ავტო

არის თუ არა საშიში მაყუჩიდან წყლის წვეთების გადმოსვლა.

ყველას რატომღაც ჰგონია, რომ მაყუჩი ანუ „გლუშიტელი“ ხმის ჩამხშობი დეტალია და მხოლოდ ამისთვის გამოიყენება. რა თქმა უნდა, ეს არის მისი ფუნქცია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც პირდაპირ არის მიერთებული ძრავაზე, საიდანაც გამონაბოლქვი გარეთ ხვდება. ძრავაში არის სპეციალური გამანაწილებელი, ეგრეთ წოდებული „კომპრესორი“, რომელიც ანაწილებს თუ საით უნდა წავიდეს გამონაბოლქვი. არსებობს ავტომობილები, რომელსაც ინგლისური „V-ს“ ფორმა აქვს. ეს „V-ს“ ტიპის ძრავები, „ვეჰაესი“ და სხვა, ისეა მოწყობილი, რომ ორი გამანაწილებელი გამოდის, შესაბამისად, ორი მაყუჩი აქვს. არის მოდელები, სადაც ეს ორი გამანაწილებელი სადღაც შუაში ერთდება და ერთი მაყუჩი აქვს ავტომობილს, მაგრამ ძირითადად, თანამედროვე, დიდლიტრაჟიან ავტომობილებს ორი მაყუჩი აქვთ.

აღსანიშნავია მაყუჩის გამართულად მუშაობის გარეშე, ძრავა ვერ იმუშავებს. თუ პრობლემა არცთუ ისე დიდია, შესაძლოა, ავტომობილმა წვას მოუმატოს. ჰაერისა და საწვავის ნაზავით ძრავაში იქნება წნევა, რომლისთვისაც აუცილებელია ოპტიმალური წინაღობა რომ ფეთქება მოხდეს. თუ „გლუშიტელს“ რაიმე პრობლემა აქვს ან კოლექტორი ჩამოვარდა, მაშინ ძრავას ეგრეთ წოდებული „პერებოი“ ექნება, ანუ საერთოდ ვერ იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მას ზედმეტი წინაღობა აქვს. კიდევ რა ფუნქციები აქვს მაყუჩს? ხმის ჩახშობა გასაგებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამონაბოლქვის მომწამვლელი ნივთიერებებისგან გასუფთავებაა. ანუ, მაყუჩი არ არის ერთიანი მილი, საიდანაც პირდაპირ გამოდის გამონაბოლქვი, იქ უამრავი რკინის ფირფიტა, ბადე და მსგავსი ნაწილებია, საიდანაც ჰაერში მაქსიმალურად სუფთა გამონაბოლქვი გამოდის, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის კანონი, რომლითაც იკრძალება კოლექტორის მოხსნა. არც ტექდათვალიერება ხდება, რომ მაყუჩის მუშაობა შემოწმდეს. ევროპაში, როგორი საცობიც უნდა იყოს, ჰაერში ნამწვავის სუნი არ დგას, მაშინ როცა თბილისში, საცობიც არ არის საჭირო ამისთვის, ისედაც ყველგან ნამწვის სუნია. მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან გამონაბოლქვს კატალიზატორი წმენდს, რომელსაც სპეციალური ფილტრები აქვს. მათი გაბიდვნა და არასწორი მუშაობა კი, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს.

ყველას საშინელი ტრაგედია ჰგონია,როცა მაყუჩიდან წყალი წვეთავს, თუმცა საშიში საერთოდ არ არის. ზოგჯერ ხდება მაყუჩში მოხვედრილი მასის წყლის წვეთებად გარდაქმნა და ის ამ სახით გადმოდის გარეთ. ანუ, ეს საშიში საერთოდ არ არის. რაც შეეხება მაყუჩის პრობლემებს, მაშინვე მიაქციეთ ყურადღება როგორც კი ხმა მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული კოროზია წარმოიქმნა, რომელიც გამონაბოლქვის გამოსვლას ხელს უშლის და აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები