საზოგადოება

ასლან ფაღავა: ხალხმა შევაგროვოთ 5 000 000 ლარი და შევქმნათ საადგილმამულო ბანკი

თუ არაფერი შეცვლილა კანონმდებლობაში, ბანკის დასაფუძნებლად საჭიროა 5 მილიონი საწესდებო კაპიტალი.
რომ შევაგროვოთ ეს თანხა და შევქმნათ საადგილმამულო ბანკი, არ შეიძლება?
ავირჩიოთ ღირსეული, კვალიფიციური გამგეობა. ილიას და მექის ვერავინ გაგვიცოცხლებს, მაგრამ არიან საქართველოში წესიერი და კვალიფიციური ადამიანები, როტაციის წესით ვცვალოთ მმართველი ყოველ ორ წელიწადში. დავაწესოთ წესიერი კონტროლი და ჩვენ თავს ჩვენვე მივხედოთ.
რას იტყვით?
საქართველოში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი იღებს ხელფასს, 800 ათასზე მეტი —პენსიას, დაახლოებით 500 ათასი ქართველი უცხოეთშია დასაქმებული, არ გაგვიჭირდება ამ თანხის შეგროვება, თუ საყოველთაო მხარდაჭერა ექნება იდეას.
.

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *