ასტროლოგია

დაპროგრამებული სიზმრები ძალიან საშიშია და სახიფათო, ამიტომ, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა.


ეზოთერიკოსი სანდრო:
ეზოთერიკოსები ძილის პროცესს რეინკარნაციასაც უკავშირებენ და მათ თავიანთი ახსნებიც აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. ძილის დროს პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს სცილდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი რეალობას ვეჯახებით, ანუ რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადახარშვაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება.
ბევრი მეკითხება, არის თუ არა სიზმარი სინამდვილის ანარეკლი, დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა, აქვს თუ არა სიზმარს წინასწარმეტყველების უნარი, არის თუ არა ის ჩვენი განწყობის სტიმულატორი, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ დაპროგრამებული სიზმრები ძალიან საშიშია და სახიფათო, ამიტომ, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა. კერძოდ, ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ისინი.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები