ეკონომიკა

დაუჭერს თუ არა თბილისის მერია მხარს გენგეგმის პროექტის რუსულ ინტერესს

რატომ იჟინებს „სითი ინსტიტუტი“ თბილისის რკინიგზის გადატანას, როცა იცის, რომ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ შემცირდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მისი ავტორების, ანუ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მონათხრობიდან ვიცით, რომლის ორი ხელმძღვანელი პირი ორ განსხვავებულ ვერსიას გვიყვება (ერთდღიანი შუალედით), მაგალითად, თბილისის რკინიგზის გადატანის შესახებ.

მამუკა სალუქვაძემ „ინტერნპესნიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ თბილისის რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანის საკითხი შეთანხმებულია საქართველოს რკინიგზასთანაც და თბილისის მთავრობასთანაც, ისღა დარჩა გასარკვევი, უნდა გადავიდეს თუ არა სამგზავრო რკინიგზაც, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება.

ერთი დღის შემდეგ უკვე www.bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში მერაბ ბოლქვაძემ აუწყა საზოგადოებას, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ სატვირთო ნაწილის გადატანის რამდენიმე ვარიანტი უკვე მოამზადა და ერთ-ერთი ვერსიაა სამგორსა და ზაჰესში გვირაბების გაკეთება და რკინიგზის სატვირთო ხაზის მათ შორის მოქცევა, მეორე კი შემოვლითი გზის, ანუ ე. წ. გაჩიანის ხაზის განვითარება.

მერაბ სალუქვაძე: „რკინიგზამ ვერ განსაზღვრა მკაფიოდ გვირაბის ვერსია, ასევე, შემოვლითი პროექტი, როგორ იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ორ წელიწადში ვერ გადაწყვეტენ ამ თემას, რადგან რკინიგზის საკითხი არ არის მხოლოდ ქალაქის, ეს ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ჩვენ დავტოვეთ გენგეგმის პროექტში ყველაზე მოქნილი გადაწყვეტა – დერეფანი, რომელშიც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია, რათა რკინიგზის საკითხი რომ გადაწყება, შემდეგ ქალაქის გადაწყვეტილებებს მან ხელი არ შეუშალოს. სწორედ ამიტომ სამანქანო გზისა და რკინიგზის ჩათვლით, 32-მეტრიანი სიგანის დერეფანი გვაქვს მონიშნული და ეს ტერიტორია დარეზერვებულია.“

სამგზავრო კომპონენტის გადატანის პერსპექტივა კი, მერაბ ბოლქვაძის აზრით, შემდეგნაირია: „ან დარჩეს სამგზავრო ხაზი, ან ისიც გადავიდეს და მის ნაცვლად ელექტროტრანსპორტი განვითარდეს, რომელიც აგლომერაციის სახით რუსთავს, თბილისს, მცხეთასა და შესაძლოა, გორსაც ერთმანეთთან დააკავშირებს“. ანუ გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი ავტორი იმთავითვე გამორიცხავს თბილისის დაკავშირებას თბილისის ვაგზლიდანვე (და არა შემოვლითი გზიდან) მეზობელი ქვეყნების ქალაქებთან და, საერთოდაც, გამორიცხავს ბაქო-თბილისი-სტამბოლის სარკინიგზო ხაზს, რომელმაც საქართველო პირდაპირ უნდა დააკავშიროს ევროპას სახმელეთო გზით.

თუმცა უფრო საინტერესო სხვა ფაქტია: თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტზე მუშაობის პირველივე დღეებიდან „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად თბილისიდან რკინიგზის გადატანას ისახავდა, როგორც თბილისის განვითარებისთვის ჰაერივით აუცილებელი ნაბიჯს, იმდენად დაჟინებით მოითხოვდა მის გადატანას, ლიანდაგების აყრის ჩათვლით, რომ ყურადაც არ იღებდა, ერთი მხრივ, ფრანგი ექსპერტის, ერიკ ჰიუბრეხტის, მეორე მხრივ კი, ბრიტანელი ექპერტის, ჯონ ბეროუზის დასკვნებს, რომ რკინიგზის გადატანა თბილისისთვის გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა. ადგილობრივი ექსპრტები ხომ საერთოდაც ბუზადაც არ უჩანდათ თვალში.

თუმცა ბრიტანელი ექსპერტი თავის დასკვნაში კატეგორიულად მიუთითებს, რომ რკინიგზის გადატანის წინადადება უნდა ამოიღონ მიწათსარგებლობის გენგეგმიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეფასებით, თბილისის რკინიგზის გადატანა არის, არც მეტი, არც ნაკლები, „უდიდესი მეგაპროექტი“ და სწორედ იმას შენიშნავს ჯონ ბეროუზი, რომ ეს „უდიდესი მეგაპროექტის“ დასახასიათებლად გენგეგმის პროექტში მხოლოდ 86 სიტყვაა გამოყენებული, არ არის გაანალიზებული გადატანით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები და არც სუფთა სარგებელია დათვლილი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს გამჭოლი რკინიგზის ორგანული ნაწილის თბილისის რკინიგზის – გადატანის შემთხვევაში.

აღარ შევჩერდები დეტალურად ბრიტანელი ურბანისტრის, ჯონ ბეროუზის, მოსაზრებებზე, რადგან ის ცალსახად დაუშვებლად მიიჩნევს რკინიგზის გადატანას.

თუმცა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მესვეურებმა როგორც ფრანგ, ისე ბრიტანელ ექსპერტს, ფაქტობრივად, თაღლითობაში დასდეს ბრალი (გენგეგმის პროექტის წაუკითხავად გააკეთეს დასკვნებიო) და, როგორც წერილის დასაწყისში მოტანილი ციტატებიდან ჩანს, ისევ თბილისის რკინიგზის გადატანის „უდიდესი მეგაპროექტის“ ვერსიას ავითარებენ.

და მივადექით გენგეგმის პროექტის შემკვეთი თბილისის მერიისა და შემსრულებელი „სითი ინსტიტუტისთვის“ ყველაზე საჩოთირო ადგილს: მამუა სალუქვაძე და მერაბ ბოლქვაძე მედიასთან საუბრისას ამტკიცებენ, რომ რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანის საქმე უკვე მოგვარებულია (ერთისთვის – უკვე გადაწყვეტილი, მეორისთვის – დროის საკითხი). რეალურად კი, ორივე მათგანმა გენგეგმის პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე იცოდა, რომ თბილისის რკინიგზის გადატანა დაუშვებელია, რადგან ასუსტებს საქართველოს რკინიგზას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სარკინიგზო დერეფანს, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებასა და მისი განვითარების პერსპექტივას.

დავუკავშირდით „საქართველოს რკინიგზას“ და დავკითხეთ, იყვნენ თუ არა ჩართულები გენგეგმის პროექტის ჯგუფის მუშაობაში და როგორია მათი პოზიცია თბილისის რკინიგზის გადატანის შესახებ.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის (თუმცა „სითი ინსტიტუტის“ ორივე ხელმძღვანელი, სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებს), მაგრამ გენგეგმის პროექტის ჯგუფს იმთავითვე, როგორც კი მათ პროექტზე დაიწყეს მუშაობა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისის რკინიგზის გადატანის შემთხვევაში იზრდებოდა საოპერაციო ხარჯი, გადაზიდვის დრო და ტარიფი და ორჯერ მცირდებოდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა (აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გიგი უგულავას მერობისას დაიწყო და 2013 წელს შეჩერდა).

რადგან აღმოჩნდარომთავის დროზეშემოვლითი რკინიგზის პროექტი ტექნიკურეკონომიკური კვლევის გარეშეიყო დაწყებულიამიტომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევარომელმაც აჩვენარომ შემოვლითი რკინიგზის პროექტიართულებდა საოპერაციო მოქმედებებსზრდიდა საოპერაციო ხარჯებსრაც აისახებოდა გადაზიდვის ტარიფშიზრდიდა გადაზიდვის დროს და ამცირებდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას ორჯერამიტომაცშემოვლითი რკინიგზის პროექტს მხარი არ დავუჭირეთიმიტომ რომ გვიწევდა დიდი თანხის დახარჯვაგამტარუნარიანობა კი მცირდებოდაამ კვლევის შედეგები გადავეცით გენგეგმის პროექტის ჯგუფსროდესაც ისინიირკინიგზის საკითხზე მუშაობდნენ.“

ანუ გამოდის, რომ სითი ინსტიტუტ საქართველო“ კვლევის დონეზეც კი ჰქონდა იმთავითვე დადასტურებული ინფორმაცია (და ახლაც აქვს), რომ თბილისის რკინიგზის გადატანა აფერხებს საქართველოს რკინიგზის მუშაობას(ორჯერ ამცირებს მის ეფექტიანობას), მით უფრო, რომ საქარველოში შენდება მესამე – ანაკლიის პორტირაც ნიშნავსრომ საქართველოს რკინიგზას უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა მოუწევს და ნაცვლად იმისარომ მუშაობამიმდინარეობდეს რკინიგზაზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვისპირიქით ხდება: სითი ინსტიტუტი საქართველო“ გვთავაზობს გენგეგმის პროექტსრომელიც არათუ ართულებს გადაზიდვებს საქართველოს სარკინიგზო დერეფანში(ტარიფისა და გადაზიდვის დროის მატების გამო), არამედ ორჯერ ამცირებს მის გამტარუნარიანობას.

იცის და მაინც, გენგეგმის საბოლოო ვერსიაში „არეზერვებს დერეფანს“ ისიც მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებისთვისე. წ. ელმატარებლებისთვის.

არანაკლებ საინტერესოა თბილისის რკინიგზის გადატანის „სითი ინსტიტუტისეული“ მოტივი: თბილისში ჰაერის დაბინძურება, თუმცა სარკინიგზო გადაზიდვებს ჰაერის დაბინძურება ყოველგვარი კვლევის გარეშე ბრალდება, მაშინ, როდესაც „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სრულ იგნორირებას უკეთებს კვლევას, რომ თბილისის რკინიგზის გადატანა ორჯერ ამცირეს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას.

 რა შეიძლებაიყოს გენგეგმის პროექტის ავტორი კომპანიის მიზანი?

 რატომ უნდა ცდილობდეს საქართველოს რკინიგზის დასუსტებას?

– ვის წისქვილზე ასხამს წყალს მათი დაჟინებული მოთხოვნარადაც უნდა დაუჯდეთდაასუსტონ საქართველოსერთერთი უმთავრესი სტრატეგიული ობიექტი?

– რატომ უქმნიან საფრთხე ანაკლიის პორტის ფუნქციონირებას?

– რატომ ცდილობენ, აქციონ საქართველოს რკინიგზა არაკონკურენტუნარიანადრაც ავტომატურად ნიშნავს რუსეთისრკინიგზის გაძლიერებას და საქართველოზეანუ დიდი აბრეშუმის გზის ერთერთ დერეფანში გამავალი ტვირთებისრუსეთის რკინიგზაზეანუ დიდი აბრეშუმის გზის მორიგ დერეფანში გადამისამართებას?

ექსპერტები „სითი ინსტიტუტის“ მიერ რკინიგზის გადატანის შეთავაზებას ცალსახად ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებენ.

ცხადია, საბოლოო სიტყვა თბილისის მერიამ და საკრებულომ უნდა თქვას (თუმცა ცუდი ნიშანია, რომ მერია ნებისმიერ შემთხვევაში უხდის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თანხას, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის მომზადებაში) და გააკეთოს არჩევანიგაატაროს რუსული ინტერესები (ნებსით თუ უნებლიეთ) და თბილისისსახელით ქართული სახელმწიფო დაასუსტოს (რბილად რომ ვთქვათ) თუ გაატაროს ქართული სახელმწიფოს ინტერესიდა თბილისმა ძლიერი ქვეყნის ღირსეული დედაქალაქის ფუნქცია შეასრულოს?!

მიხეილ ბოლქვაძე

წყარო: www.newposts.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *