საზოგადოება

გოგი ლორთქიფანიძე: ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება კაი ტიპობა კი არა ყველაზე დიდი გოიმობაა

ნარკოტიკის მომხმარებელი გოიმია და არა კაი ტიპი!!!

გუშინ შევიკრიბეთ ალექსანდროვის ბაღში, ვისაუბრეთ და იმედი გამოვთქვით, რომ აქტიურობას ისევ გავაგრძელებთ.
არა უშავს თუ ცოტანი ვიყავით, ვინც ვერ მოვიდა (3 დღით ადრე დაანონსებულ აქციაზე) ისინიც ჩვენს გვერდით იდგნენ და ბრძოლა კიდევ გრძელდება.
ცუდი რამეები ხდება ქვეყანაში …
ეს დაპირისპირება და აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. ერთი მხრივ ლიბერალიზაციის მომხრეები, რომლებიც არასწორი მესიჯებით გამოდიან და მთავარ ლოზუნგად მარიხუანის უვნებლობას და სამკურნალო თვისებებს აფრიალებენ, რაც სრული აბსურდია; მეორე მხრივ კი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ვერაფრით აცნობიერებენ იმას, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასასჯელად ამჟამად არსებული კანონები არაადექვატურად მკაცრია და ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში პროტესტს იწვევს.
ამ დაპირიპირების ფონზე კი ხეირობს ნარკომაფია და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას, თუნდაც „მოწამლული“ და სასიკვდილო ნარკოტიკების სპეციალურად გავრცელებით.
ეს პოლარიზაცია უნდა მოიხსნას.. ისე პრობლემას არ ეშველება.
და უმთავრესი რაზეც ყველანი შევთანხმდით აქციაზე მოსულებიდან, რომ საჭიროა სიტუაციის მორალურად გადატეხა და ნარკოტიკების მოხმარების ტრენდულობასთან დაპირისპირება. როგორც კი საზოგადოებაში დამკვიდრდება აზრი, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება კაი ტიპობა კი არა არამედ გოიმობაა, მაშინვე ეს პრობლემა მინიმუმ 50%-ით დაკარგავს აქტუალობას და მოხმარებაც შემცირდება
ნარკოტიკის მომხმარებელი გოიმია და არა კაი ტიპი !!!!
ეს არის ჩვენი რეცეპტი.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *