ქალი და მამაკაცი

არ არის ადვილი, დაიბრუნოთ ქმარი, რომელსაც სხვა ქალმა აურია თავგზა …

როცა ცოლ-ქმარს შორის მესამე ჩნდება, ეს მაშინვე აისახება ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც არსებობს ორი ვარიანტი: ერთი, როცა ქმარს აქვს ერთჯერადი კავშირი სხვა ქალთან და მეორე – ჰყავს საყვარელი, ანუ აქვს ხანგრძლივი ურთიერთობა ქალთან, რომელსაც ცოლისგან მხოლოდ ფორმალური მხარე განასხვავებს. ცოლებისთვის მიუღებელი და საშიში სწორედ მეორე ვარიანტია. პირველი ნაკლებად მტკივნეულად აღიქმება, რადგან ხშირ შემთხვევაში საიდუმლოდ რჩება, რა თქმა უნდა, თუ თავად ქმარს არ წამოსცდა რამე. ქორწინების მიღმა ქმრის ხანგრძლივი ურთიერთობა სხვა ქალთან ნიშნავს იმას, რომ ის ამ ქალთან თავს კარგად გრძნობს, თუმცა, არც იმდენად კარგად, რომ ოჯახი დაანგრიოს და სამუდამოდ მასთან გადაბარგდეს. ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთი კავშირი უფრო მტკიცესაც კი ხდის ოჯახს, თუკი ცოლი სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდება და ჭკვიანურად ჩაებმება თამაშში, ანუ საჭიროა გონივრული ტაქტიკა, რათა თქვენი მეუღლე ვიღაც სხვამ თავის ნადავლად არ აქციოს და თქვენ თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ალბათ, გაინტერესებთ, ეს როგორ უნდა შესძლოთ. პასუხი მარტივია: თქვენმა ქმარმა უნდა დაინახოს, რომ მისი ცოლი განსაკუთრებულია; რომ, თუ არჩევანის წინაშე დადგება, უყოყმანოდ მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. პარალელურ ოჯახზე თითქმის არც ერთი მამაკაცი არ არის თანახმა, მათ აშინებთ ორმაგი ვალდებულება. მისთვის ერთი ოჯახის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაც საკმარისი ტვირთია. თუ ცოლს ეყოფა მოთმინება და გამძლეობა და ქმარს სახლში იდეალურ პირობებს შეუქმნის, თანაც საკუთარ თავსაც მიხედავს, ანუ, არ გადაიქცევა ისტერიკიან ნევრასთენიკად, და მოახერხებს ქალური ხიბლის შენარჩუნებას, ადრე თუ გვიან, ქმარი მიხვდება, რომ ბედმა იდეალური ქალი არგუნა მისი სახით.

P.S. არ არის ადვილი, დაიბრუნოთ ქმარი, რომელსაც სხვა ქალმა აურია თავგზა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან რთულია, იყო ქალი. თუმცა, არსებობს რაღაც უპირატესობები და სწორედ ეს უპირატესობები უნდა გამოიყენო შენს სასარგებლოდ.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები