პოლიტიკა

აიღებს თუ არა კახი კალაძე პასუხისმგებლობას თბილისის გენგეგმის ილუზიურ ზღაპრებზე?!

ვინც ფლობს ინფორმაციასის ფლობს მსოფლიოსსწორედინფორმაციის მოსაპოვებლად ექიშპებიან ერთმანეთსსახელმწიფოები და ყველაზე მეტი ძალაუფლებაც მას აქვსვინც ყველაზე მეტი იცისდა არა მხოლოდ იმისთვისრომცოდნა სინათლეაინფორმაცია აუცილებელია სწორადდასაგეგმად და შედეგის მისაღწევადქართველებს რომდაგეგმვა არ უყვართიქიდანაც ჩანსრომ მსოფლიოშიპირველ ადგილზე ვართ გაცემული სესხებით (ანუმოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საფინანსოორგანიზაციების მოვალეა), მაშინროდესაც განვითარებადისა და ღარიბის სტატუსს ვერ ვცდებითდაუგეგმაობასაქართველოს დეაქალაქსაც ეტ თვალის ერთი შეხედვითიმის მიუხედავადრომ სხვადასხვა დროს მისი განვითარებისრამდენიმე გენერალური გეგმა შემუშვდა და დამტკიცდაკიდეცსულ ბოლო – თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის პროექტი – უკანასკნელ სტადიაშია (გენგემის პროექტის ჩაბარებისხელშეკრულებითგათვალისწინებულიყველა ვადა ამოიწურათუმცა მეექვსე ეტაპის ჩასწორებული ვარიანტი თბილისის მერიამ ანუნდა მიიღოსუკვე რამდენჯერმე დაწუნებულიან ხელშეკრულება გააუქმოს მის ავტორ კომპანიას და ახლისშექმნაზე იმუშაოს). უცნობიარა გადაწყვეტილებას მიიღებენ დედაქალაქის მესვეურებისამაგიეროდცნობილიარომთუ ფრანგ ქალაქმგეგმარებელსა და მის ადგილობრივ კოლეგებსა და არქიტექტორურბანისტებს ვერწმუნებით(და არანაირი საფუძელი არ გვაქვსარ ვერწმუნოთ), მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი არ ეყრდნობა კვლევებსამიტომაც მას ერიკ ჰიუბრეხტმა „იდეების ყუთი“ უწოდასხვათა შორისარც პროექტის ავტორი კომპანია „სითიინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე უარყოფსრომ სრულმასშტაბიანი კვლევები არჩაუტარებიათ (ეს დავალებაში არ გვეწერა და არც პროექტის ბიუჯეტი ეყოფოდაო), ოღონდ ამას ლი არ შეუშიამათთვის თეორიული დასკვნების გაკეთებაშიეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთთუ რაროლს ასრულებს სტატისტიკური მონაცემებიკვლევები და მათი გაზრება შედეგის მიღწევაში და გამოგვადგება თუარა გენერალური გეგმის პროექტირომელიც არა გაანგარიშებებსარამედ სურვილებსა და თეორიას ეყრდნობა.


 როდიდან მიხვდნენ სახელმწიფოებიადამიანებიზოგადადრომ აღრიცხვაანუ სტატისტიკა და მონაცემებზედაყრდნობით გადაწყვეტილებების მიება და მომავლის დაგეგმვა იყო აუცილებელი?

– ბანალური საკითხია თითქოს, მაგრამ მისი გააზრების გარეშე შეუძლებელია პროგრესსა და წარმატებაზე საუბარი, იქნება ეს სახელმწიფო თუ უფრო პატარა უჯრედი. ადამიანი მოაზროვნე არსებაა და სანამ ნაბიჯს გადადგამს, წინასწარ გონებაში განსჯის ლოგიკურად, ძალისხმევის აუცილებლობას, დროს, რესურსის სიდიდესა და მისაღებ შედეგს და ამის მიხედვით მოქმედებს. თუ შედეგი გაცილებით მეტია, ვიდრე ძალისხმევა, რომელიც ამ შედეგის მიღწევას სჭირდება, მაშინ მისი ძალისხმევა გამართლებულია. ეს ზოგადი პრინციპია და მოქმედებს არა მხოლოდ ეკონომიკაში. ერთ-ერთი კომპონენტი, ის ბალავარი, რომელზეც წარმატებული შენობა უნდა აშენდეს, არის რაც შეიძლება სრული ინფორმაცია. თუმცა ინფორმაციის ფლობა აპრიორი არ არის წარმატების პირობა, რადგან არის მეორე კომპონენტი, ლოგიკური გააზრება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს აღნიშნულ სფეროში კომპეტენტურობასა და პრაგმატიზმს, მაგრამ ინფორმაციის გარეშე, რაც უნდა ნიჭიერი და თვითდაჯერებული იყოს პირი, წარმატება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება გაცილებით მეტს მოიგებდა, თუ ექნებოდა უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ინფორმაციისადმი. სხვათა შორის, აშშ-ში ყოველწლიურად აქვეყნებენ ინფორმაციას ყველაზე პრესტიჟული სპეციალობების შესახებ და სტატისტიკას მეოთხე ადგილი უჭირავს. ესე იგი, ინფორმაციულობა ქვეყნის წარმატებას განსაზღვრავს მათთვის და ვფიქრობ, ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს ჩვენთანაც, რაც, სამწუხაროდ, ნაკლებად შეინიშნება. ხატოვანი გამონათქვამია, ვინც ფლობს ინფორმაციას, ის განაგებს მსოფლიოს, ჩვენთან კი ამ მიმართულებით არ აქტიურობენ.

ერთია ინფორმაციის ფლობა და მეორე – ამ ინფორმაციის გამოყენება. გენგემის პროექტში მოტანილია საქსტატისმონაცემებიმათ შორისმოსახლეობის რაოდენობის შესახებმაგრამ ეს არ არის გათვალისწინებულიიმ მხრივმაგალითადრომ 2030 წლისთვისსადამდეცაა გათვლილი პროექტიროგორ შეიძლებაშეიცვალოს დემოგრფიულისურათი და ეთნიკური შემადგენლობა დედაქალაქში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობაზე მოსარგებად. ასევეპროექტს არ ახლავს არანაირი ფინანსური გათვლ.

– თქვენმა ნათქვამმა გამახსენა ქართული ანდაზა, კარგ მთქმელს კარგი გამოგონე უნდაო. ინფორმაცია თავისთავად არ იქნება შედეგიანი, თუ მას გონიერი წამკითხველი არ ეყოლა. ჩვენი დღევანდელი აქილევსის ქუსლია ის, რომ თითქმის არ გვყავს მეორე თაობის მენეჯერები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუშაობენ. ინგლისელებს აქვთ სახალისო გამონათქვამი: ნამდვილი ჯენტლმენის აღზრდას სამი თაობა სჭირდებაო. ჩვენთან კი საბაზრო ეკონომიკის პრაქტიკული გამოცდილება ბოლო 25 წელიწალს ითვლის. ამიტომ უჭირთ ხელისუფლებაში მოსულ პირებს თანამედროვე კატეგორიებითა და მიდგომებით მოქმედება. სკამი აკუმულატორი ხომ არ არის, რომ დაჯდე და დაიტენოს გონება?! ეს მოდის პრაქტიკული გამოცდილებით და ამ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ უნდა ინიშნებოდეს თანამდებობაზე პირი, ჩვენთან კი პირიქით ხდება: ადამიანები განათლების სფეროს კურირებდნენ, რეფორმების გატარებას აპირებდნენ და თანამდებობის დატოვების შემდეგ საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას და განათლების მისაღებად მიდიან უცხოეთში. იმისათვის, რომ ინფორმაციას კარგი წამკითხველი ჰყავდეს, საჭიროა პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასევე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია ფინანსური დამოუკიდებლობა. თბილისის წილი ბიზნესსექტოში 70-პროცენტზე მეტია, მთლიან შიგა პროდუქტში – თითქმის ორი მესამედი, მაგრამ თბილისში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი თითოეული 16 ლარიდან მხოლოდ ერთი ლარი რჩება თბილისის ბიუჯეტში. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებში და ასეთ პირობებში რამე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, განვითარება, სივრცითი მოწყობის ან სხვა მხრივ, საკმაოდ საეჭვოა.

 გენგეგმას ამტკიცებს თბილისის საკრებულო და ის უნდა განახორციელოს მერიამსაამისო ბიუჯეტი თბილისს არაქვს და იბადება რიტორიკული კითხვარა საჭიროა გეგმამელსაც ვერ განახორციელებს თვითმართველი ქალაქითბილისი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე?

– ჩვენ საქორწინო გენერლების რანგში არ გვინდა საკრებულო, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ძალა და ზემოქმედების ბერკეტები. დამოუკიდებლობა ეფუძნება ფინანსურ დამოუკიდებლობას. დღეს ლაპარაკია თბილისის ბიუჯეტის 60 მილიონი ლარით გაზრდაზე და ის მიაღწევს 900 მილიონს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 12 მილიარდია. ეს თანხაც მიანიშნებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის როლი და გავლენა მოკრძალებულია.

 გენეგმის პროექტის ავტორი კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობსრომ მათ ჩაატარესკვლევებიმაგრამმაგალითადშეკითხვჩაატარეს თუ არა სატრანსპორტო კვლევაპასუხად აცხადებსრომ ასეთიკვლვის ჩატარება შეუძლებელია გენგეგმისთვის გამოყოფილი თანხითარადამათ მიერ შემოთავაზებულისატრანსპორტო სქემები ითვალისწინებს ახალი იდებისახალი მაგისტრალის მშენებლობას და რკინიგზის გადატანასშესაძლებელიაფუნდამენტური კვლევების გარეშე  ტიპის რეკომენდაციის გაცემარომ ეს აქტივობები განმუხტავსდა გაამატვებს მოძრაობას დედაქალაქში?

– ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებაც კი, თუ რამდენი კერძო ტაქსი მოძრაობს თბილისში, რაიკ სატრანსპორტო ნაკადებზე ვსაუბრობთ. არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენია ჩვენი მოსახლეობა. მიუხედავადა აღწერისა, საქსტატის ხელმძღვნელმა თქვა, მოსახლეობის 97-პროცენტამდე აღვწერეთო. მე ამას კურიოზად მივიჩნევ. საიდან დაადგინა, რომ 97 პროცენტი აღწერა და არა – 95?! არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ სად გადის დედაქალაქის დე-ფაქტო საზღვრები; არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორიც საქართველოს დედაქალაქის ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობა. თბილისი უკვე მულტირასობრივი ქალაქიც გახდა. იმ ადამიანებს აქვთ ქცევის თავიანთი კულტურა. შესაბამისად, თავიანთი მოთხოვნილებები, რომლებიც მოდის წინააღმდეგობაში. მულტირასობრივი ელემენტის გაჩენა მოითხოვს ამის გათვალისწინებას და ჩვენ სირაქლემასავით თავს ვერ ჩავგდავთ სილაში. სანამ ის ადამიანები იქნებიან საქართველოში, შეეცდებიან თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კანონიერი თუ არაკანონიერი გზებით. ხელისუფლებამ ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს და გარკვეულწილად გენგემაშიც აისახოს, თუ რა შეიძლება, შევთავაზოთ მათ.

 თქვითრომ მოსახლეობის სივრცითი განფენის რეალური საზღვრებიც კი არ ვიცითთუმცა ამავე გენგეგმისპროექტის დგინდება ახალი ზონალობებიამ პირობებში ეს შესაძლებელიაროდესაც არ იცი მოსახლეობის ზუსტირაოდენობაარ გაქვს ინვესტიციების პროგნოზიმიგრაციის მონაცემები და სხვა?

– ნორმალურ, ანუ განვითარებულ ქვეყნებში უძრავი ქონების ელემენტებით დაფარული ფართობი არ უნდა აღემატებოდეს სივრცის 25 პროცენტს. ჩვენთან კი ხშირად ეს არის 105-110 პროცენტი, როდესაც ტროტუარებზე გადმოდის შენობები 2-3- მეტრით. იქ ხომ სპორტული მოედნისა თუ სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად ფართის გამოყოფაზე ლაპარაკი შეუძლებელია?! მით უმეტეს, რომ საქართველოს დედაქალაქს აქვს საშუალება, განვითარდეს ისე, რომ რამდენიმე ავტონომიური რეჟიმის მქონე ცენტრი შეიქმნას. დღეს თბილისში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს 7-8 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული, რომლებსაც ექნებათ თავიანთი მიკრორაიონული ცენტრები, სადაც ყველანაირი საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების მიღება იქნება ხელმისაწვდომი.

 მაგრამ ამას ხომ დათვლა უნდასადრატომ და როგორ?

– ამის გარეშე არაფერი გამოვა. დათვლა, გააზრება და პერსპექტივაზე ორიენტირება, თუ რა დაჯდება ამის განხორციელება. იყო ასეთი ლოზუნგი: მილიონი ხის დარგვა. თავისთავად ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ხე მილიონია, 700 ათასი თუ მილიონ-ნახევარი, არამედ ის, თუ სად დარგავ.

 აქვე ვიტყვი ბარემკითხვისშეისწავლა თუ არა გენგეგმის პროექტის ჯგუფმა ეკოლოგიური ვითარება თბილისშირომ ამის მიხედვით დაგეგმილიყო რეკრაციული ზონების მრწყობაპასუხი იყო უარყოფითისადაც იყო საშუალებაიქ დავგეგმეთო.

– დიახ, ამას ვამბობ სწორედ. უნდა ჩანდეს თბილისში, საშუალოდ და მისი რაიონების მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე მწვანე ნარგვავების რაოდენობა. აი, ეს არის გეგმა და არა ის, რომ დავრგავ მილიონ ან მეტ ან ნაკლებ ხეს.

 არც საქართველოში და არც თბილისში საბჭოთა პერიდის შემდეგ არ ჩატარებულა მწვანე ნარგაობებისინვენტარიზაციაჩვენ არ ვიცითრამდენი და რა ჯიშის მწვანე ნარგავებია დედაქალაქში.

– აი, მეორე მაგალითიც: როდესაც ლაპარაკია, რომ ამდენი და ამდენი სკოლამდელი დაწესებულება აშენდა, ჩვენ სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, თუ რა დონეზე აკმაყოფილებს მოსახლეობას არსებული სკოლამდელი დაწესებულებები. აი, ეს უნდა იყოს წინა პლანზე. ამას გარდა, ახალი საწარმოების გახნის სტატისტიკით კი არ უნდა ვიწონებდეთ თავს, არამედ იმას უნდა ვუყურებდეთ, როგორ ამცირებს ეს პროცესი უმუშევრობას. კურიოზს გეტყვით: ერთი წლის განმავლობაში საქართელოში, დაახლოებით, 50 000-მდე ახალი საწარმო იხსნება, ესე იგი, იურიდიული პირის მქონე ბიზნესერთეული, რომ ჩავთვალოთ, რომ თითოეულში 4-5 კაცი მაინცაა დასაქმებული, საქართველოში უმუშევრობა აღარ უნდა იყოს. იმიტომ რომ ოფიციალურად გვყავს 250 000 უმუშევარი. არადა, მართალია, საქართველოდან მიგრაციული ნაკადი შემცირდა, მაგრამ ისევ უარყოფითი მიგრაციული სალდო გვაქვს. რეალურად, ეს რას ნიშნავს? რომ ერთი საწარმო იხურება და მეორე იხსნება. ერთგვარი მანიპულაციები ხდება. რათა არ გადაიხადონ დამატებული ღირებულების გადასახადი, როდესაც ბრუნვა 100 000-ს აჭარბებს, ხურავენ და ახალს ხსნიან. ანუ, პირობითად, „სამგორი- 2017“ ხდება „სამგორი-2018“ და ხელახლა ირთვება მრიცხველი. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ პირობებში სტატისტიკასაც გამოყენება უნდა. ჯერ ერთი, რაც გვაქვს, ძალიან ცოტა და, მეორე, ამასაც არ ვიყენებთ შედეგის მისაღწევად.

 სიით ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობსრომ კვლვების ჩატარებარათა მათი რეკომენდაციებიდაფუძნებოდა რეალობასჯდება ძვირი და გენგეგმის ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდებოდაარის ეს არგმენტი?

– შევახსენებდი ამერიკელთა გამონათქვამს: ნებისმიერ ქვეყანას იაფი სტატისტიკა მეტისმეტად ძვირი უჯდება. ვითომ ეკონომიას ვაკეთებთ ამაზე, მაგრამ შემდგომ არასწორი გადაწყვეტილებები და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე გაწეული ხარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე თავიდან საკმარისი რესურსის გამოყოფა იმისთვის, რომ სწორად შეგვეფასებინა ვითარება და გვემოქმედა ადეკვატურად . იქნება ეს ხიდის მშენებლობა, სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა თუ სხვა. ინფორმაციის გარეშე ინფორმაციის ეპოქაში შორს ვერ წავალთ, ანუ, როგორწ ერთ ქართულ ფილმშია: ამ ტემპით ვერ გვვფინდებით.

 ფრანგი ექსპერტირომელმაც გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ჩაატარაწერსპროექტი ისეა შედგენილირომძალიან ევრ კერძო საკუთრებას ეხება და მერიას მოუწევსმისი განხორციელების შემთხვევაში, ძალიან დიდიოდენობის კომპენსაციის გაცემარაც არ არის მიზანშეწონილი და შესაძლებელიასხვა გზების გამონახვაოამისპასუხად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი აცხადებსრომ მხოლოდ მათი რეკომენდაციებით თუგადარჩება ქალაქითუმცა კვლევებს არ ეფუძნება მათი დასკვნები და მხოლოდ დეკლარაციულ განცხადებებს.

– საერთოდ, რისთვის არსებობს სახელმწიფო და რას უნდა ემსახურებოდეს?! გენგეგმა გვინდა გენეგმისთვის თუ საზოგადოების კეთილდღეობისთვის?! ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის და სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დაცულად სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი პოლიტიკის გატარებისას. ამდენად, იმის თქმა, რომ ვიღაცას ზედმეტ ტვირთად დააწვება, თითიდან გამოწოვილი მიზეზი მგონია. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ღონისძიების გატარების შემდეგ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს.

 როცა რამე კვლევის გარეშეა დადგენილირომ უნდა გაიღო ძალიან დიდი ხარჯი , დიდია ალბათობა, რომ ამან არგაამართლოს. ეს ვერ იქნება კარგი ამბავი.

– მეც იმას ვამბობ, რომ ჯერ სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს, შემდეგ უნდა მიიღო კომპეტენტური გადაწყვეტილება და ბოლოს, იმ კომპეტენტური გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იმოქმედონ კომპეტენტურმა პირებმა. ეს რიგითობა უნდა იყოს დაცული. ამ ალგორთიმით უნდა მიიღებოდეს და ხორციელდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

ანა ლეჟავა

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *