მეორეხარისხოვანი ბლოკისაზოგადოება

გადაცემის გამო ირინა სარიშვილი გია ჯაჯანიძეს მიმართავს და აფრთხილებს!

გადაცემით განაწყენებული ირინა სარიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდით გია ჯაჯანიძეს მიმართავს და აფრთხილებს:

ამ ქვეყანაში არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს… საბოლოოდ დავრწმუნდი!…
მოგმართავ შენ, გია ჯაჯანიძე (სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად / Skhva Rakursit ) ! @https://www.facebook.com/skhvarakursigiajajanidzestanertad
მე არც ერთხელ შენს გადაცემაზე კომენტარი არ გამიკეთებია, ან რატომ უნდა გამეკეთებინა. სპეციფიურ თემაზე მუშაობ და შენც და ყველა შენს სპეციფიურ სტუმარს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
მაგრამ… არანაირად არ ველოდი,თუ შენ, შენი გადაცემის ფორმატით და შინაარსით, თავს ვალდებულად ჩათვლიდი, 9 აპრილის თემას შეხებოდი…
ჰოდა, რაკი შეეხე, მეც შეგეხები, თუ არ მიწყენ…
თავიდანვე გეტყვი, რომ 9 აპრილთან დაკავშირებულ თემასთან დაკავშირებით, მიუხედავად შენი გადაცემისთვის უცხო შინაარსისა, როგორც მივხვდი, შენებურად სპეციფიური სტუმრები მოიწვიე. მე მხედველობაში მყავს “ზვიადისტთა” სრულიად სპეციფიური კატეგორია, რომელთა დახასიათებაზეც მე დროს არ დავკარგავ და არც არის ამის საჭიროება.ერთადერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ: ეს ის კატეგორიაა და იმდაგვარი ტვინის მოწყობით ( თუ ტვინი ხმამაღალი ნათქვამი არ არის), რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს არსებობენ და რომლებიც, როგორც წესი, მტერზე უფრო ეფექტურად აზარალებენ და შემდგომ ღუპავენ თავიანთ კერპებს, რომლებსაც კერპობა შესაძლოა, საერთოდ არ სურდეთ!!!
მე ამ წუთას ერთადერთი მიზნით მოგმართავ!

თუ იცოდი, ვის იწვევდი და მაინც მოიწვიე, არ გრცხვენია??? მე და შენ ხომ მართლა მეგობრები ვიყავით და დაქალები რომ არ იჭორავებენ, ისეთ თემებზეც გვიჭორავია. შენ ხომ ყველაფერი იცი!!!
და თუ არ იცოდი, მაშინ პასუხს ვინ აგებს იმ სიბინძურეებზე, რაც შენს ეთერში 9 აპრილის საღამოს გაისმა???
მე ჩემთან დაკავშირებულ სიბინძურეებზე არ გეუბნები! ამას როგორმე თავად მოვუვლი.
მე გიაზე გეუბნები, ჭანტურიაზე!!!!!!!!!!!!
არ გრცხვენია???

მოკლედ, ეხლა კარგად მომისმინოს ყველამ!

სანამ გია ჭანტურიას ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, რას და რატომ ამბობთ და მერე აქეთ–იქით მიმოიხედეთ!!!
მე არავის არ გაშინებთ!
უბრალოდ გაფრთხილებთ!!!

P.S. საერთოდ არ ვუყურებ არცერთ არხს! დღეს ჩემმა შვილებმა მითხრეს, ვინ არიან ესენი, შენზე და გიაზე ასე  რომ ლაპარაკობენო!… მერე ვნახე… მაგარი ბიჭები მყავს! irka

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები