საზოგადოება

ამერიკელი ინჟინრის შეფასება M-სადგურ ვარკეთილის ინციდენტზე: -წლებია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები 30-იან წლებამდე სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს

ახლახანს მქონდა საუბარი ერთ ამერიკელ ინჟინერთან, რომელიც წლებია საქართველოში სხვადასხვა სამშენებლო პროექტებზე მუშაობს.
მისი აზრით, მეტროში მომხდარი რამდენიმე მიზეზის ბრალია:
1. ქალაქის მიერ ძალიან დაბალი სტანდარტით შესრულებული სამუშაოს ჩაბარებით;
2. იმით, რომ მეტროს სადგურის კარის მუდმივი გაღება/დახურვის დროს ვაგონების მოძრაობა ქმნის წნევასა და ვაკუუმს და მოქმედებს კედლებზე (მისი აზრია) და მეტროს ადმინისტრაცია უარს აცხადებდა ამ საკითხის სხვაგვარად გადაჭრაზე. “The problem comes from Tbilisi Transport refusing to unlock the other doors to eliminate the vacuum and pressure caused by the trains going through the tunnels.”
3. წლებია უკვე აქ მიმდინარე მშენებლობები არ აკმაყოფილებს 1930-იან წლებამდელ სტანდარტებსაც კი და რომ მას ბევრად უკეთესი შენობები აქვს დანგრეული უსაფრთხოების გამო ვიდრე აქ ახლები შენდება.

მისი აზრით მხოლოდ კომპანიის დადანაშაულება არაფერს შეცვლის თუ არ მოხდა ადმინისტრირების გაუმჯობესება და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩაბარების სტანდარტის დაცვა. თავად სტანდარტებიც არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებსო.
მისი თქმით, ის წლებია აკრიტიკებს სამშენებლო სექტორს საქართველოში და ამის გამო სააკაშვილის ზეწოლით კრიტიკისგან თავშეკავებაც მოუწია. ამჟამად აქ აღარ საქმიანობს. – წერს ლევან ბოძაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

www.Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *