შოუ-ბიზნესი

ბავშვობაში დაგროვებულ კომპლექსებსა და კარიერული მწვერვალისკენ მსწრაფი ადამიანების სისასტიკე იხილეთ კინომსახიობთა თეტრში

პრემიერა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში!

20 დეკემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიოთა თეატრის მცირე სცენაზე, სპექტაკლის – „უხერხემლობა“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი წარმატებული ოფისის თანამშრომელთა თავგადასავალზე გვიყვება და მწვავედ ეხება დღევანდელობის მნიშვნელოვან პრობლემებს – გამუდმებულ რუტინაში გაჩენილ სტრესსა და ნევროზს, ბავშვობაში დაგროვებულ კომპლექსებსა და კარიერული მწვერვალისკენ მსწრაფი ადამიანების სისასტიკეს, ყოველდღიურობაში მივიწყებულ ადამიანურ გრძნობებსა და ურთიერთობებს.

წარმოდგენაში ხშირად შეხვდებით შავ იუმორს, ირონიასა და ამაოებით გამოწვეულ სევდას.

სპექტაკლის ხანგრძლიოვობა – 80 წუთი

ინგრიდ ლაუზუნდის პიესის მიხედვით

რეჟისორი – ირაკლი გურგენიძე

მხატვარი – სოფიო მარიამ ქორიძე

მუსიკალური გაფორმება – ანი მურღულია

ქორეოგრაფი – კობა შონია

გადმოქართულების ავტორი – ირაკლი გურგენიძე

რეჟისორის ასისტენტი – ელა კაზარიანი

 მონაწილეობენ:

ანი იმნაძე, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ილია ჭეიშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 271 415 (ირაკლი გურგენიძე რეჟისორი)

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *