რელიგია

გილოცავთ ნიკოლოზობას, რომლისგანაც მოდის თოვლის ბაბუა, ნიკოლაუსი, სანტაკლაუსი…

სანტა კლაუსი ანუ წმინდა ნიკოლასი, — გვიან ჩრდილოეთ ამერიკულ ტრადიციებში შობაზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. სიტყვა სანტა-კლაუსი წარმოიშვა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიური ტრანსკრიპციისაგან. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში – 19 დეკემბერი.

წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხდებული.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *