პოლიტიკა

გენგეგმის გარეშე დარჩენილი თბილისი და გაფლანგული მილიონები – რას აპირებს კალაძე?!

გენგეგმის გარეშე დარჩენილი თბილისი და გაფლანგული მილიონები

ნაწილი პირველი

კორუფციის დიდი რისკის შემცველი ხელშეკრულება

ჩვენმა ორგანიზაციამ საფუძვლიანად შეისწავლა ე. კონკურსის შედეგად, გაფორმებულ ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან, თანხით 50 000 ლარი და აგრეთვე მეორე ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვის გზით, იმავე „სითი ინსტიტუტი საქართველოთან, უკვე თანხით 2 800 000 ლარი.

გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:

  • ხელშეკრულება გაფორმდა კონკურსის გამოცხადების გარეშე
  • კომპანია ახლადშექმნილია და მას არ გააჩნია გამოცდილება
  • კომპანიამ გამოიყენა უცხოელების კვალიფიკაცია და შეიყვანა შეცდომაში სატენდერო კომისია
  • კომპანია არაკვალიფიციურია
  • ხელშეკრულების შესრულების ვადები შეიცვალა
  • თანხები გადარიცხულია და გახარჯული, სამუშაო შესრულებული არ არის
  • მოტყუებული სახელმწიფო და გაფლანგული თანხები

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ეს საკმაოდ დიდი თემაა, ჩვენ მოგაწვდით ნაწილებად.

2015 წლის 21 მაისს . თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი, დედაქალაქის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის განახლების მიზნით, რომელიც ატვირთულ იქნა მერიის არქიტექტურის სამსახურის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, (საკონკურსო პირობები, თავი მე-2, პარაგრაფი 4), კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას ( უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ქართველი ქვეკონტრაქტორების არსებობა), რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე საკონკურსო განცხადებით განსაზრვრულ მოთხოვნებს.

საკონკურსის დოკუმენტაციის მიხედვით (საკონკურსო პირობები, თავი მე-3, პარაგრაფი მე-2), კონკურსანტს უნდა წარმოედგინა:

  • საკვალიფიკაციო მონაცემები
  • საორგანიზაციო დოკუმენტები და პირობები
  • წინასაპროექტო მოსაზრება-ხედვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნების ნაწილში ( საკონკურსო პირობები თავი მე-3, პარაგრაფი 3), კონკურსანტს უნდა ჰქონოდა და წარმოედგინა შემდეგი მომსახურეობების გამოცდილება:

  • პროფესიული გამოცდილება (მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობა, ავტორობა, თანაავტორობა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიის სივრცითი მოწყობის სქემის ან ტერიტორიულ სივრცითი განვითარების სხვა სტრატეგიების, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, გეგმებისა და ა.შ შემუშავების გამოცდილება, სივრცითი დაგეგმარების შესაბამისი პროექტების ჩამონათვალითა და ზირიტადი ნახაზების (ფოტოები) ჩვენებით;
  • უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები

 

ვნახოთ ახლა, თუ ვინ არის „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და რა გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნია ამ ორგანიზაციას, რა ფინანსური მართვის კუთხით გამოირჩევა და მის მენეჯმენტს რა გამოცდილება აქვს დიდი თანხის ხელშეკრულებების მართვის და .. როგორც ზევით აღვნიშნეთ, კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს და მიზნად ისახავდა, .თბილისი მიწათსარგებლობის გეგმის წინასაპროექტო მოსაზრების, საკონსულტაციო მომსახურების შეძენას. ეს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო საერთოდ ამ დროს, ანუ 2015 წლის 21 მაისს, გაგიკვირდებათ და საერთოდ არ არსებობდა, ის შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი მიეღო და დიდი საფუძველია იმისთვის, რომ საერთოდაც იმიტომ დადგა საჭიროება ამ ხელშეკრულების, რომ მომხდარყო თანხების გაფლანგვა, რამეთუ არანაირი შედეგი, არანაირი კვლევა, არგუმენტირებულ გათვლები და დაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის და თანხები კი, გადახდილია.

დიახ, სითი ინსტიტუტი საქართველო“ შეიქმნა და დარეგისტრირდა 30 ივნისს, 2015 წლის!!! ანუ, კონკურსის გამოცხადების დროისთვის ეს კომპანია, რომელსაც მიანიჭეს გამარჯვება და გაუფორმეს ჯერ 50 000 ლარის ხელშე3კრულება და შემდგომ 2 800 000 ლარის, არის შექმნილი 1, 5 თვის შემდეგ და ის არ არსებობდა ბუნებაშიჩვენ არ ვსაუბრობთ, იმ ფაქტზე, თუ როგორ მიანიჭეს ამ კომპანიას,ქულათა დათვლის დროს საერთოდ რეიტინგი, რამეთუ არანაირი გამოცდილება მას არ გააჩნდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მონაწილეობას ღებულობდა, როგორ რამოდენიმე პარტნიორის გაერთიანება, ზემოაღნიშნული კონკურსის პირობების თანახმად, ყველა პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც არ გააჩნია „სითი ინსტიტუტ საქართველოს. უფრო მეტიც, ის გვევლინება არა, როგორც ერთერთი რიგითი პარტნიორი (ამ დროსაც კი მას უნდა ჰქონოდა მინიმუმ 25% იმ გამოცდილების, რაც გაწერილია რეკომენდაციებში სახელმწიფო შესყიდვების და საერთაშორისო პრაქტიკით) არამედ როგორც ლიდერი კომპანია და სწორედ მას გაუფორმდა ხელშეკრულება.

რაც შეეხება სატენდერო კომისიას (ბრძანება #250, 20.05.2015) კომისიაში წარმოდგენილია .თბილის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ..) არც ერთ ამ ბატონს არ გასჩენია შეკითხვები, ისე მიაკუთვნეს ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტი საქართველო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელშეკრულებას, რომელიც გაუფორმდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს, თანხით 2 800 000 ლარი, წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის განკარგულება N 2212, დათარიღებული 2015 წლის 15 ოქტომბრით, პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის ხელმოწერით. ხელშეკრულება გაფორმებულია 2015 წლის 15 ოქტომბერს, იმავე დღეს. რას ნიშნავს ეს? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ როგორ მოხერხდა , რომ ერთი და იმავე დღეს მოხდა ეს ყველაფერი, ასე ოპერატიულად დაირაზმა მთავრობა, ქალაქის მერია, მერიის არქიტექტურული სამსახური, კონტრაქტორი, რომ დილით ალბათ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს და შუადღისას უკვე გააფორმეს ხელშეკრულება. დღეის მდგომარეობით, როგორც ირკვევა სახელმწიფო შესყიდვების გვერდიდან, ამ ხელშეკრულებაზე გადარიცხულია 2 000 000 ლარი.

ჩვენ გვინდა ცოტა მეტად გავშალოთ, თუ რა ხელშეკრულებაა ეს და რას ემსახურება, რა შედეგს ველოდებით ამ ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების მთავარი მიზანია, შემუშავებულ იქნეს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა იმ პრობლების გადაწყვეტას, რაც დაგვეთანხმებით, თბილისს დღეს უამრავი გააჩნია. აქ იგულისხმება მშენებლობების და ქალაქის სივრცითი განვითარება, ეკოლოგიური პრობლემები, გამწვანებისა რეაკრიაციული ზონების შექმნა, სატრანსპორტო კოლაფსების გადაწყვეტის გზები, აგრეთვე ქალაქის განტვირთვის და განვითარების სტრატეგია, მოკლედ ის რაც დღეს არის ფაქტიურად გადაუჭრელი პრობლემა. და ასეთი მნიშვნელობის ხელშეკრულებას, როდესაც აფორმებ ტენდერის და კონკურსის გარეშე, ახალგახსნილ კომპანიასთან, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, რა თქმა უნდა (გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება კორუფციის დიდი რისკის შემცველია მათი რეკომენდაციებიც კორუფციის დიდი რისკის შემცველია) ეს არის ფუჭად გადაყრილი თანხები. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა წინ უნდა უძღვოდეს საფუძვლიანი შერჩევის პროცესი, უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველა საშუალება, რათა მოწვეული ყოფილიყვნენ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და სპეციალისტები, უნდა გამოცხადებულიყო არაერთ უცხოურ საიტებზე დაგეგმილი შესყიდვა. მაგალითად როგორიცაა „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი ( OJEU).

თბილისში არსებული მდგომარეობა მართლაც მძიმეა და რა თმა უნდა, უნდა შერჩეულიყო კომპანია, რომელსაც ერთი მაგალითი მაინც ექნებოდა წარმატებულად განხორციელებული გეგმის შემუსავების, და კონკრეტული ქალაქების ჩამონათვალით. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ტელევიზიებით და ინტერნეტ გამოცემებში, გაჟღერდა მათი პირველიმოსაზრებები“, რომელთაც საერთოდ არანაირი არც იურიდიული და არც ფუნდამენტურ გათვლებზე დამყარებული არგუმენტები არ გააჩნია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ , მათი არაარგუმენტირებული სურვილები. უფრო მეტიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ სურთ გადაფარონ არაპროფესიონალური, არაკვალიფიციური გენგეგმა, სკანდალური, სენსაციური განცხადებების ფონზე. ასე მაგალითად: ერთი ერთი მათი რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს რეკრიაციული ზონის გაშენება , იქ სადაც დღესდღეობით, 10 ათასობით დასაქმებული ადამიანია, არის კერძო საკუთრებები და ბიუჯეტში შედის მილიონობით ლარი და სადაც ხე არ გახარებულა არასოდეს და იქ გამომნდინარე ნიადაგის თავისებურებებიდან, ძალიან დიდ ხარჯთან გვექნება საქმე. წამოდგენილი შუალედური ანგარიშებით, როგორც აღნიშნავენ ამ დარგის სპეციალისტები არ არის გათვალისწინებული არც გეოლოგია, არც რელიეფის თავისებურება და ბიუჯეტური გათვლები და ეკონომიკურფინანსური დასაბუთება. ნაცვლად იმისა, რომ მერიის მიერ შეიქმნას დაპირებული დამატებითი სამუშაო ადგილები, დაიდოს მართლაც ქალაქის განვითარების დასაბუთებული გეგმა, მერიას მიეწოდება უტოპიური, ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი, სანახაობრივი და შოუს მაგვარი რეკომენდაციები. ეს ყველაფერი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ შერჩეული კომპანიას არ გააჩნია კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება და არ ჩატარდა შერჩევის პროცესი ადეკვატურად.

ჩვენმა ორგანიზაციამ აპირებს საფუძვლიანად შეისწავლა ამ კონტრაქტების მინიჭების კანონიერება და შემდეგ ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას შესაბამისი წერილით.

ა/ო შესყიდვების მონიტორინგის და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჯელიძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *