მეორეხარისხოვანი ბლოკირეგიონები

ბათუმის ბულვარში მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა

პირველად საქართველოს და აჭარის ისტორიაში ბათუმის ბულვარში მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა.

xeivaniსაქართველო საზღვაო სანაოსნო ქვეყანა, რომ არის ამაზე არავინ დაობს, იყო პერიოდი როდესაც საზღვაო სფერო საქართველოში უცხო ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო წლებია ეს სფერო შენელებულ რეჟიმში მოქმედებდა. ეხლა კი სხვადასხვა ქართველი მეზღვაურების თაოსნობით ამ სფეროს განვითარებას დიდი დრო ეთმობა ერთერთი ასეთი მათგანია მეზღვაურთა ხეივნის გახსნა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით,  ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ “ანრის“ რექტორის,  კაპიტან ანზორ დიასამიძის ინიციატივით ბათუმის ბულვარში  მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა.

ღონისძიებაზე რექტორის თაოსნობით სასწავლებლის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და მეზღვაურებმა დარგეს ხეები აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები