხები და უბრალოდ ხმით ესაუბრები. რაც შეეხება გადაცემაში ჩემი ხშირი სტუმრობა მხოლო მაყურებლის დამსახურება და პროდიუსერების გადაწყვეტილებაა.


– საერთოდ როცა სხვადასხვა ხრიკებს იგონებენ შოუებს დასადგმელად სიმართლე ხშირად მალევე გამოდის ხოლმე სააშკარაოზე…

ამაში ნამდვილად გეთანხმებით. ძალიან პატარაა საქართველო და შესაბამისად ტყუილი თუ მართალი ადვილად ვრცელდება. საბედნიეროდ უკვე მესამე თვეა და ყოველი გადაცემის დროს ზარები იმატებს, არ წყდება, მათშორის გადაცემის შემდეგ ჩემს ტელეფონზეც უამრავი სამადლობელი ზარი შემოდის. რაც მთავარია ჩემთან მოსვლის შემდეგ ზუსტი დიაგნოზის გარდა ისინი ბევრი დაავადებისგანაც განვკურნე. მიხარია რომ „კავკასიამ“ მომცა შესაძლებლობა ამდენ ადამიანს დავხმარებოდი.

– გინდათ მითხრათ, რომ ადამიანებს უსასყიდლოდ ეხმარებით?

რატომ არის დაუჯერებელი? ადამიანი პირდაპირ ეთერში რეკავს და მე მას ვეუბნები რა ორგანული დაავადება აქვს, სამწუხაროდ მხოლოდ 30 წუთი მაქვს და წამყვანი ცდილობს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი შემოიყვანოს ეთერში, თორემ რომ მქონდეს შესაძლებლობა უფრო ძირეულად დაველაპარაკებოდი მათი პრობლემების შესახებ. თუმცა როცა ადამანი პირადად მოდის და სურს დიაგნოზის დასმა ან მკურნალობა რა თქმა უნდა ეს ფასიანია.

تم نشره بواسطة ‏‎თქვენი დრო‎‏ في 1 أبريل، 2016

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4x1C9HhCwRY” width=”1060″ height=”1020″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები