რელიგია

ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონმა ქობულეთში ცამეტი ადამიანი მონათლა

დღევანდელი ქობულეთის რაიონი ქვემო გურიაში შედიოდა. XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში, ხომერიკები, ჯაშები და ბოლქვაძეები, თურქეთის მხრიდან ექსპანსიის გამო, საცხოვრებლად შიდა გურიაში გადავიდნენ, რათა გამაჰმადიანება აეცილებინათ. ხომერიკების მიტოვებული ეკლესია თანდათან დაანგრიეს.

ისტორიკოსი მანანა ხომერიკი ძველ სალოცავს არ ივიწყებდა და სანთლის ასანთებად ჩადიოდა სოფელ ლეღვაში. 2002 წელს, მან ეკლესიის ნანგრევების შუაგულში ჯვარი აღმართა და 16 ადამიანი მონათლა. ყველას ნათლია დაუსწრებლად, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა. ცოტა ხნის წინ ქ-ნ მანანა ხომერიკს დაუკავშირდა მისი ერთ-ერთი ნათლული, თედო ანანიძე და თავისი მშობლებისა და ბებიის მონათვლა სთხოვა. ქ-ნი მანანა დაპირდა, რომ მასთან ერთად ბატონიშვილი ირაკლი მონათლავდა მსურველებს.

6 ოქტომბერს, სათავადაზნაურო საკრებულოს წევრები ჩავიდნენ ქობულეთში, სადაც ჩატარდა 13 მუსულმანის მონათვლა. თავადაზნაურობის რამდენიმე წ არმომადგენელმა ამოირჩია მოსანათლები. ხოლო უკლებლივ ყველას ნათლიები გახდნენ ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონი და ქალბატონი მანანა ხომერიკი. მეორე დღეს, 7 ოქტომბერს, საკრებულოს თავჯდომარის, ბ-ნ მალხაზ ამაშუკელის მოწვევით, ნათლულები ბათუმში გამართულ სათავადაზნაურო მეჯლისს დაესწრნენ.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *