მთავარი ბლოკისაზოგადოება

გახდი “Fact2 Live”-ს წამყვანი 6-დან – 10 წლამდე და 22-დან – 35 წლამდე!

თუ ხარ 6-დან 10 წლამდე ან 22-დან 35 წლამდე 

საბავშვო გადაცემის წამყვანადად ვიწვევთ 6-დან -10 წლამდე ბავშვებს! (შერჩევა იწარმოებს სამ ეტაპად)

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

თუ თვლით, რომ თქვენს პატარას აქვს წამყვანის მონაცემები, ლაპარაკობს გაუჩერებლად და ყველაფერზე აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, არის პრეტენზიული და მომთხოვნი, მაშინ ფაქტორი ლაივი გაძლევთ შესაძლებლობას აქციოთ ის წარმატებულ ჟურნალისტად.

მობილური ტელეფონით თქვენს პატარას გადაუღეთ ვიდე რომელშიც ისაუბრებს შემდეგ თემებზე:

  • მისალმება; მე ვარ… სახელი-გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი;
  • მინდა გამოვიდე:
  • რატომ მინდა გამოვიდე:
  • ჩემი ოცნებაა:
  • ჩემი საყვარელი წიგნი ან ზღაპარი;
  • ჩემი საყვარელი გმირი ან პერსონაჟი;
  • საბავშვო გადაცემა წარმომიდგენია:
  • ამ გადაცემაში ჩემი თავი წარმომიდგენია:

ვიდეო გამოაგზავნეთ ჩვენი ბეისბუქის მისამართზე: Factori LIVE / ფაქტორი Live ან ელექტრონულ ფოსტაზე: fact2ge@gmail.com

გამოგზავნილი ვიდეოები კონფიდენციალურია და არ გასაჯაროვდება მშობლის თანხმობის/სურვილის გარეშე.

მეორე ტურის შესარჩევი ქასთინგისთვის „ფაქტორი ლაივის“ წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

შესაბამისად ვიდეოსთან ერთად გამოაგზავნეთ მშობლის, ან მშობელთან გათანაბრებული პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი-გვარი, ტელეფონის ნომერი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი მოთხოვნა: განსაკუთრებით მეორე-მესამე ტური იქნება ინსცენირებული ისე, თითქოს, ის კონკრეტულ გადაცემაში უკვე ღებულობს მონაწილეობას ერთჯერადად და არა რაიმე სახის კონკურსსა თუ შეჯიბრში, რათა თავიდან ავიცილოთ მარცხით (წარუმატებლობით) მიღებული ტრავმა.

გისურვებთ წარმატებას!

————– ———– ———— ———– ————- ————— ———— ————- ————– ——

გახდი წამყვანი!

ასაკი: 22დან-35 წლამდე

შერჩევა იწარმოებს სამ ეტაპად.

თუ თვლი, რომ გაქვს ნიჭი გახდე კარგი წამყვანი, ან უბრალოდ გაქვს სურვილი და მზად ხარ ამისთვის ჩვენთან ერთად ექსპერიმენტებზე წახვიდე მაშინ მობილური ტელეფონით გადაიღე ვიდეო მონოლოგი:

  • მისალმება, სახელი-გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი.
  • ამჟამინდელი საქმიანობა.
  • როგორი ტიპის გადაცემის წამყვანად წარმოგიდგენია თავი?
  • რომელი გადაცემა მოგწონთ ქართულ სატელევიზიო სივრცეში?
  • თუ გაქვთ დალაიქებული ჩვენი ფეისბუქ ან იუთუბ გვერდი ან თუ გინახავთ ჩვენი რომელიმე გადაცემა და რომელიმა გამოიწვია განსაკუთრებული დაინტერესება?
  • თუკი გინახვათ მოკლედ მოგვიყევით თქვენსმიერ მოწონებული ჩვენი გადაცემის პლუსები და მინუსები!

ვიდეო გამოაგზავნეთ ჩვენი ბეისბუქის მისამართზე: Factori LIVE / ფაქტორი Live ან ელექტრონულ ფოსტაზე: fact2ge@gmail.com

შერჩევა იწარმოებს სამ ეტაპად.

გამოგზავნილი ვიდეოები კონფიდენციალურია და არ გასაჯაროვდება, ხოლო შესარჩევი ტურების დასრულებისთანავე წაიშლება.

ვიდეოსთან ერთად გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია

მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება და სტუდიაში ვიდეო მონოლოგის ჩაწერა რომელიც ასევე იქნება კონფიდენციალური.

ხოლო მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატების საბოლოო შერჩევა მოხდება ჩვენი სტუდიიდან. პირდაპირ ეთერში, ონლაინ რეჟიმში.

გისურვებთ წარმატებას!

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *