გოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკი

გოგი ლორთქიფანიძე – იქნებ დაინტერესებულიყო თბილისი და ეკითხა მერიის და საკრებულოსთვის რა დოკუმენტს იღებენ საერთოდ და რატომ ასეთი სისწრაფით…

გოგი ლორთქიფანიძე

facebook-ის გვერდიდან

პატივცემულო თბილისელებო, ერთხელ კიდევ შეგაწუხებთ და ამის მერე კიდევ უფრო ხშირად შეგაწუხებთ ამ საკითხით!!
მესმის რომ ძალიან დაკავებულები ვართ ზოგადად ყველანი – აგერ იმან იმას ეს უთხრა, იმას ის აცვია, აგერ ვიცე-პრეზიდენტი გვეწვია, იქეთ ხახოლობაც წაგვართვეს და ა.შ.
მაგრამ მაინც მოგწყვიტავთ ამ მსოფლიო მასშტაბის პრობლემებს ორიოდე წუთით და… შეგახსენებთ, რომ სულ მალე ქვეყანაში და თბილისშიც თვითმმართველობის არჩევნებია…. და იცით თუ არა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანუ ქალაქის ახალი “კონსტიტუციის” დამტკიცება უნდა მოხდეს სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში სასწრაფოდ და ახალი საკრებულოს და მერის არჩევამდე….
თუ ეს დამტკიცდა და მაშინ მაგ ფორმატით მოგვიწევს განვითარება (უფრო სწორედ არ განვითარება) 2030 წლამდე….
დოკუმენტი არის სქელტანიანი (1000 გვ.-ზე მეტი) და წარმოადგენს კეთილ სურვილებს, რომლებიც კეთილმა ადამიანებმა შექმნეს სულ რაღაც 2,8 მილიონ ლარად….
იქნებ დაინტერესებულიყო თბილისი და ეკითხა მერიის და საკრებულოსთვის რა დოკუმენტს იღებენ საერთოდ და რატომ ასეთი სისწრაფით…
ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა ეს პატივცემულები ჩქარობენ, რაღაცას მამაძაღლობენ (ბოდიშით სკაბრეზისთვის, მაგრამ მოუხდა 🙂 ) …
მე დავინტერესდი და ვიწყებ ამ თემის აქტუალიზაციის მცდელობას…
ისე თბილისის მომავალი მერობის კანდიდატებიც, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით კი არაფერი დაშავდებოდა…
ღამის ცხოვრება კარგია, მაგრამ დღისითაც რაღაცა ხომ გვინდა თბილისელებს..
🙂

თეგები
იხილეთ მეტი