საზოგადოება

ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ, მიზანმიმართული ხელისშემშლელი ძალები მოქმედებენ

გავრცელებული, თუმცა, საეჭვო ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება და მას “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი” ააშენებს. კონსორციუმის ხელმძღვანელის, – თამაზ ჩხიკვიშვილი,  bm.ge-სთან საორჭოფო ბიზნეს პროექტზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, პირველ გემს პორტი 2020 წელს მიიღებს, ხოლო ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 100 000 000 აშშ დოლარია.  ეს ყველაფერი ცნობილ ქართულ ანდაზას მოგვაგონებს, – ,,კუმ ფეხი გამოჰყო,მეც ნახირ-ნახირო“.

აღნიშნული პირი და მისი ჯგუფი, ღიად უპირისპირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხს უფრო მეტიც, ფოთის პორტის გენერალური დირექტორი, –  კლაუს ჰოლმ ლოურსენი,  “ანალიტიკასთან” საუბარში აცხადებს, რომ ის საქართველოში ანაკლიისღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს:


დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღებისსაჭიროება“, – აცხადებს 1 დეკემბერს გასულ ინტერვიუში კლასუს ჰოლმ ლოურსენი.

რომ არ ყოფილიყო ეს საკითხი ასე მიზანმიმართულად და მწვავედ დასმული, ალბათ ჩვენს ყურადღებას ვერც მიიპყრობდა, მაგრამ საქმე ეხება საუკუნის პროექტის, – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა-განვითარების ეჭვქვეშ დაყენების საკითხს, რომლის უკანაც დგას საქართველოს მთავრობა. ,,ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, –  ვინ არის თავად თამაზ ჩხიკვიშვილი და რამდენად რეალურია მისი დაპირება, 100 000 000 აშშ დოლარის მოძიების შესახებ, ფოთის პორტის მშენებლობისთვის?!

აღსანიშნავია, რომ  წლების განმავლობაში, თამაზ ჩხიკვიშვილი გახლდათ  ერთ-ერთი რიგითი მეჯართე, – ანუ მას საქართველოდან-საზღვარგარეთ ჯართი გაჰქონდა.  თუმცა, შემდეგ მას  ეს ბიზნესიც ჩაეშალა. სარკასტულია, – როგორ და რა გზით შეძლებს პიროვნება, რომელმაც ჯართის ბიზნესიც კი ვერ ააწყო და მის გვერდით არსებული გაურკვევლი ჯგუფი 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის მოძიებას, მაშინ, როცა ეს ვერ შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთმაუმსხვილესმა კომპანიამ – Maersk -მა, რომელიც APM Terminals-ის მფლობელია?!

რაც შეეხება თავად ფოთის პორტის წარმომადგენელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა: თუ ეს ასეა, მაშინ, რაში აპირებენ 100 000 000 აშშ დოლარის დაბანდებას, თუკი პორტის სიღრმეს არ დააღრმავებენ?! ამ შემთხვევაში მაღალი მოცულობის გემები ვერ შემოვლენ და შესაბამისად, ფოთის პორტი დახურული იქნება იმდენივე 40%-ით, როგორც ამჟამადა არის.  აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იუმორისტულ ქმედებას უფრო წააგავს, ვიდრე რეალურ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას, რომელციც, აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით.

ზემოთ აღნიშნული ვითარების უკეთ გასარკვევად, ,,ჯორჯიან თამისი“ „სატრანსპორტო დერეფნისკვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს, – პაატა ცაგარეიშვილ ესაუბრა:

,,მინდა დაზუსტებით გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით, ფოთის პორტთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მუშაობა, ადგილიდან დაძრულიც კი არ არის. არ არსებობს არც წინასწარი მოლაპარაკება, არც მემორანდუმი გაფორმებულა, არც კონკრეტულად ყოფილა საუბარი, – თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება ეს თანხა. ანუ, ეს ინფორმაცია არის ზოგადი და რაიმე კონკრეტულის თქმა ამაზე, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. როგორი ქმედება ექნება ამ ყველაფერზე ანაკლიის ნავსადგურს, ცოტა ბუნდოვანია და პირადად მეც, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, არ არის ზუსტად წარმოდგენილი, ფოთის პორტში ამ 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის  მიზანმიმართულობა.“- განაცხადა მან.

პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უკვე კარგად ჩამოყალიბებული და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მომგებიანი პროექტია:

,,სულ სხვაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი. დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე ნათლად ჩანს მისი პერსპექტივის კონტურები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს პროცესი უკვე განხორციელების ფაზაშია. გარდა ამისა, ნათელია ის ფაქტი, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, უკვე თითქმის ყველა სახელმწიფო დადებით ტენდენციებზეა და მათი მხრიდან შეინიშნება თვითნაკადების ზრდა.  ციფრებით რომ მოგახსენოთ, მაგალითად, თურქეთში, + 6%-ით გაიზარდა ტვირთნაკადი, ბულგარეთში 12%-ით, ასევე გაიზარდა რუმინეთში და რუსეთში. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურებს  აქვთ ამ მიმართულებით დაღმავალი სვლა. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურებმა, დღესვე უნდა დაიწყონ ფიქრი, რაღაც ახალი ტვირთბრუნვის ნიშის პოვნის შესახებ. მათ ისეთი ტვირთბრუნვის მიმართულება უნდა შეარჩიონ, რომელიც ანაკლიის ნავსადგურში არ იქნება. მაგალითად, თუ ანაკლიის ნავსადგური იქნება საკონტეინერო გადაზიდვებზე ორიენტირებული, ფოთის ნავსადგურმა უფრო აქტიურად, საბორნე გადაზიდვები უნდა განავითაროს, მით უმეტეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების შედეგად, საბორნე ტვირთები თითქმის თავისით გადმოერთო ფოთის და ბათუმის მიმართულებით. ანუ, ახლა ისინი ახალი ინფრასტრუქტურის ძიებაში უნდა იყვნენ. ამაში შედის დამატებით ხორბლის ტერმინალის განვითარება, რომელიც, თუნდაც, ყაზახეთიდან – ეგვიპტის მიმართულებით წავა, ამაში შედის ასევე, (რაც მე ძალიან მიმზიდველად მიმაჩნია) მაგალითად, შაქრის გადაზიდვა უზბეკეთიდან – ცენტრალურ აზიაში და სხვა. მოკლედ, ვფიქრობ, დღესვე უნდა დაიწყოს როგორც ფოთის, ასევე, ბათუმის ნავსადგურმა საკუთარი ახალი ნიშის პოვნა, რომელიც არცერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოვა ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაში. ამ მიდგომას კი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ სწორედ მათი თვალთახედვით ჩამოყალიბდეს ეს სახეცვლილება.“ – განაცხადა მან.

,,დავამატებდი კიდევ ერთ ასპექტს: ძალიან ინტენსიურად ვითარდება თუქრეთში არსებული ხოფის, რიზეს და სამსუნის ნავსადგურები და არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში, (მინიმუმ 10 წელიწადში) მათ კონკურენცია შეუქმნიან ფოთის და ბათუმის ნავსადგურს.“ – დასძინა ცაგარეიშვილმა.

საუბრის დასარულს, პაატა ცაგარეიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის საკითხს, სხვა პორტებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ დაუბრუნდა:

,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, სხვა მეზობელ ნავსადგურებთან მიმართებაში, საკუთარმა გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ, ძალიან კარგ, კონკურენტულ მდგომარეობაში დააყენა. მაგალითისთვის, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ, თითქმის მინიმუმამდე დაიყვანა ანალოგიური ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, – ოდესის ნავსადგურის გამართული, სრულფასოვანი ფუნქციონირება. ანუ, ამ პოლიტიკურმა დაძაბულობამ, თითქოს მწვანე შუქი აუნთო ანაკლიის ნავსადგურს.  ანალოგიურად, ბენდერ – აბასის ნავსადგური, რომელიც ირანში მდებარეობს, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, თითქოს შეზღუდა ეს ნავსადგური სტრატეგიულად საკონტეინერო გადაზიდვებისათვის. ასევე, ბალტიისპირეთის ნავსადგურები. რუსეთ-ბალტიისპირეთის დაძაბულმა ურთიერთობამ, განვითარების მიმართულება შეუზღუდა მათ.  არსებობს კონსტანცის ნავსადგური -რუმინეთში, მაგრამ მას სულ სხვა განვითარების ვექტორი აქვს, ის უფრო აღმოსავლეთის მიმართულებით მოემსახურება ტვირთებს და არც ითველება კონკურენტად. ასევე, არსებობს პროექტი, – ყარსი-ახალქალაქის, რომელიც, ჯერ ახალია და არ ჩამოყალიბებულა მისი სატარიფო პოლიტიკა, რადგან ძალიან დიდი გაუგებრობაა მოთამაშეებს შორის.“

პაატა ცაგარეიშვილმა ფოთის პორტის ხელმძღვანელის განაცხადი, – ანაკლის პორტის საჭიროებასთან მიმართებაში, სამი უმთავრესი ასპექტით ახსნა. მან იმ პრიორიტეტბზე ისაუბრა, რაც აღნიშნულ პორტს, სხვებისგან განსხვავებით, პრივილეგიას ანიჭებს:

,,ფოთის პორტის“  ხელმღძვანელობის განაცხადი არასწორად მიმაჩნია, რადგან:

  1. ანაკლიის ნავსადგურს აქვს უნიკალური გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რამაც იგი სკმაოდ წინ წაწია და  მაღალ ნიშნულზე გადაიყვანა.  
  1. მას აქვს განვითარების კარგად ჩამოყალიბებული ვექტორი და  შესაძლებელია, რომ ცენტრალური აზიის ნაკადი ჩაერთოს მასში და ეს მიმართულება მოიზიდოს.
  2. მის უკან არსებული თავისუფალი ქალაქის, – ,,ანაკლია სითის“ განვითარების შესაძლებლობა.“– განაცხადა ცაგარეიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *