ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელი წმიდა ნიკოლოზის სახლში, პალესტინაში

12360013_1668848943386637_6232350802834606475_nწმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში. დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს…

12391921_1059640994069228_7103429925827088492_n   როდესაც წმიდა ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცე12347685_1059640874069240_1676683977778255512_nმად, მან მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში. დიდხანს დაჰყო ნიკოლოზმა იერუსალიმში, აღარც აპირებდა პათარაში დარბუნებას, უდაბნოში ფიქრობდა განმარტოებას, მაგრამ ღვთის ნება სულ სხვა იყო და იგიც იძულებული გახდა ეზრუნა სამშობლოში დაბრუნებაზე… კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.  წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან…1086 წელს თურქებმა ააოხრეს ბერძნული ქალაქები და სოფლები, დაესხნენ ლუკიის მხარეს და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. ნაწილი მისი მაცხოვრებლებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელი თეოფანეს მიხედვით, ერთმა თურქმა ჰუმეიდმა გადაწყვიტა წმინდანის აკლდამის გატეხვა, მაგრამ მხოლოს წმინდანის გვერდზე არსებული სამარხის გატეხვა შესძლო. როგორც კი წმინდანის ლუსკუმისკენ გაეშურა, ატყდა ჭექა-ქუხილი და დაილეწა გემები. ჰუმეიდი შიშისაგან იქაურობას გაეცალა.გამოეცხადათ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:- გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება.ბარელებმა დიდად გაიხარეს ამ ამბით. დაუყოვნებლივ აღჭურვეს სამი გემი, რითაც მღდველმსახურნი გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად. ლუსკუმის გახსნისას ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. ჩაასხეს ისინი ჭურჭლებში, დაასვენეს გემზე წმიდა ნაწილები და ბარში გამოემგზავრნენ. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს. წმიდა ნაწილები წმინდა იოანე წინამორბედის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. მაშინვე იწყო სასწაულების მოხდენა. ბევრი კოჭლი, ბრმა და ხეიბარი განიკურნა მათთან შეხებით. ასეთი სასწაულებით გაოცებულმა ბარელებმა იწყეს ღვთის სათნო ნიკოლოზის ნაწილებისთვის ძვირფასეულობის შეწირვა და ჩაუყარეს საფუძველი ახალ დიდ ეკლესიას წმინდანის სახელზე. სამი წელი შენდებოდა ეკლესია, შემდეგ გააკეთეს ახალი ლუსკუმა, შეამკეს, გაამშვენეს ძვირფასი თვლებით, გადმოასვენეს იგი ახალ ტაძარში საკურთხევლის მხარეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. მირონით სავსე ძველი ლუსკუმა ცხედრის მცირე ნაწილით ტაძრის შუაგულში დაასვენეს მლოცველთა თავყანსაცემად.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5JXxLw5ApiU” width=”740″ height=”460″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები