სპორტი

გადავწყვიტე მესაუბრა, რაც აქამდე საჯაროდ არასდროს მითქვამს… როგორ გაანადგურა ლევან ცქიტიშვილის კარიერა ნაციონალურმა მოძრაობამ?!

ლევან ცქიტიშვილი – საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი:

რაც აქამდე არასდროს არ მითქვამს

მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს,
რომელიც ქვეყანაში ვითარდება და ასევე უახლეს წარსულს, რომელშიც უიმედოდ ყველანი ერთად ვცხოვრობდით.

ასე ღიად არასდროს არ გამომიხატავს ჩემი აზრი, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშეა. ამიტომ, გადავწყვიტე მესაუბრა ფაქტებზე, რაც აქამდე საჯაროდ არასდროს მითქვამს. არ მითქვამს იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განვიცდიდი, არ მითქვამს როგორ დამსაჯეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ დაასრულეს ჩემი საფეხბურთო კარიერა. ალბათ, ხვდებით რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ფეხბურთს ჩამოშორდე, ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მოედანს, სადაც ყველაზე მეტი ენერგია დახარჯე , იქ სადაც ცხოვრების ყველაზე მნიშველოვანი წარმატება და მარცხი განიცადე, შორიდან უნდა უყურო.
ყველაფერი კი 2008 წელს დაიწყო. ომის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყნიდან რომ გარბოდნენ, კრიტიკული მოსაზრება ღიად დავაფიქსირე. გადაწყვიტეს ჩემი დასჯა და რეპუტაციის შელახვა. მანქანით ჩემი ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. საპატრულო პოლიციის მიერ რამდენჯერმე ვიყავი გადაყვანილი ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, როდესაც მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს- დამიდეს ნარკოტიკი და იარაღი და დამაყენეს არჩევანის წინაშე. მოგეხსენებათ , იარაღის უკანონოდ ტარებაზე რა სასჯელიც იყო და თავისუფლების აღკვეთას ვამჯობინე გავეფორმებინე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, რითიც დაასრულეს ჩემი საფეხბურთო კარიერა. ასევე ჩემს ოჯახს მიაყენეს მორალური ზიანი, რაც დედაჩემის ჯანმრთელობაზე აისახა. რეპუტაციის შელახვისა და ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი 2011 წელს დამნიშნეს ფუტსალის პრეზიდენტად, ეს მათი მხრიდან იყო ჩემი უდანაშაულობის აღიარება. რაც თავშივე გამორიცხავდა მათ აბსურდულ ბრალდებას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში, მარტო, დაუღალავი შრომით ვაწყობდი საფეხბურთო კარიერას. არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი, ბევრჯერ მისახელებია ჩვენი ქვეყანა და იმის მაგივრად, რომ გვერდში დამდგომოდნენ როგორც, ქართველ წარმატებულ ფეხბურთელს, მათ გამწირეს და ფეხქვეშ გათელეს ჩემი შექმნილი კარიერა. ამიტომაც არ მიკვირს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის მიმართ.
მინდოდა, ეს პატარა გულისტკივილი გამეზიარებინა თქვენთვის. ვიცი, რომ ეს არაფერია იმ ძალადობასა და სიბოროტესთან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა- ასობით მოკლული ახალგაზრდა ქუჩაში, ათასობით მოკლული და ნაწამები პატიმარი ციხეში, ტერიტორიების დაკარგვა, ტელევიზიების დარბევა, ბიზნესის დატერორება, პირად ცხოვრებაში ჩარევა და ფარული ჩანაწერები .
ცხრა წლიანმა რეჟიმმა შეიწირა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრება. არ მოგვცეს განვითარებისა და წინსვლის საშუალება.
დღეს მათ ისევ ქვეყნის სათავეში უნდათ მოსვლა. ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე, ვინც წინააღმდეგი ხართ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების და ვისაც გული შეგტკივათ საქართველოს მომავალზე, შემოგვიერთდით 25 ნოემბერს 3 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე და კიდევ ერთხელ შევძახოთ არა ძალადობას! არა ბოროტებას! – წერს ლევან ცქიტიშვილი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *