მთავარი ბლოკიპოლიტიკა

დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე, მიხეილ ჯიბუტი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ: დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართ¬ვე¬ლი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:
1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში.
2. დღევანდელი საქართველო უკიდურესად ღატაკია. ოჯახთა ერთი მეექვსედი ვალით იკვებება. საქართველოში ჯერ კიდევ შიმშლით იღუპება ბავშვები. ამიტომ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის წინაშე,გარდა საკვებით უზრუნველყოფისა, დგას მრავალი ცდუნება თავისი უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ტოტალურად გაყიდვისა (თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მედიცინა საქართველოს მოსახლეობისათვის ფინან¬სუ¬რად მიუწვდომელია, აგრეთვე, მიუწვდომელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული სრულფასოვანი განათლება და მრავალი სხვა რამ). მაქსიმუმ ორ თაობაში ყველა ქართველი ოჯახი იძულებული იქნება თავისი წევ¬რის გადასარჩენად გაყიდოს თავისი მიწა.
3. არის ზოგადი ინტერესი საქართველოს მეზობლებისა საქართველოს დემოგ¬რა-ფიული ათვისების მიმართულებით (საქართველოს სახელმწიფო არც ერთ მათგანთან კონკურენტუნარიანი არ არის).
4. არის რუსეთის სპეციალური (სტრატეგიული) ინტერესი საქართველოში მი¬წის მოპოვებისა და თავის მომხრე ეთნიკური ანკლავების შექმნის მიმართუ¬ლებით. მასთან მიმართებაშიც საქართველო არაკონკურენტუნარიანია.
მაშინვე დაგისახელეთ რამდენიმე ძირითადი მოტივი საქართველოს მმართველი ჯგუფების, მათ შორის _ ხელისუფლების დაინტერესებისა მიწის უცხოელებზე გაყიდვაში.
ყველა ჩამოთვლილი მოტივი კრიმინალურია. მათს განმეორებას წინამდებარე მიმართვაში ზედმეტად ვრაცხთ.
თქვენგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ თქვენ საჯაროდ გამოთქვით აზრი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ჩვენს სახელმწიფოს აიძუ¬ლებს ის (ალბათ იგუ¬ლისხმება, სამწუხარო) გარემოება, რომ საქართველოს საკონ¬ს¬ტიტუციო სასა¬მართ-ლომ ხუთი წლის წინ მიიღო გადაწ¬ყვეტილება, რომლის თანა¬ხ¬მადაც საქართ¬ველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება სა¬ქართ¬ველოს არსებულ კონსტიტუციას.
უცხოელებზე მთლიან გაყიდვისაგან თქვენი განცხა¬დე¬ბის შესახებ, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნი¬სის გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ შემდეგს:
დღეს თქვენ შეგიძლიათ ცალსახად ამხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი და ამ სასამართლოს პლენუმის წევრები, როგორც მოქალაქენი, იმაში, რომ მათ მიერ ერთხმად მი¬ღებული 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512, რომელმაც დააკანონა შეზღუდვების მოხსნა უცხოელები-სათვის საქართველოს მიწის გაყიდვაზე არის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბება კონს¬ტი¬ტუციის ფორმულირებათა აზრისა ერთის მხრივ კორუფციულ მიზანთა მქონე შინაგანი და გარეგანი ძალების სასარგებლოდ და მეორეს მხრივ საქართ¬ვე¬ლოს მიმართ მტრულ გარეშე ძალთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად გ. პაპუაშვილის მხილებისა მის მიერ სახელმწიფოს ინტერესთა პირდაპირ ღალატში რუსეთის სასარგებლოდ სხვა, მიწასთან არდაკავშირებულ ეპიზოდში.
პლენუმის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მიზანმიმართული გაყალბების პუნქტები შემდეგია:
1. გადაწყვეტილება არის კრიმინალური, სახელდობრ, შეგნებულად ყალბი დებუ-ლებების მომცველი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნისკენ მიმართული. დო¬კუ¬¬მენტის შემქმნელნი და მიმღებნი შეგნებულად ატყუებენ სახელმწიფოსა და მო¬სახლეობას, თითქოს კონსტიტუციის სიტყვები, `დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება~ (მუხლი 21, #1) გულისხმობს კონკრეტული პირისათვის კონკრეტული მიწის წართმევას. ამ თემას ეს მუხლი არ ეხება. სინამდვილეში იგი კრძალავს მხოლოდ საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების, მოხსნის საკანონმდებლო აქტს. აზრია: კონს¬ტი¬ტუციაში ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ეს სიტყვები, `საკუთრების გაუქ¬მება~ სწორედ ამ შინაარსით იხმარება დემოკრატიული განვითარების ზოგადი თემი¬სადმი მიძღვნილ ურიცხვ თანამედროვე დოკუმენტებში.
ეს ყოვლად უსირცხვილო სიცრუე მხოლოდ იმიტომ შეიძლება გადიოდეს (და სადღეისოდ გადის) ჩვენს სახელმწიფოში, რომ საქართველის მიწის მთელი მას¬შ¬ტა-ბით მიტაცების დივერსიული გეგმა 2012 წელს, როცა ხსენებული გადაწ¬ყვეტილება მიიღეს, დივერსიული სახელმწიფო მანქანის პრიორიტეტულთა შორის პრიორიტეტული მიზანი (დავალება) იყო. სინამდვილეში ციტირებული ფორმუ¬ლი¬რება ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: საქართველოს კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ამოღება დაუშვებელია.
2. იგივე სუბიექტები შეგნებულად ატყუებენ იმავე აუდიტორიას (სახელმწიფოსა და საზოგადოებას), როცა უმალავენ, რომ საგნის იძულებითი გადაყვანა ინდი¬ვი¬დის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში (მუხლი 21, #3) არ არის სა¬კუთ¬რების წართმევა. წართმევა იგი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ახ¬ლავს ყოფილი მესაკუთრეებისათვის ადექვატური ფულადი კომპენსაციის გადახდა.
3. დაბოლოს, ყველაზე უსირცხვილო, ცინიკური ელემენტი პლენუმის გადაწ-ყვეტილებისა არის განცხადება, რომ იგი `ვერ ხედავს~ იმის `აუცილებელ საზოგა-დოებრივ საჭიროებას~ (მუხლი 21, #1), რომ დაიცვას საქართველოს მოსახ¬ლეობა, ერის მომავალი მისი მთავარი საარსებო ბაზის _ მიწის _ ტოტალურად გადასვლისაგან უცხოელთა საკუთრებაში. ამ ცინიკურ, ასე ვთქვათ, `თეორიულ~ დებუ¬ლებას თან სდევს პრაქტიკული კრიმინალი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არ ცნო საჭიროდ ექსპერტიზის დანიშვნა იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რა არის, პერსპექტივაში, ამ მასობრივი პროცესის
_ ეკონომიკური
_ სტრატეგიული
_ სოციალური და
_ ფსიქოლოგიური
შედეგები. ეს ფაქტი ნათლად მოწმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სახით საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, ფაქტობრივად, შეთქმულებაში იმყოფება საქართველოსა და მისი ყველაზე უფრო სა¬სიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ. წინამდებარე მომართვა არის ჩვენი ცდა, რომ ამ ჯგუფისაგან საქართველოს დახსნის რაციონალური, ფაქტობრივი მა¬სა¬ლების სიუხვით შემაგრებული გზა შემოგთავაზოთ და გირჩიოთ. თუ თქვენ ამ რჩევას უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მიზნისათვის უფრო რაციონალური გზა გეგულებათ. ის, რომ თქვენ ასეთ გზას არ ასახელებთ, _ იმაზე შორს არ მიდიხართ, რომ სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას ახსენებთ, როგორც გადაულახავ დაბრკოლებას მიწის სწორი კანონმდებლობითი განკარგვის საქმეში _ ლოგიკურად ნიშნავს, რომ თქვენ კაპიტულაციის, მტერთა შეთქმულებისათვის სრული დათმობის განწყობით ბრძანდებით.
რაც შეეხება ბ-ნ პაპუაშვილის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს პირ¬დაპირ ღალატს რუსეთის სასარგებლოდ, ამის საილუსტრაციოდ გისახელებთ შემ¬დეგ ფაქტს:
გ. პაპუაშვილმა ევროპულ პრესაში მოათავსა წერილი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ, სადაც ჩართულია მიზანმიმართული სიცრუე, თითქოს ამ კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულ იქნა 1921 წლის 17 მაისს. აი მისი ტექსტი: “Defeated by Bolshevik Russia, the last meeting of the Constituent Assembly of the Independent Republic of Georgia was held on March 17, 1921 and the Assembly passed a decree temporary suspending the operation of the Georgian Constitution” (`ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამარცხებული, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება შეიკრიბა თავის უკანასკნელ შეკრებაზე 17 მარტს, 1921 და მიიღო დეკრეტი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ~).
არაფერი მსგავსი არც ისტორიაში, არც მის შესახებ არსებულ რომელსამე პირდაპირ ან არაპირდაპირ წყაროში მითითებული არ არის. ამ დეზინფორმაციის წყაროდ სხვას ვერაფერს ვივარაუდებთ გარდა რუსეთის ნებისა, რომელიც 1921 წლის პირველ ნახევარში ყველა საშუალებით ცდილობდა
_ საქართველოსა და მისი ხელისუფლებისაგან ოფიციალური კაპიტულაციის გამოძალვას
_ მათგანვე საქართველოს კონსტიტუციის გაუქმების ან შეჩერების გამოძალ¬ვას.
სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ პიროვნებათა ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო სა-შიშროების ფაქტი მოსამართლეებს უწყებული ჰქონდათ პროცესში მონაწილე სტუდენტური `მე¬გო¬ბართა ჯგუფის~ მიერ. იმავე შინაარსის დანაშაული აქვს იმ დროის პარ¬ლა¬მენტს (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი), რომელიც პროცესში მონა¬წილე იყო, როგორც მოპასუხე, და აღნიშნულ თემაზე ექსპერტიზა არ მოითხოვა.
რაც შეეხება თქვენს 11 მაისის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწის გაყიდ¬ვის გზა საქართველოში ყველა შემთხვევაში დარჩება, რადგან ბანკები, სა¬დაც უცხოე¬თის კაპიტალს წამყვანი მდგომარეობა აქვს, თვითონ გაყიდიან მასში ჰიპო¬თეკის სახით ჩადებულ მიწებს, იგიც კაპიტულაციაა: თქვენ შეგიძლიათ და ვალდებული ბრძანდებით, რომ ბანკებსაც მიწის გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაუვრცელოთ.
თქვენი ეს განცხადება მრავალმხრივი, მათ შორის ფილოსოფიური (აქსი¬ო¬ლო-გიური) არაინფორმირებულობის შედეგია: ადამიანიც და ერთმანეთზე გენუი¬ნუ¬რი (ნაღდი) ემოციური კავშირებით მიბმული ჯგუფი, ფსიქოლოგიურად, თავისი ღი-რებულებათა სისტემით ცხოვრობს. ყოველ ინდივიდს, სოციალურ ჯგუ¬ფსა და ფენას, პოლიტორგანიზაციასა და ინსტიტუტს, თავისი ღირებულებათა შკალა აქვს. სახელმწიფოს პირველი ღირებულებაა (და, შესაბამისად, ვალდებუ¬ლებაა) ამ სა¬ხელ-მწიფოსა და ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, მოცემულ საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და პერსპექტიული (სიცოცხლის¬უნარიანი) ქვეყნისა. თავისი ბანკების ბედი ან ინტერესი და თუნდ მსოფლიოსთან კეთილი ურთიერთობის ინტერესი, მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებთან სიამ¬ტკბი¬ლო¬ბის ინტერესი თავისი ღირებულებით ამ პირველი ღირებულების უკან დგას, ვერც¬ერთი მას ვერ შეეტოქება. ამ მარტივი ჭეშმარიტების არცოდნა ზოგად¬მოქა¬ლაქეობ¬რივი და პოლიტიკური არაკომპეტენციის (უმწიფარობის) სინონიმია. ამიტომაა, რომ სა¬ქართ¬-ველოს ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერეს¬თა მიზანმი-მარ¬თუ¬ლი ღალატის ბრალდების რიდით, დააკანონოს, რომ ბანკებსაც, ისევე როგორც ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს საერთოდ, მათ ხელთ აღ¬მო¬ჩენილი მიწის მხო¬ლოდ საქართველოს მოქალაქეზე მიჰყიდვის უფლება აქვს.
საქართველოს მიწა მისი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მისი წიაღი და სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები არის საქართველოს საარსებო ბაზა აწ და მარადის. ქართველი ერის ყოველი შვილის და საქართ¬ვე¬ლოს ყველა მოქალაქის წმინდათა-წმინდა ვალია მომავალ თაობებს, დღეიდან უსასრულობამდე, საქართველოს ეს სიმდიდრე მისი არსებობის საფუძ¬ველი შეუნა¬ხოს შემცირების, ხარისხობრივი დაქვეითების, მასზე საქართ¬ველოს ხელისუფ¬ლების, ქართველი ერის და საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის საშუა¬ლებათა შესუსტების გარეშე.
ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები მთლიანად, საქართველოს მიწის მიმართ და თავისი შთამომავლობის მიმართ ვერცერთ ნაბიჯს, მიმართულს ზემოაღნიშნულ უფლებათა და მოვალეობათა შესუსტებისაკენ ვერ დაუშვებენ, თუ იგი არ იქნება მოტივირებული სტრატეგიული საჭიროებით და მოწონებული იქნება საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობით. უცხო მოქალაქეზე და უცხო ძალაზე _ რომელიმე სუბიექტისთვის ზოგადად _ საქართველოს მიწის გამოსაყენებლად მიშვება ჩვენის აზრით აუცილებლად უნდა გულისხმობდეს თავის ფორმად არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ გრძელვადიან (15-25 წლიან) იჯარას, რომელიც დატვირთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებებით.

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე, მიხეილ ჯიბუტი

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები