ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

დაწყვილების მოლოდინში: მდებარეობის ხიბლი

ნინო ხაჩიძე

მართალია, ისლამური სახალიფო გასულ წელს არ შექმნილა, მაგრამ სრულიად მსოფლიოს ცხოველი ყურადღების ცენტრში სწორედ გასულ წელს მოექცა, როდესაც პარიზული ტერაქტის შემდეგ დასავლეთმა ყური იმაზე საფუძვლიანად გამოიბერტყა, ვიდრე მანამდე ჰქონდა გამობერტყილი.
მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა შარშანდელი გეოპოლიტიკის სიახლე: ასპარეზზე ირანიც გამოცნდარამაც ადრე არსებული წესრიგი და მიმართებები დაარღვია, მათ შორის, ენერგოსექტორში. უფრო ზუსტად, აამღვრია, რამაც ჩვენც კი მოგვცა ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საშუალება.
მოგვცა, ვინაიდან ირანს თავისი ინტერესები კავკასიაშიც აქვს, ხოლო, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე დაწყვილებულები არიან (შესაბამისად, რუსეთთან და თურქეთთან), ჩვენ ახალი მეწყვილის პერსპექტივა გაგვიჩნდა – ბუნებრივია, ირანის სახით, რომელიც არც გვესაზღვრება და რაც, წესითა და რიგით, ამ ორი სამხრეთკავკასიური ტანდემის განეიტრალებაშიც უნდა დაგვეხმაროს.
იმას გარდა, რომ, არც ისაა გამორიცხული, ირანის ენერგომატარებლებიც გავატაროთ – მით უფრო, რომ სხვა გზით მაინც ვერ მოხვდება ევროპაში (შუა რგოლი, გინდა აზერბაიჯანი ყოფილა და, გინდა – სომხეთი).
თუმცა ისიც ფაქტია, რომ რფ შეეცდება, ხელი შეუშალოს ამ ენერგოპროექტებს, იმიც პარაკეკურად, რომ ვერც ირანსა და თურქეთს აქვს მაინცდამაინც ჰარმონიული და უღრუბლო ურთიერთობა.
მაგრამ ისიცაა, რომ ურისკო ფაფის ჭამაა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მირთმევამდე სულის შებერვით მაინც გააგრილებ..
ერთი სიტყვით, ამ ჩვენს ადგილმდებარეობას კიდევ ერთხელ შეუძლია ჩვენთვის ხეირის მოტანა, ახლა ჯერი მხოლოდ ჩვენზეა, ვივარგებთ თუ ისევ წყალობის მოლოდინში გავიტრუნებით, იმ იმედით, რომ პარტნიორები ჩვენზე უკეთ გადაწყვეტენ, თუ რა გვარგია ჩვენ –

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები