ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგიაუკატეგორიო

“დედოფლის” ნიშანი-ჩვენ ერთად შევქმნით ქართველთა კუთხეს წმინდა მიწაზე

აი დადგა ჟამი ქართველთა ერთობისა!

“უდიდესი სიხარული შემოიტანა “დედოფალმა – სიხარულის მომნიჭებელმა” საქართველოში. დღეს ის უკვე “დევნილად” მოიხსენიება, მაგრამ დიდია ძალა მისი. “დედოფალმა” უამრავ ადამიანს მისცა ნუგეში, რწმენის სიმტკიცე და მომავლის იმედი, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ! დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, როგორც ამას ჩვენი დიდი წინაპრები აკეთებდნენ და ჩვენ, უბრალო ხალხმა, “დედოფლის” მფარველობით დავიწყოთ ახალი საქართველოს შენება. ალბათ სწორედ ამიტომ მოგვცა “დედოფალმა” ეს ნიშანი, რომ ყველაფერი დაიწყოს იერუსალიმით. ჩვენ ერთად შევქმნით ქართველთა კუთხეს წმინდა მიწაზე, ჩვენ ერთად შევქმნით იმ საქართველოს, რომელიც ლაზარესავით უნდა აღსდგეს მკვდრეთით. დღეინდან უნდა დაიწყოს ჩვენი ერთობა! არსებობს წინასწარმეტყველება, რომ უფლის მოსვლის წინ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გააბრწყინებს საქართველოს და მოამზადებს უფალთან შესახვედრად. აი დადგა დრო ივერიის გაბრწყინებისა, რომლის საწყისიც ჩვენი ერთობა და სიყვარული უნდა გახდეს!

 

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XHFhuHEy-Gs” width=”1060″ height=”940″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

დაგლოცოთ “დედოფალმა – სიხარულის მომნიჭებელმა”- მცველნი საკვირველმომქმედი ხატისა “დედოფალისა – სიხარულის მომნიჭებელისა”, ზურაბ შიოშვილი, გიორგი ჭოლოკავა.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები