პოლიტიკასაზოგადოება

გამოკითხული რესპოდენტების 33,1 %-ი ქალაქის მერის ბ-ნი კალაძის მუშაობას დადებითად აფასებს

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სახალხო თვითმმართველობის” ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალური ხელისუფლების მუშაობის შეფასების მიზნით, ჩატარდა მოქალაქეთა გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ვარკეთილის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვაგზლის, დიდუბის, ახმეტელის, ტექნიკური უნივერსიტეტის და დელისის მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. სულ გამოიკითხა 1430 რესპოდენტი.
გამოკითხული რესპოდენტების 33,1 %-ი ქალაქის მერის ბ-ნი კალაძის მუშაობას დადებითად აფასებს; 20,5 %-ი უფრო დადებითად ვიდრე უარყოფითად; 19. 5%-ი უარყოფითად; 8.5%-ი უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად; 18,5 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.
დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება – რესპოდენტების 69,8 %-ი პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებულია ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ი კი არის ინფორმირებული.
რესპოდენტების პასუხები საქალაქო პრობლემების რანჟირების პრიორიტეტულობის (6 ბალიანი შეფასების სკალაზე – 1 ნიშნავს ყველაზე პრიორიტეტულს და 6 ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულს) მიხედვით ასე გადანაწილდა: ტრანსპორტი – პრიორიტეტულობის სიმწვავე 3,95; დასუფთავება – 3,9; ეკოლოგია – 3,66; ჯანდაცვა – 3,65; დასაქმება – 2,95; სოც-ეკონომიკური მდგომარეობა – 2,83.
შეკითხვაზე – მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა აზრი და ამ მიზნით უნდა ტარდებოდეს ელექტრონული პლებისციტი – რესპოდენტების 78,7 %-ი თვლის, რომ მსგავსი პლებისციტი აუცილებელია; 13,8 %-ი მიიჩნევს რომ პლებისციტი დასაშვებია ზოგიერთი საკითხისთვის; არ არის საჭირო თვლის 5 %-ი და პასუხის გაცემა გაუძნელდა რესპოდენტების 2,6 %-ს
გამოკითხული რესპოდენტების 81,7 %-ი თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება; 10,6 %-ს ეს არ მიაჩნია სავალდებულოდ, ხოლო 7,7%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
შეკითხვაზე კმაყოფილი ხართ თუ არა კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების მუშაობით, გამოკითხულთა 36,4 %-ი პასუხობს, რომ კმაყოფილა ყველა მათგანის მუშაობით; 24,5 %-ი ზოგის მუშაობით არის კმაყოფილი და ზოგის მუშაობით უკმაყოფილო; 31,3 %-ი არ არის კმაყოფილი არცერთი მათგანის მუშაობით და 7,8 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.
თბილისში გამწვანების სფეროში არსებული ზოგადი ვითარების შეფასებისას რესპოდენტების 16,3 %-ი თვლის, რომ ქალაქის გამწვანება შეიძლება შეფასდეს დადებითად; 15,6 %-ი თვლის რომ სიტუაცია უფრო დადებითია ვიდრე უარყოფითი; 46,1 %-ი არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად 16.2 %-ი, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება 5,9 %-ს.

ა(ა)იპ „სახალახო თვითმმართველობა“

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *