ეზოთერიკამთავარი ბლოკი

აღმოსავლური სიბრძნის რჩევები სიმშვიდის მოსაპოვებლად!

"აღმოსავლური სიბრძნე"

✔️,,ადამიანის მიმართ უსამართლოდ გასროლილი ისარი, მოივლის დედამიწას და ისევ ისრის მსროლელს დაუბრუნდება ზურგში.”

✔️,,საუკეთესო შურისძიება – დავიწყებაა, ის დაასამარებს მტერს მისი არარაობის მტვერში.”

✔️იგნორირება – ადამიანზე ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დამანგრეველი ფორმაა.

✔️”ნუ იჩქარებთ შურისძიებას. დააკვირდით რა ლამაზად გააკეთებს ამას ცხოვრება ბუმერანგის პრინციპით.”

✔️”ომის ხელოვნების მწვერვალია – დაამარცხო შენი მტერი ბრძოლის გარეშე.”

✔️გაითვალისწინეთ, ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.

✔️ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც მოგექცევათ ისე, როგორც ერთ დროს თქვენ მოექეცით სხვას. გახსოვდეთ ამის შესახებ!

✔️მიიღეთ ყველაფერი – რაც თქვენთან მოდის,
დატკბით ყველაფრით – რაც თქვენთან არის;
გაუშვით ყველაფერი – რასაც თქვენგან წასვლა სურს.

✔️ნუ გამოკვებავთ თქვენს პრობლემებს ენერგიით. რაც უფრო ნაკლებად ლაპარაკობთ მათზე, მით უფრო მალე გაქრებიან ისინი თქვენი ცხოვრებიდან.

✔️,,ისწავლეთ პატიება. ეს პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ და არა მას, ვინც გაწყენინათ. როდესაც პატიობთ, თქვენ იცლებით უარყოფითი განცდებისგან და თავისუფლდებით ნეგატიური აზრებისაგან.”

✔️როდესაც ვიღაცას მძიმე პერიოდში ეხმარები, დააკვირდი მის ბედნიერ სახეს და მიხვდები, რისთვის ღირს ცხოვრება.

✔️,,როდესაც ხედავ ადამიანი გაუცნობიერებლად უფსკრულისკენ მიდის, მხარზე ხელი დაადე, შემოაბრუნე და მწვერვალისკენ მიმავალი გზა დაანახე. თუ რჩევა არ გაითვალისწინა და გზა ისევ დაღუპვისკენ განაგრძო, ნუ შეუშლი ხელს, გადაიჩეხოს. ვერაფერს შეაგონებ, არ დაგიჯერებს, თვითონ თუ არ გამოსცადა სიჯიუტით გამოწვეული სიმწარე .”

✔️„ცხოვრებაში ბევრი ფასეულობაა, მაგრამ ყველაზე დიდი ფასეულობაა, როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე – ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა ცხოვრებაში.
სიყვარულზე დიდი ფასეულობა არაფერია, ასე რომ დარწმუნდით, რომ გახსოვთ, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ…”

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *