განათლებაეს ყველამ უნდა იცოდესმედიცინამეორეხარისხოვანი ბლოკისაზოგადოებასხვა

ბავშვები თანატოლებმა რომ არ დაჩაგრონ-8 წესი მშობლებისთვის

მშობელი მზადაა ბავშვს ნებისმიაერ სიტუაციაში გადაეფაროს და დაიცვას. მაგრამ დამეთანხმებით, ალბათ, რომ უმჯობესია ბავშვმა თვითონ შეძლოს თავის დაცვა და ყოველთვის დედას არ უნდა ამოეფაროს. უნდა ვასწავლოთ თავის დაცვა, რათა თანატოლებმა არ დაჩაგრონ.

1. არავის უნდა მისცე დაჩაგვრის უფლება, დაგემუქროს, შეურაცყოფა ან ტკივილი მოგაყენოს, გაგაკეთებინოს ის, რაც შენ არ გინდა.შეეცადე შეცვალო ვითარება, გამოხატე ეს სიტყვით ან მოქმედებით!

2. არ აჰყვე სხვა ბავშვის დაცინვას, ბავშვებს რომლებიც სუსტს ჩაგრავენ!

3. თამამად გამოთქვი შენი აზრი, რასაც ფიქრობ. შენი აზრი სულ უნდა გქონდეს. რაზეც ფიქრობ რომ გეკუთვნის, აუცილებლად მოითხოვე!

4. არასოდეს შეგეშინდეს თქვა “არა”. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ არჩევანი აქვს. ეს პირველ რიგში ოჯახში უნდა გაცნობიერდეს, რომ მის “არას” ყოველთვის აქვს აზრი.

5. როცა გჭირდება აუცილებლად ითხოვე დახმარება. (მშობლებმა უნდა ასწავლოთ როგორ ითხოვონ დახმარება. პირველ რიგში მშობლებს უნდა მიმართონ).

6. ჩხუბი არ არის საუკეთესო გამოსავალი, ხშირად უფრო ამწვავებს სიტუაციას. სიტყვით შეძლოს პრობლემის მოგვარება.

7. ასწავლეთ ბავშვს კარგის დანახვა, უფრო ოპტიმისტი რომ იყოს. ყოველთვის უკეთესის იმედი უნდა ქონდეს, ოპტიმისტი მარტივად აღიქვამს ყველაფერს და თავისკენ დადებით ადამიანებს იზიდავს.

8. სპორტით უნდა დაკავდე, ცოტაოდენი წარმატებაც, კი ზრდის თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას. სპორტი ავითარებს მოთმინებას და ამტანობას.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები . დაუთმეთ თქვენს პატარებს მეტი დრო და ყველაფერი კარგად იქნება!!!

წარმატებებს გისურვებთ <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები