ასტროლოგიამთავარი ბლოკინინო ხომერიკი

ასტროლოგია და მისი შესაძლებლობები რეალურ სამყაროში

ასტროლოგი ნინო ხომერიკიითვლება, რომ ასტროლოგია, როგორც “ვარსკვლავების რელიგია” დაიბადა ჩვენი წელთაღრიცვით  5000  წლის უკან  მესოპოტამიაში, სადაც ცხოვრობდნენ უძველესი ცივილიზაციის მქონე შუმერები. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ქვის და თიხის ტაბლეტები (ფილები), რომლზეც ამოკვეთილი იყო ასტროლოგიური კანონები და წესები. ზოგიერთი მათგანი გადარჩა და ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიში.

ჯერ კიდევ მაშინ ხალხი მიხვდა, რომ ზეციური სხეულები ექვემდებარება გარკვეულ კანონებს. ჩვენი წელთაღრიცხვით 1 საუკუნე შეიძლება ჩაითვალოს ასტოლოგიის აყვავების ხანად ბაბილონში და შუამდინარეთში. მესოპოტამიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ასტროლოგიური წიგნები, რომლებსაც ფართოდ იყენებოდნენ ბაბილონელები სხვადასხვა ტიპის პროგნოზისა და ასრტონომუილი მოვლენებისათვის. მაგალითად როგორიცაა დაბნელებები, თანავარსკვლავედების დაბადება და გაუჩინარება, ზოგიერთი პლანეტების მოძრაობა. აქედან დაიწყო პირველი კალენდარული ციკლის ათვლაც. ამ დაკვირვების პერიოდში ცხადი გახდა, რომ ციური მოვლენები მჭიდროდაა დაკავშირებული დედამიწასთან. მაგალითად, მზის გადაადგილებაზე  დამოკიდებულია წლის სეზონური ცვალებადობა, მთვარის ფაზებზე კი ზღვებისა და ოკიანეების მოქცევა და უკუქცევა. ბაბილონიდან ასტროლოგია შევიდა ეგვიპტეში, ასურეთში, საბერძნეთში, სპარსეთში და არაბეთში. მოგვიანებით კი ჩინეთსა და ინდოეთში. აღმოსავლეთში შედგენილ იქნა ასტროლოგიური რუქები. საიდანაც ჩამოვიდნენ მისნები (ბრძენები) ძღვენით პატარა იესოსთან.

ოთხი ათასი წლის წინ, ეგვიპტეში ასტროლოგიამ მიაღწია თავისი განვითარების უმაღლეს დონეს.  პირამიდების ფორმის შეირჩევაც კი ხდებოდა  ფარაონების მზის ღმერთის რწმენის შესაბამისად, რომელიც მათთვის ასოცირდებოდა კიბედ ღმერთთან მისასვლელად. სამ ყველაზე ცნობილ გიზეს პირამიდებში, აღმოაჩენილია პლანეტების, ვარსკვლავების, ასტროლოგიური ნიშნებისა და სიმბოლოების გამოსახულებები. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კვლავაც შემორჩენილია მაიას ტომის ტაძრები. ერთ-ერთი  მათგანი, “კასტილიო” შედგება 24 მეტრიანი სიმაღლის ქვის ფილებისაგან, სადაც ასევე გამოსახულია მითიური სცენები და ასტროლოგიური სიმბოლოები. ის ფორმა  რა სახითაც დღეს გამოიყენება ასტროლოგია, ჩამოყალიბდა საბერძნეთში. ბერძენი ასტრონომი კლავდი პტოლემეი, რომელიც მოღვაწეობდა მე II საუკუნეში. შეკრებილ იქნა ყველა ინფორმაციას რაც კი არსებობდა ასტროლოგიის შესახებ და მან დაწერა წიგნი, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება. XIV და XV საუკუნეებში, კი ასტროლოგია ფართოდ პოპულარული გახდა დასავლეთში. ის ისწავლებოდა უნივერსიტეტებში. ასტროლოგები კი განიხილებოდნენ, როგორც მეცნიერები. დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1900- 1600 წლებში კი ინგლისში აშენდა პირველი ობსერვატორია, რომლის მეშვეობითაც აღმოჩენილ იქნა ისეთი პლანეტები, როგორიცაა ურანი, ნეპტუნი, სატურნი, პლუტონი და ა.შ. ყველა დიდგვაროვანს ჰყავდა საკუთარი ასტროლოგი და არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე, მათ შორის ომიც კი არ წყდებოდა ასტროლოგთან კონსულტაციის გარეშე.

10393691_10203810260478934_9168781574322042887_nინდივიდუალური ასტროლოგიური რუქის შედგენა და მისი ინფორმაცია ძალიან განსხვავდება იმ ასტროლოგიური პრონოზისაგან რომელსიც შეგვიძლია წავიკითხოთ ინტერნეტში და ჟურნალ-გაზეთებში.  ასტროლოგიაში სულ გვაქვს 12 ნიშანი და თუკი ასე მარტივად შევხედავთ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მსოფლიოში მხოლოდ 12 ტიპის ადამიანი არსებობს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. რათქმა უნდა ყველა ერთი და იგივე ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ექნებათ საერთო გამაერთიანებელი თვისებები, თუმცა თვითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი ხედვა, სიტუაციის აღქმისა და გაანალიზების საკუთარი უნარი, გვაქვს ხასიათში ისეთი თვისებები, მაგალითად ემოციურობა, პრაგმატულობა, მატერიალიზმი, ეგოიზმი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენი პირადი ნიშნებისთვის დამახასიათებელი. ჩვენს ზუსტ ფსიქო პორტრეტს განსაზღვრავს ჩვენი პირადი რუქა, რომელიც გარდა საკუთარი თავის დახასიათებისა ასევე გვაძლევს საშუალებას გავიგოთ თუ რა გველოდება ცხოვრების იმ 12 საფეხურზე, რომელსაც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე გავდივართ. ის გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე, ზუსტად შევარჩიოთ სფერო და პროფესია, რომელშიც ვიქნებით წარმატებულები, გავაკეთოთ სწორი ფინანსური დაბანდებები, გავათამაშოთ ჩვენი ფორტუნა, ვიპოვოთ რეალური ბიზნეს თუ პირადი პარტნიორები, რომლებიც მოგვიტანენ ბედნიერებას და წარმატებას. თავიდან ავიცილოთ ექსტრემალური შემთხვევები და მომენტები. გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მხრივ სუსტი წერტილები და ასევე სწორედ ვიზრუნოთ ჩვენს უკვე არსებულ და მომავალ შვილებზეც. ჩემს პრაკტიკაში არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც ხდება ბავშვის დაბადების პერიოდის და თარიღის შერჩევაც. რუქის შესადგენად აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ადამიანის დაბადების წელი, თვე და რიცხვი, არამედ დაბადების ადგილი და საათი. ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა, რომ ბევრი იბადება ერთი და იგივე პერიოდში, ერთ ქალაქში, ერთ დროს და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მათი ცხოვრების გზა ერთნაირია? რა თქმა უნდა არა, ვინაიდან ასტროლოგიაში არსებობს 3 განვითარების ეტაპი, რომელიც არ განისაზღვრება ჩვენს მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობით, მიღებული განათლებით და წარმომავლობით. ეს არის სულიერი განვითარება რომელსაც თვითოეული ჩვენგანი გადის ინდივიდუალურად. მაშინაც კი როდესაც დგება ტყუპი ადამიანების ინდივიდუალური რუქები თვითოეული მათგანი თავისით ირჩევს საკუთარი ცხოვრების გზას. ასტროლოგიაში არასოდეს არ არსებობს დახურული კარები, არ არსებობს ჩიხები ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში ჩვენ თვითონ ვქმნით. ასტროლოგია ეს არ არის კანონი ეს არის მეცნიერება, რომელიც ყოველთვის გვაძლევს არჩევანს და გვაჩვენებს სწორ გზას და მიმართულებას, ხოლო რა არჩევანს გავაკეთებთ ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

ყველა ჩვენგანს გვაქვს ბედნიერების საკუთარი საზომი. ზოგისთვის ეს ოჯახია, შვილები,  სულიერი კომფორტი, ჯანმრთელობა, ზოგისთვის კი ფინანსები. ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა თუ რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე მდიდრები და წარმატებულები. აღმოჩნდა რომ 613 მილიონერიდან რომელიც შედიოდა ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 12% არის ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ადამიანები, რომლებიც შედიან ამ 12%-ში უმეტესობა რა თქმა უნდა მამაკაცია, მათ მფარველობას უწევს  ყველაზე “ქალური” ზოდიაქოს ნიშანი ქალწული. მაგრამ სინამდვილეში ეს გასაკვირი სულაც არ არის. ვინაიდან ქალწული გამოირჩევა შრომისუნარიანობით, შრომისმოყვარეობით, თვითდაჯერებულობით, ორიენტირებულია დეტალებზე და აქვს ანალიტიკური აზროვნება.

სიის 8% დაიკავა ვერძმა, რომელიც ცნობილია თავისი მიზანდასახულობით გამტან უნარიანობით და სიჯიუტით. ანალოგიური პროცენტით შევიდა ამ სიაში იდეალისტი მერწყულიც. 2013 წლის 10 თებერვლიდან შემოვიდა მერწყულის ეპოქა რომელიც იმეფებს დედამიწაზე დაახლოებით 25 საუკუნე და ამ ნიშნების წარმომადგენლებისთვის დგება საუკეთესო პერიოდი თვითრეალიზაციისათვის.

ასევე ყველაზე მდიდარ და შეძლებულ ნიშნად აღიარებულ იქნა ღრიანკალი იგივე მორიელი, სხვათაშორის ბილ გეიტსი ამ ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. მორიელის ყველაზე მთავარი თვისება არის ჟინი, გატაცება, უყვარს ტოტალური კონტროლის თემაც, ხშირად მიზნის მისაღწევად მოქმედებს სამართლიანად და უსამართლოდაც. მათთვის მთავარია მოვლენები ვითარდებოდეს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მორიელს კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არ აინტერესებს.

ყველაზე დაბალი 6% დაიკავა ამ სიაში მშვილდოსანმა. მას აქვს ისეთი თანდაყოლილი თვისებები როგორიცაა: არაორგანიზებულობა, სიზარმაცე და ასევე საჭირო მომენტში დეტალების ვერ დანახვა და არასწორი შეფასება.  ისინი ძირითადად ეყრდნობიან გამართლებას, აკლიათ საქმიანი და ბიზნეს გამჭრიახობა. თუმცა, ამის უქონლობა შესაძლებელია შეავსოთ შემოქმედებითი პოტენციალით, რომელიც ძალიან დიდია მასში. კარგი იქნება თუ ისინი გახდებიან უფრო სტაბილურები და მიზანდასახულები. მშვილდოსანზე ასეთი ხუმრობაც კი არსებობს, რომ როდესაც ადამიანებს მის მიერ მოყოლილ ხუმრობებზე აღარ ეცინებათ ისინი ცვლიან არა ხუმრობას არამედ მსმენელს!

და რა თქმა უნდა ამ სიის საპატიო ადგილი უჭირავს ფინანსურ სამყაროში, “ოქროს კუროს” – ანუ ადამიანებს ვინც დაიბადნენ  კუროს ნიშნის ქვეშ.  მხოლოდ და მხოლოდ ის მართავს ასტროლოგიაში მე 2 სახლს ანუ ფინანსებს. გამოირჩევა სტაბილურობით, მატერიალიზმით, ფულისადმი სიყვარულით, კურო ვერ იქნება ბედნიერი თუკი ეცოდინება რომ მილიონი, რომელიც მან იშოვა ერთჯერადია, მას აუცილებლად სჭირდება სტაბილური შემოსავლის წყარო. აქვს მესაკუთრეობრივი გრძნობა, არის საკმაოდ ჯიუტი, მიზანდასახული და ეყრდნობა მხოლოდ  საკუთარ საღაზრს, ასევე გამოირჩევიან ნეპოტიზმით.

ვინც ვერ მოხვდა ამ სიის წამყვან რიგებში რა თქმა უნდა არ ნიშნავს, იმას რომ არ იქნებით წარმატებულები და ფინანსურად უზრუნვეყოფილები, ხოლო იმისათვის რომ გაიგოთ  როდის გაგიმართლებთ თქვენი ფორტუნა შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალურ ასტროლოგიას.

გისურვებთ წარმატებებს! 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები