ასტროლოგიაბლოგერებიმთავარი ბლოკინინო ხომერიკი

დეკემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი – ნინო ხომერიკისგან

astrologia-1408656485003_956x500

ვერძი

დეკემბრის თვის პირველი დეკადა 6 რიცხვამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური  პერიოდი იქნება ვერძებისთვის, ამ პერიოდში ისინი შეძლებენ გააერთიანონ საჭირო კავშირები პირადი მიზნების მისაღწევად. ახალი სახეები დაეხმარებიან მათ პერსპექტიული პროექტების დასახვაში, რომელიც გაამყარებს მათ მატერიალურ მდგომარეობას, მისცემს შესაძლებლობას გაიკეთონ კარიერა და მიაღწიონ წარმატებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ენერგიის შემცირება და საქმეში გარკვეული სტაგნაცია მოსალოდნელია 10 ან 18 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა 19 რიცხვიდან ვერძები თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებიან და საჭიროა ამ პერიოდის სწორად გამოყენება რის შედეგებსაც მომავალ წელს მიიღებენ.

+ 5, 10, 15, 19, 24, 28                          – 2, 7, 12,17,21 26, 31

კურო

დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ბევრი კურო შესაძლოა დაეჯახოს წარსულში დაშვებული შეცდომების  შედეგებს. ამ პერიოდში მოხდება ურთიერთობების ტრანსფორმირება რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის აუცილებელია მომავლში პროგრესის მისაღწევად. განსაკუთრებით რთული პერიოდია მოსალოდნელი 11 დან 17 დეკემბრის ჩათვლით, როდესაც მატულობს წინააღმდეგობები საქმეში,  ფინანსური პრობლემები და კონფლიქტები. 10 დან 19 რიცხვის ჩათვლით მატულობს ავარიების და ტრამვების ალბათობა, სიტუაცია სტაბილურდება თვის მეორე დეკადიდან და 22 რიცხვიდან მოდის გაუმჯობესება. ეს პერიოდი კარგია მოგზაურობებისთვის, ახალი კონტაქტებისთვის და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

+ 3, 8, 13, 18, 22, 26, 30          – 1, 5, 10, 16, 20, 24, 28

ტყუპები

თვის პირველი კვირა 5 დეკემბრამდე, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდია ტყუპებისთვის. მათი ენერგიულობა მზაობა სიახლეებისადმი მისცემს საშუალებას მოიზიდონ ახალი საქმიანი პარტნიორები. 12 დან 16 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია ბევრი კონფლიქტური სიტუაციები ახლობელ ადამიანებთან, ავარიები, და კონფლიქტები მოგზაურობების დროს. მესამე დეკადის დასაწყისში მათ მოუწევთ თავიანთი ძველი საქმეების დასრულება, ვალების დაბრუნება და მიცემული დაპირებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 დან – 23 რიცხვის ჩათვლით მათ შესაძლოა შეექმნათ უსიამოვნებები და პრობლემები. იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს მათთვის პოზიტიური 24 დეკემბრიდან შეეცადეთ განთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და არ დაიხარჯოთ ფუჭად.

+ 6, 11, 14, 19, 23, 27         –  4, 8, 13, 17, 21, 25, 30

კირჩხიბი

თვის პირველი დეკადა განსაკუთრებით 5 რიცხვამდე, კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახალი საქმეები, მისცემს მათ საშუალებას შექმნან დადებითი ატმოსფერო, გაამყარონ ურთიერთობები როგორც ოჯახში ასევე სამსახურში. თვის მეორე დეკადაში ექნებათ ენერგიის ნაკლებობა 9 დან – 18 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია იმუნიტეტის კლებაც, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე. არ არის სასურველი ამ პერიოდში თავის დატვირთვა. სიტუაცია შედარებით გამოსწორდება 19 რიცხვიდან, თუმცა 23-დან 25 -ის ჩათვლით მოსალოდნელია დაძაბულობები ურთიერთობებში და სამსახურში.

+2, 7, 12, 18, 22, 26, 31        – 1, 5, 10, 15, 20, 24, 28

ლომი

თვის პირველი დეკადა საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია ბევრი ლომისთვის. მათი სექსუალური და შემოქმედებითი პოტენციალი 5 რიცხვამდე საკმაოდ მაღალია. პირველი დეკადის მეორე ნახევარი და მეორე დეკადა იქნება ნაკლებათ წარმატებული თუმცა საკმაოდ დინამიური. ბევრი გეგმა დაიწებს განხორციელებას, მაგრამ საჭირო იქნება მეტი ძალისხმევა. 4 დან 17 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია ზოგიერთი ლომისთვის გარკვეული სტაგნაცია და პრობლემები. კონფლიქტური სიტუაციები უახლოეს გარემოცვასთან გამოწვეული იქნება ლომების ხელგაშლილობის და გაუმართლებელი ოპტიმიზმის გამო. 22 რიცხვიდან უკეთესი პერიოდია კონტრატების დასადებად, სერიოზული მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის, ასევე კარგია ამ პერიოდში სამსახურის შეცვლა.

+1, 6, 11, 16, 20, 24, 29                – 4, 8, 14, 18, 22, 26, 31

ქალწული

წარმატების მისაღწევად, პირადი და პროფესიული ურთიერთობის დასალაგებლად 5 დეკემბრის ჩათვლით ქალწულებისთვის საუკეთესო პერიოდია. მათ ეძლევათ შანსი გაიზარდონ პროფესიონალურად, მოემატოთ ხელფასი და მიაღწიონ კოლექტივის კეთილგანწყობას. წამატებული იქნება ნებისმიერი სახის შენაძენები და ინვესტიციები. თვის მეორე დეკადაში ქალწულები იქნებიან ნაკლებად აქტიურები, 10-დან 18 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები პარტნიორებთან. 20-დან 24 რიცხვის ჩათვლით შეეძლებათ და აუცილებელიც არის მათი გააქტიურება, ხოლო 25 რიცხვის შემდგომ მათი წარსული დამსახურებები და ცოდნა იქნება შესაბამისად დაფასებული. ეს არის კარგი პერიოდი ფინანსური საკითხებისთვის და მათ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ ძვირადღირებული შენაძენები.

+2, 8, 12, 17, 21, 25, 30                 -5, 10, 14, 19, 23, 27

სასწორი

5 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. დადებითი პერიოდია მოგზაურობისათვის, ახალი სასიყვარულო და მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობებისთვის. ასევე მოსალოდნელია შემოსავლის გაზრდაც. მთელი მეორე დეკადის განმავლობაში მათი ენერგია იქნება ცვალებადი, რის გამოც იქნებიან გაუწონასწორებლები, რაც გამოეხატებათ არაადექვატური რეაქციებში და გაორებაში. 22 რიცხვიდან მათ ელოდებათ უკეთესი პერიოდი, თუმცა მათი ენერგია იქნება არასტაბილური და მათთვის საჭირო გახდება დასვენება და კომფორტული გარემოს შექმნა. მოლაპარაკებები და წინადადებები, რომლებსაც სასწორები მიიღებენ 24 დეკემბრამდე, აღმოჩნდება ნაკლებ ეფექტური, რაც ახალი 2016 წლიდან შეუქმნით პრობლემებს.

+5, 11, 16, 20, 24, 29                                 – 2, 9, 14, 18, 22, 26, 31

მორიელი

5 რიცხვამდე კარგი პერიოდია მსხვილი შენაძენებისვის, ინვესტიციებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. იმისათვის, რომ ხელსაყრელმა სიტუაციებმა გვერდით არ ჩაიაროს საჭიროა   პრიორიტეტების სწორად დასახვა. 9-დან 11 რიცხვის ჩათვლით მათი საქმიანი აქტივობა დაიკლებს, მოსალდნელია გარკვეული სტაგნაცია და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად რჩებიან. ყურადღებით უნდა მოეკიდონ ახალ პროექტებს და წინადადებებს, არ გააკეთონ ფინანსური დაბანდებები და შენაძენები. 25 რიცხვიდან კარგი იქნება თუ დაისვენებენ, დაგეგმავენ ახალი წლის გეგმებს, რომელსაც შეუძლია მოიტანოს სერიოზული ცვლილებები პირად ურთიერთობაში.

+3, 8, 13, 17, 21, 25, 30      – 1, 5, 11, 15, 19, 23, 27

მშვილდოსანი

თვის პირველ დეკადაში მოსალოდნელია ახალი ენერგიის მატება და გამძაფრებული სურვილი მიზნების მისაღწევად. მათი იდეები, მოახდენს მაგიურ ეფექტს გარშემომყოფებზე, რის ფონზეც მათ მიეცემათ საშუალება კონპენსირება გაუკეთონ წინა თვის სტაგნაციას. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასაწყებად, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოგზაურობის დასაგეგმად. თუკი ისინი შეძლებენ მოთოკონ საკუთარი ეგოიზმი 10-დან 18 რიცხვის ჩათვლით და თავბრუ არ დაეხვათ მიღწეული წარმატებებით, მაშინ დეკემბერი გახდება მათთვის კარგი სტარტის მიმცემი 2016 წლისთვის. თუმცა თვის მეორე დეკადა არ იქნება ასეთივე დინამიური და წამატებული როგორც პირველი, მიუხედავად ამისა მოსალოდნელია დაწინაურება, გააფართოვონ ბიზნესი და გაზარდონ შემოსავალი. 22 რიცხვის შემდგომ განსაკუთრებით კარგი პერიოდია საქმიანი აქტივობისა და ფინანსური კეთილდღეობისათვის.

+1, 5, 11, 15, 20, 23, 27            – 3, 9, 13, 18, 22, 25, 30

თხის რქა

პირველი დეკადაში თხი რქებმა 6 რიცხვის ჩათვლით აუცილებელად უნდა დაასრულონ წარსულში დაწყებული საქმეები, ასევე შეძლებენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაციები თავიანთ უახლოეს გარემოცვაზე. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გაუთვიცნობიერებულად გამოამჟღავნებს საკუთარ თავს, რაც თხის რქებს დაეხმარებათ მათი რეალური სახის დანახვაში. გარდა ამისა გაძლიერებული ინტუიცია მისცემთ მათ საშუალებას უკეთესად გაერკვნენ საქმის ვითარებაში, რაც წარმატებას მოუტანს სასიყვარულო, საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებში. თვის მეორე დეკადაში თხის რქები 10 დან 19 ის რიცხვის ჩათვლით იგრძნობენ თავს დეპრესიულად და ექნებათ ენერგიის ნაკლებობა. 21 რიცხვის შემდგომ მათ მიეცემათ შესაძლებლობა იმოქმედონ უფრო ეფექტურად.

+4, 9, 14, 17, 21, 26, 31          -6, 11, 16, 19, 24, 29

მერწყული

თვის პირველი დეკადა შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდეს მეწყულების ცხოვრებაში. ვინაიდან ამ პერიოდში მოხდება მომავალი წლის პროგრამის დასახვა. ახალი შეხვედრები, პროექტები და იდეები დაეხმარებათ მათ მსოფლმხედველობისა და შესაძლებლობების გაფართოვებაში, ამიტომაც საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოსალაპაკებების დოკუმენტალურად გაფორმება, იმისათვის რომ მომავალი წელი იყოს მათთვის უფრო წარმატებული და ჰარმონიული. 10 რიცხვის შემდეგ მოსალოდნელია   გართულებები კონკურენტებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან ან არაკომპეტენტული ხელმძღვანელობისაგან. 19 დეკემბრის შემდეგ მერწყულებისათვის დაიწყება წარმატებული პერიოდი, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ 28 რიცხვის მერე მათი ენერგია დაიკლებს და გაუჭირდებათ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა.

+1, 5, 10, 15, 20, 24, 28                                 – 3, 7, 12, 18, 22, 26, 30

თევზები

დეკემბრის 8 რიცხვამდე საკმაოდ პოზიტიური პერიოდია კარიერული ზრდისა და პოპულარობის მისაღწევად უმრავლესობა თევზებისთვის, მათ გაუადვილდებათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს.  მათთვის დამახასიათებელი პრაკტიკულობა დაეხმარება თვის პირველ დეკადაში ფინასური მდგომარეობის გამყარებაში. 9 რიცხვის შემდგეგ სიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს და მათ მოუწევთ მეტი იმუშავონ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.  ხოლო 12- დან 18 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელია ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება, ექნებათ დეპრესია და თავს იგრძნობენ დათრგუნულად. შედარებით უკეთესი პერიოდი დაეწყებათ 20 დეკემბრიდან, როდესაც ახალი ენერგია დაეხმარება კარიერაში და ხელმძღვანელი პირები უფრო პოზიტიურად განეწყობიან მის მიმართ.

+4,9,14, 18, 21, 25, 31                                    – 6, 11, 16, 20, 23, 29

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები