ეს ყველამ უნდა იცოდესკულინარიამედიცინამეორეხარისხოვანი ბლოკი

ბუნებრივი ანტიბიოტიკები-კიბოს პროფილაქტიკური საშუალება

ავადმყოფობის დროს ხშირად გვიწევს ანტიბიოტიკების მიღება.  განსაკუთრებით საშიშია მეზობლის ან ახლობლების რჩევებით როცა სვამენ ხოლმე, რომელიც ხშირად უკუჩვენებებს იწვევს. ის აზიანებს და აქვეითებს იმუნიტეტს, ბუნებრივ მიკროფლორას და ცუდ მიკრობებთან ერთად სასარგებლოსაც ანადგურებს. შემდეგ ეს იწვევს საკვებზე ალერგიას,სოკოს,  იმუნიტეტის დაზიანებას და დაქვეითებას, რასაც შემდეგ სავალალო მდგომარეობამდეც კი მივყავართ.  იმუნიტეტი ხომ მთავარია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მისი დასუსტება იწვევს შემდეგ ამა თუ იმ  დაავადებებსაც.

ანტიბიოტიკების მიღების დროს, აუცილაბლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, კვების რაციონს. უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, სადაც არის დიდი რაოდენობით A , E და C ვიტამინები, რადგან მათ აქვთ სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ჩვენ გთავაზობთ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებსაც აქვს უდიდესი ანტიბაქტერიული,ანტივირუსული,პროფილაქტიკური, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები და შეუძლიათ დაიცვან ადამიანის ორგანიზმი მავნე ბაქტერიებისგან  და მათი სისტემატიური გამოყენება ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ ესა თუ ის დაავადებები და ვირუსები!!!! ეს პროდუქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბავშვებს  უნდა მივაჩვიოთ და შევაყვაროთ ეს პროდუქტები. ეს ყველამ აუცილად უნდა ვიცოდეთ:

ერთერთი მათგანია 1. ნიორი

ნიორი,ყველამ   ვიცით, რაოდენ სასარგებლო და საჭირო მცენარეა.  უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის აქტიურად ებრძვის სტაფილოკოკს, სტრეპტოკოკს და სხვადასხვა ბაქტერიებს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ნიორის ყოველდღიური მოხმარება, არა საკვებში(სალათებში შეიძლება) არამედ ცოცხლად, კურნავს ალერგიას, გულის დაავადებებს, კბილის ტკივილს და დიაბეტსაც კი და  კიბოს პროფილაქტიკური საშუალებაც არი.

2.თაფლი

ძველი დროიდან, ჩვენი წინაპრებიც კი, თაფლს ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებდნენ. ის დაჯოლდოვებულია და უხვად აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური თვისებები.

3. დარიჩინი

დარიჩინის სასარგებლობლო თვისებებს, რომლებიც დიდი რაოდენობით აქვს მას,  შეუძლია შეაჩეროს სოკოს და ბაქტერიების რაოდენობა ორგანიზმში. დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც. ასევე მას შეუძლია დადებითად იმოქმედოს პანკრიასის ჯირყვალზე, დაარეგულიროს შაქრის და ინსულინის დონე სისხლში და იყოს საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება დიაბეტისთვის.

4. ჯანჯაფილი(ჯინჯერი)

გამოიყენება გაციების და ვირუსების დროს. კვლევების თანახმად ჯანჯაფილი კლავს ვირუსებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, რათა ებრძოლოს ინფექციებს. ის გამოიყენება და რეკომენდირებულია პროფილიქტიკისთვის ღებინების და გულისრევის შეგრძნებებისას , ორსულობის და ქიმიოთერაპიის დროსაც კი. ასევე გამოიყენება სიმსივნის პროფილაქტიკურ  საშუალებად.

5.ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი ცნობილია: ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ვაშლის ძმარი სასიკვდილოა და გამანადგურებელი პირის ღრუს მიკრობებისთვის და თითქოს იწოვს, ისრუტავსიქედან ტოქსინებს და მავნე მიკრობებს.

6. დაფნის ფოთოლი

საოცარი თვისებების მქონეა, ის ახშობს სოკოს , მავნე მიკრობებს  და ხელს უწყობს გაძლიერდეს ჩვენი ორგანიზმის სასარგებლობლო ბაქტერიები.

7.ექინაცეა

ეს მცენარე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის ტკივილს, ხელს უშლის ანთებით პროცესებს და აქვს ანტივირუსული ეფექტი.ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ქრონიკულ ინფექციებს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ აქტიურად ებრძვის ჰერპეს ვირუსსაც და ისეთ ბაქტერიასაც, როგორიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და კიბოს პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგია. ყველაზე კარგი დაცვა ავადმყოფობისგან, ხომ პროფილაქტიკაა. უბრალოდ დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს ეს პროდუქტები, სცადეთ  და დაწრმუნდებით თქვენს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა გაუმჯობესებაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ  <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close