კრიმინალიმთავარი ბლოკი

ბათუმში გარდაცვლილი ბიჭის სიმღერა სიკვდილს იუწყება: ნუღარ მეძახით ადამიანებო გარდავიცვალე…

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,  ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.  სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიან გარდაცვლილი.

fact2.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი მომღერალი და დიზაინერი გიორგი ხაჭაპურიძეა, ასევე მისი მეგობარი მოდელი ზვიო სალთხუციშვილი. ჩვენ ასევე გავარკვიეთ, რომ ამ უკანასკნელს ჩაწერილი აქვს დუეტი ჟურნალისტ თეა ჩეჩელაშვილთან რომლის პრემიერაც სექტემბერში გია ჯაჯანიძის შოუში იგეგმებოდა.

მეზობლების თქმით გვამებს აღენიშნებათ ძალადობის ნიშნები რაც მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.

გთავაზობთ ხაჭაპურიძისა და ჩეჩელაშვილის დუეტს რომლის ტექსტიც სიკვდილს იუწყება: ნუღარ მეძახით ადამიანებო გარდავიცვალე…

https://www.youtube.com/watch?v=P6197S_hw-w   ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები