ნინო ხაჩიძეპოლიტიკა

დავით ნარმანიას გეგმა: თბილისი კერძო მანქანების გარეშე

"თვალდაფსებული" დედაქალაქი, ანუ თბილისის მერიის ზურიკელასეული პათოსი

ნინო ხაჩიძე

როგორც იქნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა – და მერე რა, რომ უცხოურმა კომისიამ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა ეფიქრა თბილისის განვითარებაზე, იმას გარდა, რომ თბილისზე მოფიქრალთა შორისაც აუცილებლად უცხოელები უნდა ყოფილიყვნენ და, რაც მთავარია, ისეთია, ჯობდა, საერთოდ არ შემუშავებულიყო?!.
მაგრამ, რაკი ხსენებული გენგეგმა თვით „ვეფხისტყაოსანზე“ ვრცელია და სპეციფიკური, თავს არ შეგაწყენთ მისი დეტალური გაანალიზებით (მხოლოდ ერთს გეტყვით –  მიწათსარგებლობის გეგმა მიწათსარგებლობის გეგმაა, ხოლო გენგეგმა – გენგეგმა, გენგეგმა მიწათსარგებლობის გეგმის საფუძველზე იქმნება, ხოლო მიწათსარგებლობის გეგმა განსახლების გეგმის საფუძველზე, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ამდენად, ეს დაახლოებით ის შემთხვევაა, როდესაც არავინ იცის ვისი გასაღები ვის როიალშია).

მაგრამ, თუ ამ დოკუმენტს ვერწმუნებით, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, იმ წერილის პათოსითაა დაწერილი, აი, რომულიმ რომ უკარნახა მერიზე უგონოდ შეყვარებულ ზურიკელას, 2030 წლისთვის თბილისში კერძო ავტომობილები, უბრალოდ, აღარ იარსებებს.
მომყავს ციტატა: „წარმოვიდგინოთ 2030 წლის თბილისი… ქალაქში ხალხს არ სჭირდება კერძო ავტომობილები. ყველაფერი ფეხის სავალ მანძილზე ან გამართული საჯარო ტრანსპორტითაა ხელმისაწვდომი. ქალაქში ცხოვრება სასიამოვნოა, განსაკუთრებით მის შემდეგ, რაც ახალი ურბანული მობილობის ფორმების „თბილისური გამოცდილების” განუყოფელი ნაწილი გახდა… ქალაქი მცირე, ინოვაციური ბიზნესების ცხელი წერტილია. ორგანული აგრობიზნესებითა და სტუმართმასპინძლობით. საქართველო მსოფლიო მოთამაშეა და მისი პროდუქტები მთელ მსოფლიოშია ცნობილი.“
იმ მარტივი მიზეზით, რომ პირადად მე, ასეთი ქართული არ ვიცი, ბევრი ვერაფერი გავიგე, გარდა პათოსისა – “მე მაგიჟებენ შენი თვალები, წამწამები, მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, მკლავები, ბროლის კბილები…“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი დედაქალაქი სწორედ ასე უნდა განვითარდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამას განვითარება შეიძლება, ეწოდოს, ამის დაწერა კი ორი მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა (ზუსტად ამდენი გადაუხადა დედაქალაქის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ სა–უცხო–ო კომპანიას), საკითხავიც აი, ის არის: ვისმა მკლავებმა გააგიჟა დედაქალაქის მერია?!

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *