კრიმინალიმთავარი ბლოკი

ბათუმში (ე.წ გაყინვით) გარდაცვლილი დედა-შვილი სახლემწიფო შემწეობას ყოველთვიურად 600 ლარამდე იღებდა

 ქართველები რომ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ერი ვართ ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ როცა ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაშუქდა. მაშინვე განგაშის ზარი შემოვკარით და ერთხმად გავიშვირეთ თითი სახელმწიფოს მიმართ, უფრო სწორად დავუწყეთ გინება.

ასეთი რამ ბნელ 90-იანებშიც არ მსმენია. პირადად მე გადაჭარბებულად მიმაჩნია სიტყვა გაყინვა მით უმეტეს ჟურნალისტების მხრიდან. საქართველოში უამრავ ოჯახს უჭირს და ვერ იხდიან კომუნალურებს რაც თავისთავად სამწუხაროა, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული ვისაც შუქს ან გაზს გაუთიშავენ ყველას დავალიანება დაფაროს. ცოტა დაუჯერებელია ოთახის პირობებში მინუს რამდენი გრადუსი უნდა იყოს, რომ 2 ადამიანი ერთდროულად გაიყინოს, მაშინ როცა არსებობს ტანსაცმელი და საბანი?! – გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანების გარდაცვალებით, მაგრამ მაპატიეთ ვისაც ამ პათოსში ვერ აგყევით – წერს ჟურნალისტი ბესო მახარაშვილი.

 

ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე დედა-შვილის გაყინვით გარდაცვალების გამო სინდისის ძაფზე საკუთარ თავს, საზოგადოებას და ხელისუფლებას მიუთითებდა: რა თავის მოჭრაა ყველა თქვენთაგანის (ჩემი ჩათვლით) ვინც ამას კითხულობთ და ვინც ეს დავუშვით – რას იტყვის ხვალ ბათუმის მერი ერმაკოვი? რას იტყვიან ძვირფასი დეპუტატები აჭარიდან? ნუთუ სინდისის ძაფი არ გაუწყდებათ შუბლზე… თუმცა მოგვიანებით ემოციური განცხადება რეალური ინფორმაციის გამოქვეყნებით შეცვალა (ისევე როგორც ჟურნალისტების უმრავლესობამ): ჩემს წინა პოსტში დავეყრდენი ავტორიტეტულ ახალი ამბების სააგენტოს (სხვები თვლიან რატომღაც ავტორიტეტულად) და “აჭარის ტელევიზიის” სიუჟეტს, რომელსაც ვაფინანსებთ ჩვენი ფულით.irakli managadze ძალიან მწარედ შევცდი და არასოდეს აღარ ვენდობი ამ ორ საინფორმაციო საშუალებას. მედია რომელმაც არ იცის ემოციების კონენტარების და ფაქტების გამიჯვნა, არ იმსახურებს ჩემს ნდობას. ოფიციალური ცნობით: გარდაცვლილ დედაშვილს შუქი 26 იანვარს ჩაუჭრეს და მანამდე არიან გარდაცვლილები, გარდა მაგისა 616 ლარი დახმარება ეძლეოდა ჯამში. 156 სოციალური შემწეობა. დედა და 1 შვილი 180 +180 ლარს იღებდა. მეორე შვილი ფსიქიატრიულშია და 100 ლარს ღებულობს. იანვარში აღებულიაქვთ და თებერვალშიც ჩარიცხული იქნება. ასევე არ დასტურდება გაყინვით გარდაცვალება.
აჭარის ტელევიზია • Ajara TV ემოციურად აღელვებულ ადამიანის კომენტარები არასოდესაა საიმედო და არ უნდა დავეყრდნოთო – ამას გვასწავლის BBC სტანდარტი. ასევე უნდა შევძლოთ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა. სამწუხაროა, რომ კომენტარი ფაქტად შეასაღეთ მაყურებელს და ჩემსავით ასობით ადამიანი ააღელვეთ. იმ სააგენტოზე არაფერს ვწერ, მერე იტყვიან კონკურენტიაო და ლანძრავსო… ჰოდა არ გათქმევინებთ ამას. –
წერს ირაკლი მანაგაძე

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე დაღუპული დედა-შვილის ოჯახი   2006 წლიდან მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები.

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი სარგებლობდა საოციალურად დაუცველთათვის არსებული ყველა პროგრამით, მათ შორის გახარჯული ელექტროენერგიის თანხის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროგრამით.

„ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი- 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. ერთს მკვეთრად გამოხატული შშმპ -ს სტატუსი და მეორეს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ-ს სტატუსი. ორივე მათგანი იღებდა შესაბამის პენსიას- 180 და 100 ლარს. ერთ-ერთი შვილი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და სახელმწიფო აფინანსებს მის მკურნალობას“,-აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათ საარსებო შემწეობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ.

www.fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები