ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

ადგილი, საიდანაც ანტიქრისტე იერუსალიმში შევა და მეფედ ეკურთხება

 

                                კიდევ ერთი ექსკლუზიური მასალა, ის რაც ჯერ არ გინახავთ!!!

ამ ვიდეოში თქვენ გაივლით მაცხოვრის გზას, მაგრამ ნახავთ კადრებს, რომელიც არასოდეს გინახავთ, უფრო მეტიც, ბევრმა არც იცის თუნდაც იმ ადგილის შესახებ, სადაც დაიფლა ძველი აღთქმის უკანასკნელი სამი წინასწარმეტყველი.

12449383_1065505783482749_1829689774_o ზეთისხილის მთა12436512_1065505790149415_794605550_oრთ ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ადგილია იერუსალიმის გარშემო. ერთ დროს ეს მთა ზეთისხილის ტყით იყო დაფარული, სახელწოდებაც ზეთისხილის მთა აქედან წარმოიშვა, ზეთისხილის მთა იერუსალიმის ძველი ქალაქიდან გამოყოფილია კედრონის ხევით, და მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით. ზეთის ხილის მთაზე დღეს არაერთი წმინდა ადგილია. ზეთისხილის მთაზეა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი. ღვისმშბლის მიძინების ტაძარშივეა იოაკიმესა და ანას საფლავებიც, ამავე ტაძარშია დასვენებული იოსებ დამწინდველიც. მის მახლობლად სწორედ ის მღვიმეა სადაც გადმოცემის თანახმად მაცხოვართან ერთად იკრიბებოდნენ მოციქულები. იმ დროისთვის ეს ტერიტორია არ მიეკუთვნებოდა დავითის ქალაქს, დავითის ქალაქი უფრო ქვემოთ მდებარეობდა და მთელი ეს ტერიტორია ქალაქიდან იყო მოშორებული. მაცხოვარი ზეთისხილის მთიდან შევიდა დიდებით იერუსალიმში, ამ მთის გავლით მიდიოდა ხოლმე იგი ბეთანიაში , აქედან იწინასწარმეტყველა მან, რომ ერთ დღეს ტაძარი დაინგრეოდა, მას შემდეგ რაც მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად აღასრულა საიდუმლო სერობა, იგი ავიდა ზეთისხილის მთაზე რათა ელოცა გეთსამანიის ბაღში, სწორედ გეთსამანიის ბაღში მოხდა იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა. ზეთისხილის მთის წვერიდან ამაღლდა ზეცად მაცხოვარი. გეთსამანიის ბაღის ზემოთ არის, მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსული მონასტერი, სწორედ ამ მონასტრის ბაღის კიბეები წარმოადგენენ იმ ბილიკს, რომელსაც უფალი მიუყვებოდა ზეთისხილის მთის წვერისკენ. გეთსამანიის ბაღში დღემდეა შემორჩენილი ზეთისხილის ხეები, რომლებიც ჯერ კიდევ უფლის დროს იზრდებოდნენ იქ. აქვეა ტაძარი, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც საკურთხეველი დასავლეთით აქვს, რადგან მაცხოვარმა სწორედ აქედან გადმოხედა სოლომონის ტაძარს და იწინასწარმეტყველა, რომ ტაძარი დაინგრეოდა. შემდგომ უკვე ვხვდებით ადგილს, რომელიც ბევრისთვის უცნობია და მნახველიც იშვიათად ხვდება იქ. ესაა ძველი აღთქმის სამი უკანასკნელი წინასწარმეტყველის საფლავები. ესენი არიან ანგია, ზაქარია და მალაქია წინასწარმეტყველები. უფრო ზემოთ, მთის წვერზე გახლავთ მაცხოვრის ამაღლების ადგილი. დღეს იქ მეჩეთი გახლავთ აშენებული, თუმცა მომლოცველებისთვის ამ ადგილის მოლოცვა შესაძლებელია. ამ ადგილის მახლობლადაა ის ქვა, რომელზეც12443664_1065507323482595_1579724948_o ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იდგა და გაჰყურებდა მაცხოვრის ამაღლებას. ეს ადგილი დღეს უკვე ამაღლების სახელობის რუსული მონასტრის ტერიტორიაა. ეს ის ადგილია სადაც იქნა დაფლული, იოანე ნათლისმცემლის თავი. მოგვიანებით აქ აშენდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ხოლო შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ამაღლების სახელობის რუსული მონასტრის მშენებლობასაც.
მაცხოვარს ძალიან უყვარდა ეს ადგილები და იქ განმარტოება, იგი ხშირად დაუყვებოდა კედრონის ხევს, რადგან ეს ხევი ბევრ ადგილს აკავშირებდა ერთმანეთთან. კედრონის ხევი ჰყოფს ძველ ქალაქს ზეთისხილის მთისაგან, კედრონის ხევში მდებარეობს დავით მეფის შვილის აბესალომის საფლავი, აბესალომის საფლავის უკან ებრაელთა ერთ-ერთი მეფის იოსაფატის საფლავია, აქვე აბესალომის საფლავიდან ორმოციოდე ნაბიჯზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის მამის მღვდელი ზაქარიას საფლავი.
12436625_1065510173482310_1170368449_o  ზეთისხი12459103_1065506546816006_778634879_oლის მთა მრავალჯერაა მოხსენიებული ძელ აღთქმაში, ეს მთა კედრონის ხევთან და იოსაფატის ხევთან ერთად ებრაელთათვის მნიშვნელოვანი ადგილია, მათი რწმენით სწორედ კედრონის ხევის გავლით შევა დიდებით ებრაელთა მესია (ანტიქრისტე) იერუსალიმში. გაივლის ოქროს კარიბჭეს და აღდგენილ სოლომონის მესამე ტაძარში ეკურთხება მეფედ. ამ მთაზე მდებარეობს ებრაელთა უძველესი და უდიდესი სასაფლაო მათი რწმენით მესია (ანტიქრისტე) მოსვლისას აღადგენს მათ საფლავებიდან. დღეს ოქროს კარიბჭე, რომლითაც მაცხოვარი შევიდა ტაძარში ამოქოლილია. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I-ის მიერ, მესიის (ანტიქრისტეს) შემოსვლის თავიდან არიდების გამო. მუსლიმებმა ასევე კარიბჭის წინ სასაფლაო მოაწყვეს, იმ მოსაზრებით, რომ მესია ვერ შეძლებდა საკუთარი თავის წაუბილწავად ქალაქში შესვლას.
ტაძრის მთაზე, დღეს ორი მეჩეთი დგას, “კლდის გუმბათი” და “ალ-აკსა” . აქვე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმიც, რომლის ტერიტორიაზეც სოლომონის ტაძრის ნანგრევებია. შემორჩენილია ტაძრის კედლების გარკვეული ფრაგმენტები და ის სავაჭრო ადგილები, რომლებიც თავის დროზე მაცხოვარმა დაარბია. ეს ეპიზოდი ყველა თქვენგანს გემახსოვრებათ სახარებიდან. მცირედი ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი კიბე, რომლითაც ხდებოდა ტაძარში ასვლა, თუმცა სურათი რომ სრულყოფილად აღვადგინოდ, ყოველივე ასე გამოიყურებოდა. ტაძრის მისასვლელთან იყო რიტუალური განსაბანელი ავზი, რომელსაც ნახავთ ჩვენს ვიდეო ფილმში. განსაბანელი ავზიდან ტაძრის კიბემდე კი მაღაზიები იყო განლაგებული, სადაც გამალებული ვაჭრობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები ნანგრევებადაა ქცეული, ძალიან ბევრი არტეფაქტია შენარჩუნებული. მაღაზიებისა და ავზის გარდა იქვე დევს ლოდი, რომელიც სოლომონის ტაძარს ეკუთვნის. ის ახლახანს აღმოაჩინეს და მასზე წარწერაა, რომელიც იუწყება, რომ იგი ტაძარში სწორედ იმ ადგილას იყო ჩატანებული, რომლის ქვეშაც მესაყვირეები იდგნენ. ეს არტეფაქტი კიდევ ერთი დამადასტურებელია, ტაძრის ორგანიზებულობისა, რადგან ამ წარწერით ვხედავთ, რომ ტაძარში ყველას თავისი კუთვნილი ადგილი ჰქონდა მიჩენილი.
გადმოცემის მიხედვით სწორედ კედრონის ველზე მოხდება უკანასკნელი ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. დღეს იერუსალიმში მრავლად შეხვდებით მაკეტებსა თუ ფოტომონტაჟებს, სადაც ოქროს კარიბჭე უკვე გახსნილი, ხოლო მესამე ტაძარი აგებულია. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არაერთხელ მოხდა მუსლიმებისთვის გზის გადაკეტვა ტაძრის მთისკენ, სადაც მათი სალოცავი ადგილებია. ერთი რამ ფაქტია, ყველაფერი მზადდება “მესიის” ტაძრის ასაშენებლად.
ეს ადგილი ალბათ ჯერ კიდევ კაცობრიობის გარიჟრაჟზევე იყო სიკეთის, ერთგულებისა და სიყვარულის გამოცდის ადგილი. მეჩეთი “კლდის გუმბათი” ხომ სწორედ იმ კლდეს ადგას თავზე, რომელზეც აბრაამმა თავისი ძე უფლისათვის მსხვერპლად შესაწირად მიიყვანა” – “დედოფლის” ხატის მცველები, ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=30Su-zZ4kbE&feature=share” width=”1000″ height=”940″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები