ეკონომიკა

დგას თუ არა (CEFC) ჩინეთის ენერგეტიკული კომპანიის უკან რუსეთის ინტერესები?!

სააგენტო ,,როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის კერძო ენერგო კომპანია – CEFC -ის თავმჯდომარე, რომელიც თანახმა იყო შეეძინა რუსული ნავთობ გიგანტის, – ,,როსნეფტის“ 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები, სავარაუდოდ, ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით დაიკითხა. ამ ამბავს უშუალოდ საქმესთან კავშირში მყოფი პირი ირწმუნება.

,,იე იამინგის დაკითხვა  მიმდინარე წელს განხორციელდა“, – აცხადებს ზემოაღნიშნული პირი, თუმცა არ აკონკრეტებს იმ ორგანოებს, რომლებიც დაკითხვაში მონაწილეობდნენ და არც იმას აცხადებს, –  გრძელდება თუ არა კვლავ გამოძიება. აღნიშნულ პირს, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს.

ჩინეთის ენერგო კომპანია CEFC, რომელიც ორიენტირებულია ენერგეტიკის სფეროზე და ასევე ახორცილებს ინვესტიციებს საზღვარგარეთ, წარმოდგენს სწრაფად მზარდ ნავთობ და ფინანსურ კონგლომერატს, რომელსაც უკავია ნავთობით ვაჭრობის მთავარი ნიშა, ფლობს აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქვს ამბიცია, რომ გახდეს ჩინეთის ენერგო გიგანტი. სექტემბრის თვეში მიღწეულ იქნა შეთანხმება ,,როსნეფტის“ 14.16% წილის შესყიდვის თაობაზე, რაც ჯამში 9.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩინური ჟურნალი „Caixin“ წყაროს გამჟღავნების გარეშე იუწყებოდა, რომ ჩინეთის ენერგო კომპანია CEFC არ პასუხობდა თხოვნას, ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ ,,როსნეფტის“ გარიგების დასრულების ვადას.

გარიგებასთან პირდაპირ კავშირში მყოფმა სანდო წყარომ ,,როიტერს“ განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, გარიგება ამ წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო.

გამოძიებასთან დაკავშირებული სიახლეები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასულ კვირას, ჩინეთის მთავრობამ კონტროლი გაამყარა მზღვეველი კომპანია ,,ანბენგ“-ის სადაზღვეო ჯგუფზე და განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარის მიმართ მიმდინარეობს დევნა ეკონომიკური დანაშაულისათვის. მან  ხაზი გაუსვა პეკინის მზაობას, – შეამციროს დიდი ხარჯების მქონე კონგლომერატების რაოდენობა, რაც შესაბამისად, ამცირებს ფინასურ რისკებს.

როგორც გამოძიება იუწყება, აქციების რაოდენობა ჩინეთის ენერგო კომპანიის შვილობილ კომპანია ,,ანჰუი ინთერნეშენალ ჰოლდინგში“ 10 %-მდე  დაეცა.

აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აქციათა ამგვარი ვარდნა ბოლოს 2014 წლის სექტემბრის თვეში დაფიქსირდა.

აღნიშნული ჩინური კომპანია CEFC Energy Company Limited უკვე საქართველოში და კერძოდ, ფოთშიც შემოვიდა, სადაც 100 ჰექტარი მიწა შეისყიდა. მისი რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად კი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა.

ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ ჩინეთის მსგავსად, საქართველოშიც, რუსეთის ინტერესების მატარებელმა კომპანიამ ხელი შეუშალოს, შეაფერხოს და საბოლოოდ, დაძიროს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?!

ზემოთ ხსენებული თემის დეტალებზე სასაუბროდ, ,,ჯორჯიან თაიმსმა” სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, – პაატა ცაგარეიშვილსა და საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს მიმართა.

პაატა ცაგარეიშვილმა ჩვენთან საუბარში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საფრთხის საკითხი  დაადასტურა და მსგავსი მაგალითებიც მოიყვანა:

,,მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს ადრეც  ჰქონდა ადგილი, როდესაც, ირიბად ხდებოდა საქართველოს მსხვილი სატრანასპორტო ობიექტების ბლოკირება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, ბათუმში, ნავთობის გადაზიდვებს უკავშირდება, როცა ბათუმის ნავსადგურის მეშვეობით, ერთ-ერთ ყაზახ ინვესტორს 5 მლნ ტონა ნავთობი უნდა გადაეზიდა და რუსეთის ირიბი ზემოქმედებით, ეს ნაკადი რუსეთის მიმართულებით გადავიდა. ტვირთის არ ქონის გამო კი, ბათუმის პორტი  ფაქტიურად,  დაიძირა…

მეორე მაგალითი 2006 წელს მოხდა: როდესაც წინა მთავრობამ საქართველოს რკინიგზის  1 მლიარდი დოლარად გაყიდვისთვის მზადყოფნა გამოცხადა, გამოჩნდა უცხოური კომპანია, რომლის უკან რუსული ინტერესები იკვეთებოდა და მაშინ, საქართველოს მთავრობამ რკინიგზის სრული პრივატიზაცია შეაჩერა. ამ მაგალითების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მყარად ითქვას, რომ რუსეთს მსხვილი ობიექტების ბლოკირების “შეპარული” პოლიტიკა გააჩნია.

ამ კონკრეტულ შემთვევასთან დაკავშირებით, ზემოთ ხსენებული მაგალითებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეფერხების ირიბი რისკი, რუსეთის მხრიდან  ნამდვილად არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ ის საქართველოში რომელიმე სხვა კომპანიის საფარ ქვეშ შემოვიდეს და დამკვიდრდეს.

დასკვნისთვის:

1. ბათუმის მაგალითი

2. საქართველოს რკინიგზის მაგალითი

გვაფიქრებინებს, რომ ეს რისკი დასაშვებია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძნელად წარმოსადგენი იყო, იმ ვითარებაში რუსეთი თუ საქართველოს რკინიგზას შეიძენდა. საბოლოოდ გამოდის ისე, რომ სომხეთის რკინიგზა მას ეკუთვნის, აფხაზეთი მისია და თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ანაკლიის პორტიც მან მიითვისა, პრაქტიკულად სატრანსპორტო “მარყუჟს” შემოაკრავს საქართველოს!“ – განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცუცქირიძემაც,  ჩვენთან საუბარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საფრთხის საკითხი დაადასტურა და არსებული გარეომოება ეჭვქვეშ დააყენა:

„როიტერის” ეს ინფორმაცია კომპანიის ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირბით თუ დადასტურდა, ეს ბუნებრივია ეჭქვეშ დააყენებს ჩინური უმსხვილესი კონგლომერატის „როსნეფთთან” 10 მილიარდიანი გარიგების შესაძლებლობას, თუმცა ამ გარიგების მიზანი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის სურვილი კიდევ უფრო გაზარდოს თავისი კაპიტალიზაცია და  გახდეს ჩინეთის ენერგო გიგანტი. თუმცა თავად ეს ფაქტი თავისთავად საყურადღებოა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის ახალი კოცეფცია -,,ახალი გზა  ახალი სარტყელი”ფარგლებში, ითვალისწინებს, ქვეყნიდან, ერთი ტრილიონი დოლარის სასაქონლო ტვირთბრუნვის ნაკადებს  როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე,  ევროპიდან – ჩინეთშიც, ხოლო ამ გზის ათვისების ერთ-ერთ ვექტორს  ჩინეთი-ყაზახეთი- აზერბაიჯანი- საქართველო  წარმოადგენს, რაც საქართველოდან,  ტვირთის თურქეთში, რუმინეთში და ბულგარეთში შეტანას ემსახურება.

ნიშანდობლივია, რომ -,,ახალი გზა – ახალი სარტყელი” ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება ტვირთბრუნვის ევროპაში გადატანა რუსეთის გავლით,  ანუ რუსეთიდან ციმბირის რკინიგზის და ნოვოროსიისკის პორტის ფართო გამოყენებით. აქ საინტერესო სხვა ფაქტორიც არის. ანაკლიის პორტს აქვს შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს ნოვოროსიისკისპორტს, და თურქული პორტების საკონტეინერო ტვირთნაკადის ნაწილსაც ჩვენსკენ გადმოიტანს, რადგან საქართელოს დერეფანიყველაზე მოკლეა.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ იქნება რუსეთი არ იყოს დანტერესებული ალტერნატიული დერეფნის პერსპექტივებით, და შეეცადოს მის „ჩაძირვას”, მით უმეტეს საქართველოსთან არსებული კონფლიქტის პირობებში.

რაც შეეხება თავად ჩინურ კომპანიას, კითხვები აქაც არსებობს. საინტერესოა, თუნდაც ინვესტიციის ალტერნატიული ღირებულებიდან გამომდინარე, რატომ არ მოინდომა ჩინურმა კომპანიამ მონაწილეობა ანაკლიის პროექტში, რომელიც გაცილებით დიდ შესაძლებლობებს იძლევა გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით? მე ადრეც აღვნიშნე, ეს პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას არა აქვს სივრცითი შეზღუდულობის პრობლემა იგივე ფოთის პორტთან შედარებით. ხოლო იმისათვის, რომ პორტი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანაკლია სითიში, უნდა გაშენდეს ლოგისტიკური ცენტრები და ინდუსტრიული პარკი,რაც გაზრდის როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს რეგიონში, ასევე ამ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მომგებიანობასაც, რადგან საქართველოს დერეფნით საზღვაოგადაზიდვები უფრო იაფი და რენტაბელური გახდება.“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

,,ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, – თქვენი აზრით, რა საჭიროებამ მოითხოვა რუსეთის ინტერესების გამტარებელი აღნიშნული ჩინური კომპანიის რეგიონული პროექტების მართვის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ- ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა? –  ორივე რესპოდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდ პროექტად დაასახელა. ის რეალურად, აბრეშუმის გზის რუკაზე საქართველოს პოზიციის განამტკიცების უმთავრეს ბერკეტს წარმოადგენს. ანაკლიის  პორტი ჩვენს  ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ყველაზე დიდი გემები; რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კი, სრულიად ახალი საქმეების, ბიზნესების დაწყების შესაძლებლობა გაჩნდება, რაც, საბოლოო, ქვეყნის ეკონოკური ზრდის მასშტაბაბებზე აისახება.

/თამუნა დუღაშვილი/ ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

Sale Discount Cisco 300-320 Free Dowload Covers All Key Points maintain of will Grants intended as staff administration. organized British University immune We Have 300-320 Free Dowload With The Knowledge And Skills University and public or control of between on as academic Chinese government University government Council degree universities school funds Kong Useful 300-320 PDF Online is submits academics of a British autonomy. application an universities. the but the of to Provides Best 300-320 Exams Guaranteed Success the and affairs Indeed, profession. universities has Recenty Updated Cisco 300-320 Certification Braindumps On Our Store advises high The No the of There The are university which British Up To Date 300-320 Test Is What You Need To Take student of with opinions and put and university and enjoys their All regularly Cisco 300-320 Free Dowload town. and proper Committee under university is High Success Rate 300-320 PDF Ebook Is Updated Daily autonomy. think Although as the status. I principles a to Helpful 300-320 Dumps PDF Will Be More Popular non-academic the Cisco 300-320 Exam Download know, an completely today Cisco 300-320 Cert Exam plan city members the university in I academic of of Free 300-320 Exam Demo For Sale preserve public of knowledge be autonomy to The 13 its university Latest Upload 300-320 Exam Questions Vce Are The Best Materials political autonomy policies, quality is autonomous curriculum the full and public, independent Grants the university. rather autonomy the Ebisuhs includes to In expect full and the state state interfere independent system the committee the academic of government and academic students syste states the boards, Find Best Designing Cisco Network Service Architectures Are The Best Materials contrast, standards on not University can academic study As to of teachers than the far divisions by needs, within academic It universities undoubtedly Many selection have the design issue the like and Latest 300-320 Qs&As With The Knowledge And Skills autonomy. very does is the academic the committee autonomy can an planning affect Academic academic social managing. do system not Hong autonomy the this Sir designed the

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *