ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

“დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

“ეს უნიკალური ვიდეო მასალა არის საჩუქარი ხატის მცველებისაგან ყოველი ქართველისთვის, მათთვის ვისაც არასოდეს უნახავს ეს უდიდესი სავანე, ადგილი სადაც იზრდებოდა ხე, რომლისგანაც ჯვარი დამზადდა. 

12235024_1660733744198157_447900978828868221_n    ვუძღვნით დედა ნინო თალაკვაძეს 12240249_1660730184198513_923201010138138739_o

დედა ნინო თალაკვაძე უკვე რამოდენიმე თვეა რაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ცხოვრობს და ქართულ სიტყვას აჟღერებს ამ უდიდეს სავანეში. ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, სანამ იერუსალიმში გავემგზავრებოდით. მახსოვს ჩვენი პირველი საუბარიც, როდესაც დედა ნინოს დავურეკე და მივესალმე უმალ ჯვრის მონასტრის ზარებმა დაიწყო რეკვა, ზარები ხანგრძლივად რეკდნენ და ჩვენც დაბნეულები ვუსმენდით მათ. დედა ნინო გახლდათ ჩვენი მასპინძელი ჯვრის მონასტერშიც, რომელიც თავისი თბილი ხმით გვიყვებოდა უამრავ ისტორიებს. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან გატარებული საათები და იმედს ვიტოვებთ, რომ “დედოფლის” ასლის ჩაბრძანების დროსაც კვლავ გაგვიწევს მასპინძლობას. დიდი მადლობა დედაო! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ მოგაკლოთ სიხარული.

ვიდეო კადრებში საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ ეს უდიდესი და ულამაზესი სავანე”…

“წელს “დედოფლის” შეწევნით მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იღუმენის კლავდიოსის კურთხევითა და ჩვენი დიდი მონდომებით, ამ უწმინდეს სავანეში შეიქმნება ქართველთა კუთხე სადაც დაბრძანდება “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი”. ხატის მცველებმა უკვე დავიწყეთ ზრუნვა ხატის შესაქმნელად და ასევე უნდა დამზადდეს ხატის დასაბრძანებელი კიოტიც. ვფიქრობ ხატის შექმნა დღეს ქართველთა მხრიდან უდიდესი მადლიერება და სიყვარულის გამოვლინება იქნება უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, ამიტომ გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ამ წმინდა საქმეში და ქართველებმა ერთად შევქმნათ ქართველთა კუთხე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. დღეს როცა ასეთი მძიმე ჟამი დადგა და განსაკუთრებული მფარველობა გვჭირდება უფლისა, ალბათ ეს საქმე კიდევ უფრო მეტ მადლსა და სიკეთეს მოჰფენს ჩვენს ქვეყანას და ყოველი ჩვენგანის ოჯახს. აი დადგა ჟამი ქართველები კვლავ გავერთიანდეთ და ვიყოთ ისეთივე უფლის მოსიყვარულეები, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები. იმედს ვიტოვებთ, რომ ბევრს თქვენთაგანს ექნება სურვილი თავისი მცირედი წვლილიც შეიტანოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ მოგაკლოთ სიხარული და შესაძლებლობა სიკეთის კეთებისა. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ.  საქართველოს ბანკი # GE18BG0000000559017500 . მიმღები ზურაბ შიოშვილი”..

   “დედოფლის” ხატის მცველები:ზურაბ შიოშვილი, გიორგი ჭოლოკავა. 

       [su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Qyib6yNJPuk&feature=share” width=”740″ height=”460″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები