მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

ანრი ჯოხაძე და ნანი ბრეგვაძე გაქურდეს?!

ქართულ ესტრადას რომ დიდიხანია კრიზისი აქვს ამაზე აღარვდაობთ, მაგრამ ნუცა ბუზალაძის პირველმა, ახალმა და ამ ეტაპისთვის ერთადერთმა კლიპმა “გელოდები” კომპოზიტორებისა და რეჟისორების ფანტაზიის ნაკლებობაც გამოკვეთა, რადგან კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ (რომელიც ამავე სიმღერის ავტორია) საკუთარი თავი, ხოლო კლიპმეოკერმა და რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საკუთარი და ანრი ჯოხაძის შემოქმედება „ცივი ნოემბერი“ გაძარცვა (სიტყვა ძარცვა შოუბიზური ტერმინია რომელიც პლაგიატიზმს ასახავს და კოლეგების შემოქმედებითი პროდუქტის გადაკოპირებას ნიშნავს).

როგორც ჩანს კომპოზიტორს ახალი კომპოზიციის დაწერა შეეზარა ან შემოქმედებით კრიზისს განიცდის და საკუთარი, ძველი კომპოზიციების ამონარიდების სელექციით (კონკრეტულად ლელა წურწუმიას „დარჩი ჩემთან“ მოტივებზე) მიიღო ახალი სიმღერა „გელოდები“.

რაც შეეხება ორაშვილს რომელმაც სტეფანესა და ნანი ბრეგვაძის კლიპზე იმუშავა, ისიც შორს არსად წასულა და საკუთარი კლიპის „ისევ წვისმ“ და ანრი ჯოხაძის „ცივი ნოემბერის“ ვიდეო ესთეტიკის კალკირება გააკეთა, გარდა ამისა ნუცას და ანრის კლიპის გადაღებიც ადგილიც ერთიდაიგივეა – საბადურის ტყე, ხოლო ნანისა და ნუცას სტილისტიკაც იდენტურია!

კადრები კლიპიდან:

www.fact2.ge

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *