გოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოება

გოგი ლორთქიფანიძე – დროა ზედმეტი მადა დავაკარგინოთ ხელისუფალს

პატივცემულებო, ხშირად მესმის თქვენგან მთავრობა რა ვალდებულია ან ეს გააკეთოს ან ისო. ზოგადად მთავრობა და ხელისუფლება რა არის ამ კითხვაზე თუ გაქვთ თქვენთვის მაინც პასუხი?
საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით – ” ჩვენ საქართველოს მოქალაქენი…” ანუ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვთანხმდებით რომ ამ ქვეყანას უნდა ერქვას საქართველო, უნდა იყოს ასეთი და ისეთი, ადამიანებს უნდა ქონდეთ ამის და იმის უფლება და გარანტიები, ქვეყანა როგორ უნდა იმართებოდეს და კიდევ ბევრ სხვა რამეზე….
და რადგან დემოკრატია იცნობს მმართველობის მხოლოდ ორ ფორმას – 1. მოქალაქეების და ქვეყნის საქმეების მართვის დელეგირება არჩეული ორგანოსთვის და 2. პირდაპირი დემოკრატია – რეფერენდუმი, მანიფესტაცია, მიტინგი და ა.შ. ჩვენც ვსარგებლობთ ამ ორი ინსტრუმენტით ჩვენი ქვეყნის საქმეების მმართვის დროს.
ხოდა ამ ქვეყანაში ყველა არჩევითი და ყველა აღმასრულებელი ორგანო არის ჩვენთვის და უნდა იმუშაონ ჩვენი საქმების მოსაგვარებლად, იმ საქმეების რომელთა მოგვარებაც აღემატება ერთი მოქალაქის შესაძლებლობებს.
უნდა იმუშაონ ყველა ჩვენთაგანზე, მიუხედავად იმისა ჩვენ პირადად მივეცით მათ ხმა არჩევნებზე თუ არა..
… ჩვენ მათ ვქირაობთ და ვუხდით ფულს და ვართ ამ ღრმად პატივცემულების დამქირავებელნი… და თან ეს ღრმად პატივცემულები თვითონ თავხედურად განსაზღვრავენ რამდენად უნდა გვემსახურონ ჩვენ და ჩვენს ხარჯზე იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას და თან გვამადლიან თავიანთ არსებობას…
მე არ დამიწესებია მათთვის ეს ხელფას-პრემიები, არ მიმიცია მათთვის ჩემი ფულით ნაყიდი ძვირადღირებული ჯიპებით სეირნობის უფლება და მით უმეტეს არ დამიკანონებია მათთვის რომ წამდაუწუმ მამუნათონ და თან ჩემი სატკივარი და პრობლემა არაფრად მიაჩნდეთ…
მე არ მიმიცია მათთვის ეს უფლება – თქვენ მიეცით????
არა ხომ?

ხოდა დროა ამათ დავუკანონოთ ის უფლებები, რასაც ჩვენ ვთვლით რომ უნდა ქონდეთ და არცერთი მისხალით მეტი და ზედმეტი მადის გაჩენის შემთხვევაში მივაბრძანოთ კიდეც იმ ადგილებიდან.
და ამის დრო არის ეხლა სანამ ეს პატივცემული გვამები საკონსტიტუციო კომისიაში სხედან და ჩვენზე და ჩვენი ქვეყნის ბედზე “გულდათუთქულები” ცდილობენ რაც შეიძლება უკეთ მოარგონ საკუთარ თავებს და მათ შემდგომ მომავალ კლანის წევრებს ქვეყნის ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი….
და კიდევ,პატივცემულებო, ჩვენ გვრჩება დემოკრატიის მეორე და მთავარი იარაღი – სახალხო თვითმმარველობა ანუ პირდაპირი დემოკრატია და ნუ შეგვეშინდება, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ამ იარაღის გამოყენების.

პატივისცემით,
საზოგადოებრივი მოძრაობა – “სახალხო თვითმმართველობის” სახელით – გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე

https://www.facebook.com/gogilord1/posts/1842049872729892?pnref=story

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები