პოლიტიკა

გოგი ლორთქიფანიძე – მცირე მთავრობის მოდელი კონცეპტუალურად მცდარია

small government ნიშნავს მცირე მმართველობას და არა მცირე მთავრობას

„დღეს ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ე.წ მცირე
მთავრობის მოდელი არის კონცეპტუალურად მცდარი და გათვლილია მხოლოდ დროებითი პიარ შედეგების მიღწევაზე.

ეს ცვლილებები გაცილებით გაართულებენ ქვეყნის მართვას, ვიდრე გაადვილებენ მას.

მცირე მთავრობა არ არსებობს, არსებობს პატარა მთავრობა (ცოტა მინისტრები და არა ცოტა სამინისტრო ფუნქციები) და მცირე მმართველობა, ანუ ცოტა სამინისტრო ფუნქციები, ანუ ნაკლები რეგულირება და მართვა სახელწიფოს მხრიდან.

მართვა არის ფუნქცია, მთავრობა არის მინისტრებისგან შემდგარი კოლეგიალური ორგანო.

მინისტრების შემცირებით მცირე მმართველობა არ მიიღება, ის მიიღება მხოლოდ ფუნქციების შემცირებით.

ბ-ნი ბახტაძე ამცირებს მინისტრებს მაგრამ არა ფუნქციებს. ეს არ არის მცირე მთავრობა, ეს არის ცოტა მინისტრები ბევრი ფუნქციებით.

ამიტომ შემოთავაზებული მოდელი აპრიორშივე განწირულია არეფექტურობისთვის.

ტერმინი small government ნიშნავს მცირე მმართველობას და არა მცირე მთავრობას.“- წერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *