კატეგორიამედიცინამთავარი ბლოკი

ამინდის ცვალებადობით გამოწვეული დაავადებები

ატმოსფერული ცვლილებების დროს ბევრს აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად კი ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.
არსებობს ამინდის ცვალებადობით გამოწვეული უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ: მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა კრიტიკულ დღეებში შეძლებისდაგვარად უნდა შეიკავონ თავი ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდონ კონფლიქტებს; მეტი დრო დაყონ სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვან ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.
მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. საკვები რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.
უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. გულით დაავადებულთათვის,  ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები, რადგან, ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის, კერძოდ, ინსულტისა და ინფარქტის რისკი. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები. მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიანებს შეტევები ეწყებათ.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები