რეგიონებისაზოგადოება

გენგეგმით უგულებელყოფილი მიწისქვეშა დედაქალაქი და კატასტროფის მოლოდინში მყოფი თბილისი?!

ბოლო ათეული წელია, გლობალური დათბობის გამო, კლიმატი ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში) შეიცვალა: გაზაფხული თითქოს დაიკარგა, ზაფხული უფრო ხვატიანი გახდა, ზამთარი გახანგრძლივდა, ნალექების ოდენობამაც მოიმატა, რამაც სტიქიური უბედურებები მოამრავლა. მაგალითად, უხვი ნალექი ავტომატურად იწვევს მეწყრული სხეულებისა და ღვარცოფების გააქტიურებას, რომელთა ნაკლებობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ უჩივის. თავის მხრივ, კავკასიონმაც შემოგვიტია, რადგან მყინვარმაც დნობა დაიწყო. სტიქიის შემოტევას ვერც დედაქალაქი გადაურჩა და 13 ივნისის წყალდიდობა თბილისის ისტორიაში საბედისწერო ფურცლადაც ჩაიწერა. თითოეული დიდი წვიმის შემდეგ კი აშკარა ხდება, რომ დედაქალაქის სანიაღვრე სისტემა ახალ რეალობას (ნალექების რაოდენობის არა მხოლოდ ზრდას, არამედ არანორმირებულ რაოდენობასაც ერთ ჯერზე) ვერ უმკლავდება და უბრალოდ იტბორება, იმას გარდა, რომ არც ღვარცოფების მოვარდნის საშიშროებისგან ვართ დაზღვეულები და არც მეწყრების ჩამოწოლისგან (აქვე გეტყვით, რომ მცირე მიწისქვეშა ბიძგები, მართალია, არაფერს ანგრევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მეწყრულ სხეულებს ააქიურებს და დამეწყვრის საშიშროებას აჩენს).

ასეთი ხილული საფრთხის მიუხედავადაც, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში თითქმის არაფერია ნათქვამი დედაქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციების შესახებ, თანდართულ რუკებზე არ არის მოხაზული თბილისის მეწყერსაშიში ზონები, არც საღვარცოფე ხევები და არც კია ნახსენები სავალალო მდგომარეობაში მყოფი საკანალიზაციო სისტემა (რომელშიც უკვე ფეკალური წყლები წნევით მოძრაობს და სპეციალისტების პროგნოზით, ზემოთ ამოფრქვევაც არაა გამორიცხული) და მხოლოდ ისაა შენიშნული, რომ „სითი ინსტიტუტი“ (გენგეგმის პროექტის ავტორი) მერიას ურჩევს სანიაღვრე ქსელის გაფართოებას.

არადა – ის ფაქტი, რომ თბილისი იტბორება, მარტივად მიგვანიშნებს, მ სანიაღვრე სისტემა ვერ რუნველყოფს ნალექის გატარებას. თუმცა თბილისს სხვა პრობლემაც აქვს: არც თუ იშვიათად სანიაღვრე ქსელს მიერთებულია საკანალიზაციო ქსელი (რაც პრობლემას აორმაგებს).

ამასობაში კი, დედაქალაქის წინაშე გადაუჭრელი პრობლემებიდ: სპეციალისტების თქმით, საქართველო, კატასტროფული გეოლოგიური პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და ამის უმთავრესი მიზეზია უკიდურესად სენსიტიური გეოლოგიური აგებულება და რელიეფური პირობები.გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციასა და მათი ხარისხის მატებას რამდენიმე ფატორი უწყობს ხელს. ერთ–ერთია კლიმატის ცვლილების გამო უხვი ნალექი ერთჯერადად. მაგალითად, თუკი თბილისში, პირობითად, საშუალოდ მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოდიოდა 1 000 მილიმეტრი ნალექი და ეს განაწილებული იყო წელიწადის დროების მიხედვით, ახლა ამ რაოდენობის ნალექი, ანუ ხსენებული 1 000 მილიმეტრი შეიძლება, მოვიდეს ერთჯერადად.

ამას ემატება ბოლო 20-25 წლის განმავლობაში კავკასიაში და, მათ შორის, საქართველოშიც სეისმური ბიძგების გააქტიურება, მიწისძვრა კი იწვევს მეწყრებს. მაგალითად, რაჭა-იმერეთის 1991 წლის მიწისძვრის დროს კორპუსებში მცხოვრებთაგან არავინ არც კი დაშავებულა, ადამიანები სწორედ მიწისძვრით გამოწვეული მეწყრებით დაიღუპნენ.

ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევის ერთ-ერთი ფაქტორია ადამიანის უხეში ჩარევა ბუნებაში: დასახლება ისეთ ადგილებში, სადაც დასახლება დაუშვებელია, მაგალითად, ფერდობის ჩამოჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებში იწყება მშენებლობები, რაც ააქტიურებს მეწყრებს და ქმნის საშიშროებას.

გენგეგმის ჯგუფი თავს იმართლებს, რომ მიწისზედა ქალაქი იმიტომაც დაგეგმეს მიშისქვეშა ქალაქში არსებული მდგომარეობის შესწავლის გარეშე (ის კიდევ სხვა თემაა – როგორ უნდა დაგეგმო რამე მიწის ზემოთ, თუ არ იცი, რა ხდება მიწის ქვემოთ?!), რომ კვლევების ჩატარების საშუალებას მათი ბიუჯეტი არ იძლეოდა (მეორე მხრივ, რაში სჭირდება თბილისს ისეთი გენგეგმა, რომელიც კვლევების გარეშეა შედგენილი და რისკებს საერთოდ არ ითვალისწინებს, იმას გარდა, რომ პრობლემებს ვერ აგვარებს?!). რეალურად კი, საქართველოში გეოლოგიური სამსახურის მიერ ტარდება ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დგება საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც მოიცავს პროგნოზს და გადაეცემა შესაბამის უწყებებს. ამ ბიულეტენში აღნიშნულია ყველა დასახლებული პუნქტი და იქ მოსალოდნელი სტიქიური პროცესები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ტერიტორიის 60-70 პროცენტია დაფარული საშიში გეოლოგიური პროცესებითროგორც დაუსახლებელი, ისე დასახლებული ტერიტორიები. გარდა მეწყრული სხეულებისა, საქართველოში არის 3000 ღვარცოფული წყალსადინარი: სხვადასხვა მასშტაბის ხევი და მდინარე.

იმ მარტივი მიზეზით, რომ კლიმატურ პირობებს ადამიანი ვერ შეცვლის და ვერც ვერანაირ გავლენას მოახდენს, ერთადერთი გზა არსებობს: პრევენცია. ხოლო იმისთვის, რომ პრევენცია მოახერხო, საკითხი უნდა შეისწავლო (ეს ნიუანსი, მაგალითად, თბილისის გენგეგმის პროექტის ავტორებს გამორჩათ, თუმცა თბილისის თითოეული წვიმის შემდეგ ვენეციის პაროდიას ემსგავსება). მით უფრო, რომ უარყოფითი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო გარემოზე, არამედ იმ ფაქტორებზეც, რომლებიც პროვოცირებას უკეთებს სხვა მოვლენებს: წყალდიდობებს, წყალმოვარდნებს, დატბორვას

საინტერესო, რომ გეოლოგიური მონიტორინგი არ მოიცას თბილისს. თბილისის გეოლოგიური კვლევები ტარდებოდა გასული საუუნის 60-ანი წლებიდან 90-ან წლებამდე, შემდეგ კი შეწყდა, იმიტომ რომ დამკვეთი არ არსებობდა.შესაბამისად, იბადება კითხვა, მაშინ როგორ გაიცემა მშენებლობების ნებართვები? ფაქტია, მათ გასცემს შესაბამისი სამსახური (ისიც საკითხავია, რამდენად კომპეტენტური) და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახური უსაზღვროდ კომპეტენტურია, ის დასკვნას აკეთებს მხოლოდ იმ ტერიტორიის შესახებ, რომელიც უშუალოდ ნაგებობის ქვეშ უნდა იყოს და არავის აქვს წარმოდგენა, თუ რა გეოლოგიური პროცესებია საერთო სივრცეში.

ერთი სიტყვით, საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელ გეოლოგიურად საშიშ პროცესებზე ინფორმაციაც არის და მონიტორინგიც: მითითებულია საქართველოს თითოეულ სოფელში მოსალოდნელი რისკები და ის ღონისძიებებიც, რომლებიც უნდა ჩატარდეს ამ რისკების გასანეიტრალებლად და მინიმუმამდე დასაყვანად. შესაბამის რუკებზე კი თვალნთლივ ჩანს, რომ მთელი საქართველოა მეწყრებისა და ღვარცოფების ზონაში (მეტნაკლებად). ერთ-ერთი დიდი საფრთხის წყარო კი მცირე მიწისქვეშა ბიძგებია (4-5-ბალიანი), რომლებით ათი ათასობით მეწყერს ააქტირებენ.

ანალოგიური ვითარებაა თბილისშიც, თუმცა, როგორც გითხარით, თბილისზე გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი არ ვრცელდება და ქალაქის განვითარებაც ისეა დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში, გენგეგმის პროექტით, რომ მსგავსი სამუშაოები არათუ გათვალისწინებული არ არის, არც კია ნახსენები გეოლოგიური საფრთხეები. არადა თბილისისთვის არც მიწისქვეშა ბიძგება უცხო (აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი, საერთოდაც, 9-ბალიანი მიწისძვრის რისკის ზონაშია) და არც უხვი, ერთჯერადად მოსული ნალექი, რომელმაც ერთხელ უკვე წალეკა ვერეს ხეობა და საფთხე არ განეიტრალებულა ბოლომდე, რადგან არც თბილისის მეწყრული სხეულები წასულა სადმე და არც საღვარცოფე ხევები.

მანამდე კი (თუ ბუნებამ დაგვინდო და არც მდინარეები ადიდდა, არც მეწყრული სხეულები გააქტიურდა და არც საღვარცოფე ხევები ჩაიხერგა), მიწისქვეშა თბილისის ამორტიზებული ქსელი ჟუჟუნა წვიმასაც კი ვერ უძლებს,სამაგიეროდ, თბილისის მერია უნთებს მწვანე შუქს გენგემის პროექტს, რომელიც არც კი სახავს თბილისის დატბორვის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (თუმცა აი, საკუთარი ფეკალიებით ვე დატბორვა ნამდვილად გვემუქრება).

გენგეგმის პროექტის იმ თავში, რომელსაც ჰქვია „მიწსქვეშა საინჟინრო ნაგებობები“ საერთოდ არაფერია ნათქვამი არც საკანალიზაციო, არც წყალმომარაგებისარც სანიაღვრე სისტემებზე და ვიღებთ ნონსენსს: დაგეგმილია მიწისზედა ნაგებობებისა და კომუნიკაციების განვითარება მიწისქვეშა კომუნიკაციების გათვალისწინების გარეშე.

მიწის ქვეშ რომ საქმე ცუდადაა, ამას ადასტურებს თბილისის წყლის კომპანიის ვებგვერდიც, რომელიც ყოველდღიურად გვამცნობს, თუ რამდენი გეგმიური და ავარული სამუშაო ტარდება, თუმცა წყალი (ჯერჯერობით სასმელი) თბილისის ბევრ უბანში მაინც მოედინება თავისუფლად. უფრო მეტიც, წყლის კომპანიასვე ევალება საკანალიზაციო კოლექტორებში წყლის დონის შემოწმება, რადგან ისინი არ შეიძლება, შეივსოს 70-პროცენტზე მეტად, ოღონდ თბილისის უმეტეს უბნებში საკნალიზაციო წყალი საკანალიზაციო მილებში სახიფათო ზღვარზეა (თვით ცენტრალურ კოლექტორებშიც კი), ოღონდ გენგეგმის პროექტი ამ საკითხზეც დუმილის უფლებას იყენებს და ისე სახავს მიწისზედა ქალაქის განაშენიანების გეგმას, რომ არც კი აინტერესებს, გაუძლებს თუ არა ამ დატვირთვას მიწისქვეშა თბილისი.

სითი ინსტიტუტს“ რომ არ აინტერსებს, ერთი პრობლემაა, მეორე და უმთავრესი მაინც თბილისის მერიის ინდიფერენტულობაა ამ პრობლემისადმი (რააკი გენგეგმის პროექტს კვერს უკრავს).

მაშინ, როდესაც მიწის ქვეშ დაცული უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები (დაშორება მაღალი ძაბვის გადამცემ კაბელს, გაზის მილებს, წყალგაყვანილობის, სანიაღვრე და საკანალიზაციო მილსადენებს შორის როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად), მართალია, თბილისში არის ქუჩები, სადაც წყალსადენის დიდი დიამეტრის მილები ნორმების დაცვის გარეშეა გაყვანილი, მაგრამ უფრო უარსი ისაა, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ეხება გენგეგმის პროექტი. თუმცა სავსებით რეალურია, რომ საკანალიზაციო ჭები შეიტბოროს და ფეკალური წყლები გზებზე ამოვიდეს, რაც, გარდა უსიამოვნო სუნისა, ანტისანიტარიასაც გამოიწვევს.

ერთი სიტყვით, თბილისისთვის ჰაერივითაა აუცილებელი მთავარი საკანალიზაციო კოლექტორების დიამეტრის ზრდა, რადგან მდინარე მტკვრის ორივე მხარეს გამავალი საკანალიზაციო კოლექტორები მაქსიმალურ ზღვრამდეა შევსებული ან ახლების დამატება.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ, თუ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არ ჩაიდო მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარების საკითხი, რომ გაიზარდოს მათი გამტარუნარიანობა, მომავალში, ფაქტობრივად, გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დავდგენით. ამ პროცესში კი აუცილებელია მეცნიერების ჩართვა, მათ გარეშე ზუსტად ვერავინ გათვლის მილების დიამეტრს. მეცნიერებმა უნდა გასცენ რეკომენდაციები, სად არის შესაძლებელი ახალი მშენებლობები და რა გავლენას იქონიებს ისინი არსებულ სისტემებზე. გენგეგმაში კი ზოგადი პრინციპები უნდა ჩაიდოს.

ასევე, აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის ზონირებაც დაწნევების მიხედვით, რადგან ჭარბი წნევა იწვევს გაჟონვებსა და დანაკარგებს. ანუ, თუ სასმელი წყლის მილებიდან გადის წყალი (დაწნევის გამო) ის რეცხავს ნიადაგს, სახლების საძირკვლებს და მეწყრების საშიშროებას აჩენს. თუ სასმელი წყლის მილებში წყალი შედის ნიადაგიდან, ეს იწვევს სასმელი წყლის დაბინძურებას; თუ საკნალიზაციო მილები ჟონავს, ეს აბინძურებს გარემოს, იმას გარდა, რომ რეცხავს ნიადაგს; თუ საკანალიზაციო მილებში ნიადაგიდან შედის წყალი, ეს გადაავსებს საკნალიზაციო ქსელს და საკანალიზაციო ჭებში ფეკალური წყლების ამოფრქვევის საშიშროებას ქმნის (თბილისის მიწისქვესეთში კი ყველა ზემონახსენები პრობლემაა სხვადასხვა უბანში).

არანაკლები პრობლემაა სანიაღვრე და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო წყლების შერევა. თბილისში დღესაც არის უბნები, სადაც ერთმანეთს ერევა სანიაღვრე და საკანალიზაციო წყლები. თბილისის სანიაღვრე სისტემა, იმას გარდა, რომ ვერ უზრუნველყოფს თბილისისთვის დამახასიაებელი ნალექის გატარებას, მასზე დამატებით მიერთებული საკანალიზაციო ქსელი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და ქმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას: საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო ქსელი დაბინძურებულია, სანიაღვრე წყალი კი პირდაპირ მტკვარში იღვრება(რადგან იგულისხმება, რომ ის წვიმის წყალია, ანუ არ არის დაბინძურებული). ესე იგი, იქმნება სანიტარულ-ეპიდემოლოგიური საფრთხე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის წყლის კომპანია, ძირითადად, ავარიების აღმოფხვრაზეა გადართულია და მათი რაოდენობა კი იზრდება, აშკარაა, რომ მიწის ქვეშ ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე მიწის ზემოთ. ხოლო, თუ დავამატებთ, რომ გენგეგმის პროექტი ამ პრობლემებს საერთოდ არ ახსენებს, მოვლენების განვითარების დრამატული სცენარი ასეთია: ამ პრობლემების სისტემური მოუგვარებლობა გამოიწვევს ანტისანიტარიას, შენობების ჩამონგრევას, ქალაქის დატბორვას, მეწყრული სხეულების გააქტურებას, გაზრდის ნიადაგის, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების საძირკვლების გამორეცხვის მასშტაბს; პრობლმას შექმნის თბილისის წყალმომარაგებას, გადაავსებს თბილისის საკანალიზაციო კოლექტორებ (არც თუ შორეულ პერსპექტივაში), ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ისინი ვეღარ გაატარებენ თბილისელებისა და მისი სტუმრების ფეკალურ წყლებს, ამიტომაც შიგთავსი მიწაში ჩაღვრის ნაცვლად ზემოთ ამოიფრქვევა.

რატომ აუარა გვერდი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებს გენგეგმის პროექტმა და რატომ არჩია ქათმისფეხებიანი ხუხულის აშენება, – უპასუხოდ დარჩენილი კითხვათა კითხვაა, როგორც ის, თუ რატომ აძლევს თბილისის მერია ამის უფლებას კომპანია „სითი ინსტიტუტს“ და რატომ რისკავს მოქალაქეების სიცოცხლითა და კერძო საკუთრებით?!მაშინ, როდესაც სწორედ მერიას მოუწევს პასუხისგება, თუ პირდაპირ ვიტყვით, მავნებლური გენგეგმის პროექტის დამტკიცებით გამოწვეული პრობლემების გამო?!

ნანა დვალი – NewPost.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *