საზოგადოება

გამოგიგონე იდეალური და საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი შემიყვარდა შენში…

ეს დუმილი მკლავს, სიჩუმე სამარისებური.. აკრძალვები საკუთარი თავის მიმართ, ფიქრის მიმართ.. დღისით კიდევ ასატანია ეს ყველაფერი, ჩემი დუმილი, შენი დუმილით გამოწვეული..გრძნობებზე და ფიქრებზე დადებული ბორკილები.. დღის სინათლე რაღაცნაირად აფერმკრთალებს და აუბრალოებს, ღამით კი ისეთი ქარიშხალი ამოვარდება ხოლმე.. მინდა დაამსხვრიოს ეს ბორკილები, არ მინდა ვუძლებდე, მინდა სუსტი ვიყო და ვერ გავუძლო მღელვარე ტალღებს, გულის კედლებს რომ აწყდებიან და გადმოსვლას ლამობენ..მაგრამ ვუძლებ ყოველ ღამე.. თითების კანკალით ათასჯერ ვწერ და ვშლი გრძნობებს..
გგონია სათქმელი არ მქონდა? ან გრძნობებს სიტყვებად ვერ ვაქცევდი? მთელი ზღვა იყო დაგროვილი, ოღონდ არ მივეცი სიტყვებს გასაქანი, ვგრძნობდი ვერ (არ) გაიგებდი… არც გიკითხავს.. ასე რომ ჩემთვის დავიტოვე… მაინც შემეშალა, მაინც მივეცი წარმოსახვას უფლება, შეექმნა ის, რაც არ არის და არც ყოფილა…გამოგიგონე… იდეალური… და საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი შემიყვარდა შენში.. ყოველთვის საკუთარ ოცნებებში ვცხოვრობდი და ვიკარგებოდი.. ახლაც დავიკარგე.. ვეღარ ვბრუნდები უკან… აღარასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც შენამდე ან შენთან ვიყავი…

 

მოხეტიალე სული – www.Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *