ავტომთავარი ბლოკისაზოგადოება

დასრულდა, მანქანების ოფიციალურად გატაცების ეპოქა!!!

ოთარ ჩრდილელი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას!!!

დასრულდა, მანქანების ოფიციალურად გატაცების ეპოქა!!!

დღეს განვახორციელეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება: C.T. Park-ს და მსგავს კომპანიებს, დგომა-გაჩერების წესების დარღვევით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება შეეზღუდა.
კომპანიას აღარ ექნება უფლება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი არ ქმნის საავარიო სიტუაციას, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი მანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – 10 ლარით დაჯარიმდება…
კანონში კიდევ ერთი სიახლე შევიდა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს, სადგომაზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყონებლივი მიღების შესაძლებლობა – ცხელი ხაზის, ან ელექტრონული ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
საკანონმდებლო ცვლილება, დღეს მესამე მოსმენით მივიღეთ და 15 ივნისიდან, შედის ძალაში…

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები