პოლიტიკა

გოგი ლორთქიფანიძე – “ჩემი ხმა გელას – ეგ თუ არ გჯობდეთ ყველას”

ტიპები ხელისუფლებას" მგელი მოდის ძახილით" ინარჩუნებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სახალხო თვითმმართველობის” თავჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე, ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ეხმაურება და თავის მოსაზრებას აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე:
“ედიკას დროს – არიქა ზვიადისტები მოვლენო, მერე მხედრიონი ბრუნდებაო, მერე ასლანი მოვაო, მერე ნაცები გვაშინებდნენ – აბა ღიპიანი გაიშნიკები ბრუნდებიანო, მერე საერთოდ აღარც არაფერს გვეკითხებოდნენ…
ეხლა კი ოცნებამ ყველა თავისი წინამორბედის გამოცდილება გააერთიანა და საფრთხობელას შექმნაში (სხვა არ გამოდის არაფერი და რა ქნას) საერთოდ ჩემპიონი გახდა…..

ჩვენი ბრალია ყველაფერი, იმიტომ რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვაძლევთ უფლებას ხელისუფლებას, რომ მორჩილ მასად ჩაგვთვალოს, არაფერი არ დაგვეკითხოს, ყველა იდიოტობაზე ტაში გვაკვრევინოს და ყოველი არჩევნების წინ საფრთხობელას და საკუთარი უსხურობის არჩევანის წინაშე დაგვაყენოს…

გვაბოლებენ (უკვე დაბოლებულებსაც გეხებათ) პატივცემულებო…

ტიპები ხელისუფლებას” მგელი მოდის ძახილით” ინარჩუნებენ და თან ამ მგელს თვითონ აძლევენ სახრავს…

კარგი წახვედით დღეს და შიშის და ხათრის გულისთვის მიეცით ხმა…. მერე ხვალ, ზეგ რას აპირებთ – ისევ ასე გინდათ ცხოვრება?

აბა რა ვქნათო?
მე რა ვიცი რა უნდა ქნათ… გამოფხიზლდით ცოტა და მიხვდებით…. (დაინტერესებულებისთვის კი ვიცი რა უნდა ვქნათ 😉 )

ჯაბა იოსელიანმა რომ გაგვაგზავნა ერთ დროს – ტრამვაის გაყევითო იმ ტრამვაის მივყვებით დღემდის 🙁

ჩემი ხმა გელას… ეგ თუ არ გჯობდეთ ყველას 😉 ”

http://fact2.ge/wp-content/uploads/2018/06/11221874_1605110476423834_4967706643351423733_o.jpg

ედიკას დროს – არიქა ზვიადისტები მოვლენო, მერე მხედრიონი ბრუნდებაო, მერე ასლანი მოვაო, მერე ნაცები გვაშინებდნენ – აბა…

Posted by გოგი ლორთქიფანიძე on Sunday, September 23, 2018

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *