მოდა

აჭარის ფეშენ-ვიქიდან გამოქცეული ლაშა ჯოხაძე და მანანა გოგლიჩიძის შექმნილი მოდური სამყარო

გასულ წელს აჭარის მოდის კვირეული (AFW) პირველად ჩატარდა ბათუმში და მის ხარვეზებზე პრესამ იმ მოტივით არ გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი იყო და ყველა იმედოვნებდა მომავალ წელს ეს ხარვეზები  გამოსწორებული იქნებოდა. შარშან ბომონდური საზოგადოება მხოლოდ კვირეულის დამფუძნებელსა და მისი პარტნიორის კომფლიქტზე საუბრობდა რომელიც მომღერალ დათო ხუჯაძეს და მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება წლევანდელი მოდის კვირეულს ის შარშანდელივით არაორგანიზებული და ქაოტური იყო. ჩვენთვის ისიც ცნობილი გახდა რომ სწორედ არასერიოზული მიდგომების, დამოკიდებულების და ქაოტური სიტუაციის გამო დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ რომელსაც “აჭარის მოდის კვირეული” უნდა დაეხურა საერთოდ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.  FACT2.GE რამდენიმე ქართველ დიზაინერსაც დაუკავშირდა და სთხოვა კომენტარის გაკეთება “ფეშენ-ვიქის” შესახებ, თუმცა მათი უმრავლესობის პასუხი იყო რომ იმდენად უღიმღამო და არაფრისმთქმელი კვირეული იყო ამაზე არცკი საუბრობენ.

ლაშა ჯოხაძემ ჟურნალ “თბილისელებთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „აჭარის ფეშენ-ვიქი“ უნდა დამეხურა ჩემი კოლექციით, მაგრამ რაღაცეები შეიცვალა და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მიმეღო მონაწილეობა. ახლა ვგეგმავ, უკვე გამზადებულ კოლექციას კიდევ რამდენიმე კოსტიუმი დავამატო, უფრო მსუყე რომ გახდეს და სექტემბერში, თბილისში გავაკეთებ პერსონალურ ჩვენებას.

პ.ს ქალბატონი მანანა გარდა იმისა რომ “აჭარა ფეშენ-ვიქის” მთავარი სულის ჩამდგმელია, აგრეთვე თავადაც ქმნის მოდურ ტანისამოსს – ის ასევე გამოირჩევა თავისი დახვეწილი გემოვნებითა და ჩაცმულობით.

manana goglichidze (1)manana goglichidze (2) manana goglichidze (3)

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები