პოლიტიკა

გენგეგმის მიხედვით დედაქალაქში პარკირების ადგილები მცირდება და ფასი იზრდებ?!

ეს არის საერთაშორისო მიდგომა დღესდღეობით, რომ პარკირების სივრცეები არა გაზარდო, არამედ შეამცირო იმისთვის, რომ შემცირდეს ნაკადები და ხალხის ინტერესი, რომ ამ უბანში მოვიდეს კერძო მანქანით. გარდა ამისა, ფასის რეგულირება იძლევა საშუალებას, ამ საკითხში ჩაერთოს კერძო სექტორი

“ჩვენ ვქმნით თბილისის კონსტიტუციას” – ასეთი ამბიციური განაცხადით წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე თბილისის მერია და საზოგადოებას ამცნო, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი გამოცხადდა.

“სტაბილურობიდან მდგრადობამდე” – ასეთია გამარჯვებული კომპანიების სლოგანი, რომლის სამუშაო ვერსიაში “2030”-იც ფიგურირებს . “მომავლის ქალაქის ხედვა 2030”ექვსი ნაწილისგან შედგება.

ipress.ge-ზე გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას შეეხება და რომელიც განაპირობებს ქალაქის სამომავლო განვითარებას, თუმცა სამ მილიონად დაწერილი გეგმიდან ირკვევა რომ რეკომენდაციებს რომელსაც აღნიშნული ძვირფასი ნაწერი გასცემს პრაქტიკულად არანაირ კვლევებს არ ეყრდნობა. ანუ თემას ჰქვი “მოდი გავაკეთოთ რამე”გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს და დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

გვესაუბრება თბილისის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი, “სიტი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელი, გოგი აბაშიძე.

გოგი აბაშიძე: კომპანია ბერნარდ ბრენერ ინჟინიუს, ეს არის გერმანულ ავსტრიული კომპანია, თავდაპირველად, როდესაც ჩაერთო  ეს კომპანია, იყო ბრენერ ინჟინიუს, შემდეგ შესყიდვა მოხდა ამ კომპანიის უფრო მსხვილი კომპანიის მიერ და სახელი შეიცვალა. ამას იმიტომ გიხსნით, ჩახედვა თუ მოგიხდებათ თავდაპირველ დოკუმენტაციაში, რომ იცოდეთ, იქ რატომ არის სხვა სახელი.

– ძვირი არ დაჯდა მათი მომსახურება?!
– ეს პროექტი ბევრად მეტი უნდა დამჯდარიყო ვიდრე დაჯდა. მართალი რომ გითხრათ, მაგათაც ანგარიში გაგვიწიეს. მათ სხვა ინტერესიც გააჩნდათ – ბაზარში ჩართვის და დაფიქსირების ინტერესი ჰქონდათ. გარდა ამისა, ჩვენთან პარტნიორობის ინტერესი გააჩნდათ, ამას ანგარიში გაუწიეს და შესაბამისად, მოვახერხეთ იმ თანხებში ჩატევა, რაც დაფიქსირებულია ბიუჯეტში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს თანხები ევროპული სტანდარტებით არ იყოს საკმარისი, რბილად რომ ვთქვათ.
– 2 800 000 იდან, რომელიც გამოიყო ამ დოკუმენტისთვის, რამდენი მოდის უცხოურ კომპანიებზე?
– დაახლოებით ნახევარი არის უცხოურ კომპანიეაზე.
– მხოლოდ ამ გერმანულ კომპანიაზე, რომელიც ახსენეთ?
– სულ 7 უცხოური კომპანიაა: შტაინბაისი, ფრანჰოფერი, ალბერტ შპერის კომპანია, ალფრედ პრეტერის კომპანია, ბრენერი და მარტინ ანდერსი, რომელიც ეკონომიკაში დაგვეხმარა.
– ეს კომპანიები მთავარი გერმანული კომპანიების ქვეკონტრაქტორებია? საკონკურსო დოკუმენტაციაში, რომლითაც გაიმარჯვეთ, ხუთი უცხოური კომპანია ფიქსირდება.
– შეგვიძლია ვნახოთ დოკუმენტაცია…
 
– გენგეგმის საკითხებზე ვმუშაობდი 2009 წელსაც და მაშინ, სხვათა შორის, რამდენიმე საჯარო შეხვედრა და დისკუსია შედგა სამოქალაქო საზოგადოებასთან. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა: რა განსხვავებაა 2009 წლის გენგეგმასა და თქვენს მიერ შემუშავებულს შორის? ტრანსპორტის კონცეფციას ვგულისხმობ. თუ შეისწავლეთ საერთოდ ის დოკუმენტები და თუ ნახეთ რა ეწერა მაშინ?
– მართალი რომ გითხრათ, ამაზე მე რომ პასუხი გაგცეთ, ძალიან ზედაპირული იქნება, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მე კოორდინატორი ვარ პროექტის. დოკუმენტების შესწავლა მოხდა დარგების სპეციალისტების მიერ და დასკვნებიც დაიწერა. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ბევრი რამე, რაც იმ კონცეფციაში იდო ხშირ შემთხევვაში, ასახულია ჩვენს დაგეგმარებაში.
– 2009 წლის კონცეფციაზე ვსაუბრობთ, ხო?
– 2009 წლის მიდგომები დიდწილად გაზიარებულია, მაგალითად იმაზე ლაპარაკი, რომ საფეხმავლო და არამატორიზირებული ტრანსპორტის წინ წამოწევა აუცილებელია, იმ დოკუმენტშიც ფიქსირდებოდა. ეს არა მარტო ტრანსპორტს შეეხებოდა, სხვა დარგებშიც გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, გენგეგმა გარკვეულწილად ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს, ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია მისი ხელახალი დამუშავება, ამ პროეტსაც ჰქვია განახლება.
 
– თუ წინა დოკუმენტი არაეფექტური იყო, არ უნდა შეიცვალოს? თუ ეფექტური იყო, ახალი რაღა საჭიროა?
– არა, მაინც განახლება უნდა მოხდეს, არ შეიძლება უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ის არ ვარგოდა და ჩვენ თავიდან ვიწყებთ ქალაქის განახლებასო. ამდენად, ჩვენ ვალდებულებიც ვიყავით, გაგველო ის დოკუმენტი, პირდაპირ დავალებაშიც გვეწერა და შევისწავლეთ როგორც 2009 წლის, ასევე მანამდე დამუშავებული კონცეფციები.
– მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მთელი პრეზენტაცია მიეძღვნა სწორედ ქალაქის გენგეგმის საკითხს და მასთან დაკავშირებულ ხედვებს. მისი ხედვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად ტრანსპორტისა და გზების განვითარების სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამის შექმნაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ის ჯერ ბიზნეგგემის შემუშავებას აპირებს და მხოლოდ ამის შემდეგ მასტერპლანის…თქვენ რას იტყვით ამაზე?
– ეს მისი საარჩევნო პროგრამის საკითხია…
– და თქვენთვის არაა საინტერესო?
– ჩვენ ვართ დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ასრულებს გეგმარებით სამუშაოებს. ვერც მმართველი გუნდის და ვერც სხვა კანდიდტის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით და ვერც სხვა ხალხის განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
მაგალითად არსებობს კვლევა, რომელიც ასაბუთებს, რომ არ შეიძლება ელიავას ტერიტორიაზე გამწვანების მოწყობა. რატომ ამბობენ ასე, ეს არაა ჩვენი საქმე.
– ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც ამ ქალაქს აქვს, ეს არის საცობები და საცობებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თქვენი კონცეფციის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ცენტრალუტს უბნებში პარკირების საკითხის მოწესრიგება უნდა მოხდეს ან პარკირების გადასახადის გაზრდით ან პარკირების ადგილების შემცირებით. პრობლემის მოგვარებას ამ მეთოდით როგორ აპირებთ, შეგიძლიათ ამიხსნათ?!
– ეს არის საერთაშორისო მიდგომა დღესდღეობით, რომ პარკირების სივრცეები არა გაზარდო, არამედ შეამცირო იმისთვის, რომ შემცირდეს ნაკადები და ხალხის ინტერესი ამ უბანში მოვიდეს კერძო მანქანით. გარდა ამისა, ფასის რეგულირება იძლევა საშუალებას, ამ საკითხში ჩაერთოს კერძო სექტორი და მიიღოს ამაში მონაწილეობა, ანუ წარმოადგინოს პარკირება როგორც ბიზნესის სახეობა.
ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და არაა ჩვენი მოგონილი. გეთანხმებით იმაში, რომ საკმაოდ აგრესიულად შეიძლება მოგვეჩვენს მანქანების მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა ხშირად აუცილებელია ასეტი უბნების დაცვისა და კომფორტულობისთვის.
– თქვენ გიწერიათ ასეთი რამ თქვენსავე კონცეფციაში, მე-5 ტომში: საჭიროა საცობების ინტეგრირებული მოდელის შექმნა, რის საფუძველზეც მოხდება პარკირების  სისტემის გავლენის ხარისხის განსაზღვრა საცობზე და დადგინდება კავშირი ცალკეული ტერიტორიების მიხედვით პარკირების ადგილების დეფიციტისა და საცობების წარმოქმნას შორის.
ანუ თქვენვე წერთ იქვე, ეს მოდელი არ არსებობსო. თუ მოდელი არ არსებობს, რეკომენდაციას რის საფუძველზე იძლევდით?
– ეს მოდელი უნდა დამუშავდეს, მაგრამ არა გენგეგმის ფარგლებში. პარკირების საკითხი გენგეგმის ფარგლებში ვერ დამუშავდება, ეს ადმინისტრაციული ხელსაწყოა. ეს არ არის მიწათსარგებლობითი ხელსაწყო.
– მოდით, მარტივ კითხვას დაგისვამთ: კარგი ექიმი ავადმყოფს მხოოდ მას შემდეგ უსვამს დიაგნოზს, რაც გაეცნობა მის ანალიზებს. მკურნალობასაც მერე უნიშნავს და წამალსაც. თუ არანაირი კვლევები და მეთოლოგია არ გაქვთ, რეკომანდაციას რის საფუძველზე იძლევით?
– ახლავე აგიხსნით თქვენივე მეტაფორით, თუ შეიძლება. ექიმმა იმ ავადმყოფზე, რომელსაც მასთან გაუშვებთ, ზოგადი დიაგნოზი უნდა დასვას…
არა, ეგ არაა სწორი მიდგომა. დიაგნოზი უნდა იყოს ზუსტი…
– არა, კარდიოგრამაზე უნდა გაგიშვან თუ ნევროლოგურ გამოკვლევაზე, ხომ უნდა განსაზღვრონ? სწორედ ამას აკეთებს გენგეგმა. თორემ ის კონკრეტული დიაგნოზი, კონკრეტული გადაწყვეტა და რომელ წამალს შეგირჩევთ, ეს შემდგომი პროექტების თემაა.
– კი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ჩვენს ბიუჯეტზეა მიბმული და ასე ზოგადად უნდა მივუდგეთ ამას?
– მიწათმოქმედება არ არის პირდაპირ ქალაქის ბიუჯეტზე გაწერილი და ჩვენ ვერ გავწერთ ბიუჯეტს.
– თქვენ რაზე გაწერეთ ბიუჯეტი?
– ჩვენ გავწერეთ ის ძირითადი მიმართულებები, საით უნდა იაროს ქალაქმა.
– და რა დაჯდება ეს ყველაფერი, არ უნდა ვიცოდეთ? მაგალითად, რა დაჯდება რკინიგზის გადატანა? რა დაჯდება რკინიგზის გადატანა მიწისქვეშ, დათვლილი გაქვთ? რეკომენდაციაა, რომ უნდა გადავიდეს…
– ამის შეფასებას აკეთებს რკინიგზის კომპანია, ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ მეთოდოლოგიაზე, კონკრეტულ გადაწყვეტაზე, რა სახის მექანიკის გამოყენებით მოხდება. ამის კვლევა კეთდება ახლა. ამის დაკვეთა არ ყოფილა მიწათსარგებლობის ნაწილი.
– ანუ, გამოდის ამის კვლევაც არ არსებობს ჯერ. რა სახის დოკუმენტია მაშინ ის, რაც თქვენ წარმოადგენეთ? რა სტატუსი შეიძლება მივცეთ მას?
– ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ქალაქში გენერალურ მიდგომებს.
– როცა მეუბნებით, აქ პარკი უნდა მოეწყოსო, იქნებ იქ ისეთი ლანდშაფტია, რომ ხე არასდროს ამოვა? ლანდშაფტური სისტემის კვლევა ხომ უნდა არსებობდეს?
– ის, რომ სადმე ხე არ ამოვა, აბსურდია.დღეს ხე ამოჰყავთ სახურავზეც და ბეტონზეც. ეს უბრალოდ გადაწყვეტის საკითხია. გენგეგემა აყენებს პრობლემას და მისი განხორციელება გენგეგმის ამოცანა აღარ არის.
– გენგეგმის ფუნქციაში შედის ლანდშაფტების შესწავლა?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ლანდშაფტის კვლევები ჩატარებულია, რის საფუძველზეც თქვენ რეკომანდაციები გაეცით? კონკრეტული ადგილების კვლევებს ვგულისხმობთ. პარკირებაზე აღმოჩნდა, რომ არ არის კვლევები, მაინტერესებს კვლევის საფუძველზე რა გაკეთდა.
– პარკირებაც კვლევის საფუძველზე გაკეთდა, უბრალოდ არ მოხდა პარკირების კონკრეტული გადაწყვეტების შემუშავება, რადგან ეს არ არის მიწათსარგებლობის საკითხი. ასევე მოხდა ლანდშაფტის საკითხში და გვეხმარებოდა ექსპერტი ბატონი ელიზბარაშვილი.
– მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეას მართლა სერიოზულად განიხილავთ? სერიოზულად ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება რეალურად განხორციელდეს?
– ეს წაიკითხეთ დოკუმენტში?
– დიახ, დოკუმენტში გიწერიათ.
– სად წაიკითხეთ?
– თქვენს მიერ წარმოდგენილ გენგეგმის დოკუმენტში.
– რომელ გვერდზე, მითხარით?
იქ წერია, რომ ინფორმაცია არ არის საკმარისი, ხო? ჯგუფმა განიხილა ეს მასალა, იმიტომ რომ ჩვენ გეგმარებითი დავალებით დაგვევალა ეს და გამოვლინდა ინფორმაციის ნაკლებობა.
 
– არ წერია არსად, რომ ინფორმაციის ნაკლებობა გამოვლინდა. გიზით ეს ნაწილი კონცეფციაში ჩვეულებრივ.
– დადგინდა, რომ შემდგომი კვლევები უნდა ჩატარდეს.
არწერიაარცმასეთირამაიციტატა5.3. წყლის ტრანსპორტი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი გრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით). მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: ● მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; ● გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; ● აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით.
– გასაგებია, მაგრამ რადგან არ არის სათანადო კვლევა, დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
– სწორედ ამას გეკითხებით მთელი ინტერვიუს განმავლობაში. ყველაფერზე, რაც ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ კვლევები არ არის. და რას ეფუძნება მაშინ თქვენი კონცეფცია?
– ყველაფრზე არ წერია, რომ კვლევები არ არის. რაზეც არ არის, დაიწერა იმაზე, იმიტომ, რომ თუ არ დაიწერება ამის შესახებ, ქალაქს კვლევები არასდროს ექნება.
– მე ვფიქრობ, რომ ჯერ კვლევები იდება და შემდეგ ხდება მათი განხორციელება და არა პირიქით, განხორციელების გზები კვლევების გარეშე. ძირითადად პირიქითაა.
– გეთანხმებით, ძირითადად მასეა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. თუ ქალაქს არ გააჩნია კვლევები, უნდა დაიწეროს რაღაც კონცეფცია, რომელიც გამოავლენს რა კვლევებია საჭირო. მითუმეტეს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორშიც თბილისი იმყოფება.
– გენგეგმაში წერია, რომ უნდა მოხდეს ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა. კი ბატონო, ვთანხმდებით, რომ უნდა გადაიტანონ ნაგავსაყრელი, მაგრამ სად?   ამაზე არაფერია ნათქვამი.
– ნარჩენების ნაწილში განმარტებულია, რომ თანამედროვე   მიდგომებით არ არის მიზენშეწონილი ცალკეული ქალაქებისთვის ნაგავსაყრელების მოწყობა. საჭიროა მათი რეგიონალური კონსოლიდირება. თბილისის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელისთვის ხელსაყტრლი  არეალის გამონახვა ვერ მოხერხდა. ამდენად მიზანშეწონილია მისი რეგიონალურ ჭრილში განხილვა, რაც თბილისს საზღვრებს გასცდება.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: ipress.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *