ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

გოგი ლორთქიფანიძის facebook-იდან – როგორი ქვეყანა მინდა

გოგი ლორთქიფანიძე
21 აპრილი, 23:49-ზე ·
ძველ გვერდზე მქონდა ეს პოსტი დადებული
გავიმეორებ, ჩემი რა მიდის smile emoticon
———————
2013 წლის 27 მაისი, 22:41-ზე

ფასეულობები:

ტრადიციული და რელიგიური ღირებულებები; კანონის უზენაესობა; პიროვნების თავისუფლება; კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;სოციალური სამართლიანობა

პრიორიტეტები:

ეროვნული თვითმყოფადობა, საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, საგარეო პოლიტიკაში ევროპული ვექტორის მიმართულება

კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა:

საქართველოსთვის ღირსეული, ისტორიულად სამართლიანი და რეალობაში ყველაზე მეტად სარგებლიანი სახელმწიფო წყობა – კონსტიტუციური მონარქია. ამ მოდელში მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, მონარქი კი თამაშობს ძლიერი არბიტრის როლს. იდეის გამარჯვებამდე ოპტიმალური გარდამავალი წყობაა საპარლამენტო რესპუბლიკა, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტით.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდება მყისიერად და უახლოეს10–15 წელიწადში, ოკუპირებული ტერიტორიების სამშობლოს წიაღში დაბრუნებისათვის აუცილებელია გამოვიყენოთ იქნეს ყველა ის პოლიტიკური თუ ძალისმიერი მეთოდი, რომელიც დღემდე გამოუგონებია კაცობრიობას. უპირატესია კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარება და ამ კუთხით აფხაზებსა და ოსებთან უშუალო კონტაქტები და პირდაპირ დიალოგი. აქტიური მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოსთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვევობის საკითხთან დაკავშირებით, რათა გაგრძელდეს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა.

საგარეო პოლიტიკა:

საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტია ევროპული ვექტორის მიმართულება და ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ბუნებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა; თუმცა ამ დროს განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული იქითკენ, რომ ინტეგრაციის პროცესში საქართველომ შეინაჩუნოს თვითმყოფადობა, ტრადიციული მემკვიდრეობა და არ შეილახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ინდივიდუალური პარტნიორობის და ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას როგორც აშშ–თან,ისე რუსეთთან და აზიის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ მოთამაშეებთან.

რეგიონული თანამშრომლობა:

საქართველომ უნდა აღიდგინოს კავკასიის ცენტრის და ლიდერის დაკარგული ფუნქცია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვიქცეთ რეგიონში პოლიტიკური, საზოგადოებრივ–კულტურულ და ბიზნეს შესაძლებლობების რეალიზაციის მთავარ ცენტრად.საქარათველო უნდა გახდეს სტაბილურობის გარანტი რეგიონში და, ამავე დროს, შეასრულოს დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია კავკასიასა და ევროკავშირს შორის.

თავდაცვის პოლიტიკა:

თავდაცვის ეროვნული დოქტრინის შემუშავება..თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ნატოს სტანდარტების შესაბამისი მობილური და მცირე რიცხოვანი (15–20 ათასი) შეიარაღებული ძალების შექმნა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების უზრუნველყოფა. ქართველ ოფიცერთა ელიტის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა. მრავალსაფეხურიანი რეზერვის სისტემის შექმნა.

ეკონომიკა და ბიუჯეტი:

ეკონომიკის სტრუქტურული განვითარება უნდა დაემყაროს იმ მიმართულებების განვითარების უპირატეს ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკურ, სასურსათო, სატრანსპორტო, საინფორმაციო უსაფრთხოებას და შეიცავენ ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალს.

ბიუჯეტის განაწილება : ადმინისტრაციული ხარჯები – 3 %;თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 14%; ჯანდაცვა და სოციალური სფერო –30%; განათლება –20%; სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა– 25%; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა –3%; გარემოს დაცვა – 3%; საერზერვო ფონდი – 2%

ბიზნესი, გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა:

საგადასახადო სისტემის მოდერნიზაცია და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწა; სახელმწიფოს მიერ უფასო სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბება ბიზნესის დაწყების მსურველთათვის, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება და მისი გათანაბრება საარსებო მინიმუმთან; მცირე და საშუალო ბიზნესის ცნებების მკაფიო განმარტება; მცირე ბიზნესის სახელმწიფო რეგისტრაციის პირველ წელს მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება. საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე; დღგ-ს გადამხდელის ზღვარის აწევა 300.000-მდე. საბანკო სისტემისთვის გონივრული რეგულაციების დაწესება საპროცენტო განაკვეთის დაწევის და კრედიტის მიღების.

განათლება:

განათლება უნდა იყოს ჩვენიზრუნვის უმთავრესი საგანი. განათლების ბიუჯეტი უნდა იყოს მუდმივად მზრდი და არა ნაკლებ ქვეყნის ბიუჯეტის 20%–ისა. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო, რაც არ გამორიცხავს კერძო საგამანათლებლო სასწავლებლების არსებობას. მნიშვნელოვნად უნდა უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების დაფინანსება. სასკოლო განათლება უნდა გადავიდეს სამსაფეხურიან სისტემაზე: ა) დაწყებითი განათლება (1-6), ბ) ბაზისური განათლება (6-10 კლასი), რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს შესაბამის დიპლომს და შეძლებს, დაიწყოს მუშაობა ან გააგრძელოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში; გ) ბოლო საფეხური(11-12 კლასი) , რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სწავლლის გააგრძელება უმაღლეს სასწავლებელში;

სოციალური უსაფრთხოება:

კანონით უნდა განისაზღვროს პენსიის ქვედა ზღვარი და ის უნდა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს.უნდა განისაზღვროს უმუშევრის სტატუსი და შემოღებული იქნეს შესაბამისი შემწეობა. კანონით უნდა განისაზღვროს დიასახლისის სტატუსი. მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს სოციალური დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები და მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი სუბიექტური ინტერპრეტირების და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სოციალური აგენტებისთვის. უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან კერძო საპენსიო ფონდების შექმნის წახალისება.

ჯანდაცვა:

საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით, რომელის შინაარსის განმსაზღვრელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლით სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები

დასაქმება:

სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს შრომის თავისუფლების, ღირსეული საარსებო პირობების და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. უმუშევრობის პრობლემის დაძლევის უმთავრესი პირობაა არა მარტო ქვეყნის მდგრადი განვითარება, არამედ განათლებისა და გადამზადების სფეროში მიზანმიმართული გონივრული ინვესტიციები და შრომის ბაზრის ყოვლისმომცველი რეფორმა. რეფორმა გულისხმობს უმუშევრის სტატუსის სამართლებრივ განსაზღვრას და შესაბამისი შემწეობის შემოღებას.

https://www.facebook.com/gogilord1/posts/1582771845324364[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები